logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთი): ივანე მაჭავარიანის განკარგულება პოლიტიკურად დაუფიქრებელი და არასწორი იყო
«Lragir» (სომხეთი): ივანე მაჭავარიანის განკარგულება პოლიტიკურად დაუფიქრებელი და არასწორი იყო
14:36 21.09.2018
სომხური გამოცემა «Lragir»-ი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ხორბლის ტრანსპორტირების შესახებ გამოცემული ბრძანების გადავადებას ანალიტიკოს აკოფ ბადალიანის სტატიით ეხმაურება, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

როგორც ცნობილია, ამ რამდენიმე კვირის წინათ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის განკარგულებით, სომხეთში, მარცვლეულის (ხორბლის) და ფქვილის შეტანა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, მხოლოდ რკინიგზით უნდა მომხდარიყო. რკინიგზით შეტანას კი მეტი ხარჯები ჭირდებოდა და, ბუნებრივია, სომხეთში ფასების ზრდას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ქართველმა გადამზიდავებმა პროტესტი გამოაცხადეს - მინისტრის განკარგულება მათთვისაც საზიანო იქნებოდა. ამ საკითხზე სომხეთის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გამართეს ქართველ კოლეგებთან. საბოლოოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ავტომანქანებით სომხეთისათვის მარცვლეულის სატრანზიტო გადატანა კვლავ ნებადართულია, ერთი წლის განმავლობაში. ანუ ამ ეტაპზე სომხეთში ფასები აღარ მოიმატებს.

ქართული მხარის გადაწყვეტილება სომხურ-ქართულ ურთიერთობებში გარღვევად შეიძლება შეფასდეს. თავიდანვე ჩანდა, რომ თბილისის თავდაპირველი განკარგულება, პოლიტიკური თვალსაზრისით, დაუფიქრებელი და არასწორი იყო. ცხადია, დოკუმენტი ფორმალურად სომხეთის წინააღმდეგ არ იყო მიმართული და ეხებოდა ყველა ქვეყანას, რომლებიც საქართველოს გავლით მარცვლეულის ტრანზიტს ეწევიან, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფაქტიურად მარცვლეულის იმპორტს რუსეთიდან ძირითადად სომხეთი ახორციელებს.

თბილისის გადაწყვეტილებით ზიანდებოდა არა მარტო სომხეთის, არამედ თვით საქართველოს ინტერესებიც. იბადება სრულიად ბუნებრივი კითხვა: მაინც რა გახდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის განკარგულების მიზეზი? საერთოდ, ითვლება, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს სომხეთის დასაბლოკად იყენებენო. ცხადია, ეს სავსებით მართალია. ამასთან, ვერ ვიტყვით, რომ მართლაც ბაქომ და ანკარამ მოახდინეს ლობირება ამ საკითხში. თბილისისთვის გასათვალისწინებელია, რომ სომხეთის წინააღმდეგ მიღებული ყოველი აკრძალვა ისევ საქართველოს აზიანებს. საქმე იმაში კი არაა, რომ საქართველო, კომუნიკაციების მხრივ, სომხეთზე არაა დამოკიდებული, არამედ იმაშია, რომ საქართველო ბლოკადაში ექცევა სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.

თუ თბილისი ერევანთან ურთიერთობის გაღრმავებას შეწყვეტს, საქართველო სულ უფრო მოექცევა თურქეთ-აზერბაიჯანის მარწუხებში. ქართული ელიტა ამ თვალსაზრისით ძალიან რთული არჩევანის წინაშეც დგას: ნებას მისცემს თუ არა თბილისი ბაქოს და ანკარას ამ მარწუხების კიდევ უფრო მეტად შემოჭერას თუ გაიღება ერევნისათვის, რათა მას მანევრების შესაძლებლობა ჰქონდეს, თავისივე უსაფრთხოების თვალსაზრისით?

რასაკვირველია, არსებობს ობიექტური პრობლემები, მათ შორის ინტეგრაციული პროცესების მხრივ (სომხეთი - „ოდკბ“-სა და ევრაზიული კავშირისკენ, საქართველო - ნატოსა და ევროკავშირისაკენ), მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება გადაილახოს. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები ახლებურ ხედვებს საჭიროებს, რაც საშუალებას მოგვცემს ის ხუნდები მოვიშოროთ, რითაც სხვები სარგებლობენ და არ არიან დაინტერესებულნი თბილის-ერევნის ერთმანეთთან დაახლოებით.

სომხეთში მიმდინარე ცვლილებები საქართველოსთვის ეჭვიანობის და კონკურენციის მიზეზები არ უნდა გახდეს, არამედ პირიქით, თანამშრომლობის შანსი უნდა იყოს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა