logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„1tv.ru/news“(რუსეთი): რუსმა მეცნიერებმა ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყეს
„1tv.ru/news“(რუსეთი): რუსმა მეცნიერებმა ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყეს
10:48 17.09.2018
რუსული ტელეკომპანია «Первый канал»-ის პროგრამა «Время»-ს ეთერში გადაცემულ ვიდეოსიუჟეტში საუბარია საქართველოში, თბილისში არსებული რიჩარდ ლუგარის სახ. ბიოლოგიური ლაბორატორიის („ჯანდაცვის კვლევის ცენტრის“) მუშაობის სპეციფიკურ რეჟიმზე და იმ ცდებზე, რომლებსაც ამერიკელები აწარმოებენ. რუსი მეცნიერები უკვე შეუდგნენ ლაბორატორიის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის შესწავლას ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ, რომელიც მათ საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრმა იგორ გიორგაძემ გადასცა.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ევგენი ლიამინის ავტორობით მომზადებული ტელესიუჟეტის შინაარსს:

„ადგილობრივი მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან ლაბორატორიის მუშაობით. ამბობენ, რომ იქ საბრძოლო ბაქტერიოლოგიური იარაღი - მკვლელი ვირუსები გამოჰყავთ, რომლებიც აკრძალულია, მაგრამ ამერიკელები საერთაშორისო აკრძალვას ტრადიციულად გვერდს უვლიან და ლაბორატორიებს საქართველოს მსგავს ქვეყნებში აშენებენ.

„უცხო პირების შესვლა აკრძალულია!“, „ახლოს არ მიხვიდეთ!“. 2011 წელს გახსნილი ლუგარის ლაბორატორია პენტაგონის ფულითაა აშენებული:- დიდი ინვესტიციაა ჩადებული - 300 მილიონი დოლარი. მისგან 200 მეტრის მოშორებით საცხოვრებელი სახლებია, ბავშვები თამაშობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები შენობის სახურავიდან ამოჩრილ საკვამლე მილებს ითვლიან. „წარმოდგენა არ გვაქვს, რას წვავენ ამდენს ლაბორატორიაში. კვამლი ამოდის, აგრეგატები მუშაობენ... შეიძლება დღეს მოწამვლას ვერ ვგრძნობთ და არაფერი გვტკივა, მაგრამ წლების შემდეგ მივხვდებით“, - ამბობს გიორგი მოდებაძე. აქაურები კარგად იცნობენ ორ პიროვნებას, ლაბორატორიის უცხოელ თანამშრომლებს. ისინი ფილიპინებიდან იყვნენ ჩამოსულები და ბინა ახლოს ჰქონდათ დაქირავებული. ელვირა რატიანი იხსენებს: „პირველად რომ ცუდად გახდნენ, ექიმებმა მოასულიერეს. მეორედაც რომ მოიწამლნენ, ფინალი სასიკვდილო აღმოჩნდა... ორივენი უსულოდ ეყარნენ, პირიდან დუჟი მოსდიოდათ“.

ტელესიუჟეტში ციტირებულია როგორც საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრის იგორ გიორგაძის მიერ ამას წინათ რუსულ მასმედიაში გაკეთებული განცხადებები ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, ასევე მოძრაობა „საქართველოს ევროპული არჩევანის“ ლიდერის არჩილ ჭყოიძის კომენტარები.

„ნიშანადობლივია ლაბორატორიის მდებარეობაც: აშენებულია აეროპორტის ტრასიდან სამ კილომეტრზე, ცოტა უფრო იქითაა აშშ-ის ავიაბაზა „ვაზიანი“. ლაბორატორია რეგიონის მოწინავე ხაზზეა და მასში ამერიკელი სამხედრო მეცნიერები მუშაობენ. რუკას თუ შევხედავთ, მსგავსი ობიექტები მინიმუმ 25 ქვეყანაშია, მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - საქართველოს გარდა სომხეთში, ყაზახეთში, უკრაინაში. ამერიკელი სამხედროების ხელში აღმოჩნდა ვირუსული შტამების რეგიონული კოლექცია, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის სანეპიდსადგურების მიერ იყო შეგროვებული: ციმბირის წყლულის, ბრუცელოზის, შავი ჭირის, ტულიარემიის, ქოლერის შტამები. გასაგებია, რომ ასეთი ინფექციური შტამების პატრონს სახიფათო სნეულებების დირიჟორობა შეუძლია, თანაც ისე, რომ ვერავინ ვერაფერს დაინახავს: უპილოტო მფრინავი აპარატებით - დრონებით მათი შეუმჩნევლად გავრცელება შეიძლება... 2014 წელს ლუგარის ლაბორატორიაში მავნებელი მწერების გამოყვანის აპარატურა ამუშავდა. დაახლოებით იმ დროს იფეთქა საქართველოში „ყირიმ-კონგოს“ ციებ-ცხელებამ. ინფეცია ტკიპების კბენით გადაეცემა. დაინფიცირდა 34 ადამიანი, მათგან ოთხი გარდაიცვალა“.

ტელესიუჟეტში გამოყენებულია ბულგარელი ჟურნალისტის დილიანა გაიტანჯიევას მიერ მომზადებული სიუჟეტი. მან კვლევა ჩაატარა ამერიკული ლაბორატორიის ტაობაზე და მოახერხა სამეცნიერო ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან გასაუბრება, რომელიც ენტომოლოგი, ანუ მწერების მკვლევარია. ვიდეოსიუჟეტში საუბრობენ აგრეთვე რუსი პოლიტოლოგებიც, რომლებიც ნეგატიურ კომენტარს უკეთებენ ლაბორატორიის საქმიანობას.
--------------
თბილისში მდებარე ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის საკითხზე ვიდეოსიუჟეტი გადაიცა აგრეთვე ტელეარხ «Россия-1»-ის პროგრამა «Вести недели»-ს ეთერში სათაურით „სკანდალი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ: აშშ შესაძლოა ბიოლოგიური იარღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არღვევს“ (ავტორი - ალექსანდრე ბილიბოვი). წყარო: https://www.vesti.ru/doc.html?id=3061068.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა