logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„dagpravda“(რუსეთი): გამარჯობა თბილისო!
„dagpravda“(რუსეთი): გამარჯობა თბილისო!
15:38 15.09.2018
დაღესტნური გამოცემის, «Дагестанская правда»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია დაღესტნელი ჟურნალისტის საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები: „შორეულ და ახლობელ“ თბილისში ყოფნისას მას ყველაფერი ხიბლავს - არქიტექტურა, თვალწარმტაცი პეიზაჟები, სამზარეულო, ლეგენდები და, საერთოდ, ქართული ეგზოტიკა და კოლორიტი.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მალიქა ყურბანოვას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
.
„საქართველო - საოცარი ბუნება, უძველესი ეკლესია-მონასტრები. ეროვნული სამზარეულო - ხინკალი და ხაჭაპური, ჩურჩხელა... ეროვნული სასმელები - ღვინო და ჭაჭა“, - ასე იწყება ვრცელი პუბლიკაცია, რომელშიც ვრცლადაა ასახული თბილისის ღირშესანიშნაობები, ქალაქის ტურისტული ცხოვრება: „თბილისში ღამით გასეირნება დიდ სიამოვნებას მოგგვრით. თბილისური ცა ისეთი არაა, როგორსაც ჩვენ მახაჩყალაში მივეჩვიეთ. თბილისური ცა კუნაპეტი შავია, სადაც შორეული ვარსკვლავებიც კი ახლოს მოგეჩვენებათ, ისე კაშკაშად ანათებენ. ქუჩებში უამრავი ხალხი ირევა - ფოტოებს ირებენ, ღვინოს აგემოვნებენ, ხალისობენ... უცხოელებიდან ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულეები არიან, რუსეთიდან. ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნებიდან რუსული და ამერიკული მუსიკის ჰანგები ისმის“, - აღნიშნავს ავტორი და იქვე შენიშნავს, რომ ახალგაზრდებიდან რუსული ენა იშვიათად თუ ვინმემ იცის, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული ენა ფაქტიურად აღარ ისწავლება.

„თბილისში ტურისტები ძირითადად თავს იყრიან ქალაქის ძველ უბნებში, სადაც წინა საუკუნეების არქიტექტურაა შემორჩენილი, სადაც უამრავი მაღაზია, კაფე-რესტორანია, სადაც დილამდე შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი ხინკალი და ხაჭაპური“, - ნათქვამია სტატიაში.

ავტორი გაზეთის მკითხველებს თბილისის დაარსების ლეგენდას აცნობს: „ისევე როგორც ბევრ ქალაქს, თბილისსაც დაარსების თავისი ლეგენდა აქვს: ოდესღაც, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღირცხვამდე და ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა უძველესი სამეფო იბერია, რომლის დედაქალაქი მცხეთა იყო. იბერიის სახელმწიფოს მეფე ვახტანგ I გორგასალი მართავდა. დღეს მცხეთა პატარა ქალაქია, არაგვისა და მტკვრის შესართავთან, რამდენიმე ათასი წლის წინ კი ის ციხე-სიმაგრე იყო, ქართველი ხალხის დიდი წინაპრის შთამომავლის მიერ დაარსებული. ჰოდა, ერთხელაც ვახტანგ I და მისი თანხმლებნი სანადიროდ წასულან. მეფის მიმინო ხოხობს დაცხრომია, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. შეშფოთებული მეფე მის საძებნად წასულა და წყაროს მიდგომია - ცხელი წყალი პირდაპირ მიწიდან ამოდიოდა, მიმონო და ხოხობი მასში ჩავარდნილან და გაფუფქულან. ვახტანგი თურმე წყაროსთან დამჯდარა, მიუხედ-მოუხედია და ჩაფიქრებულა - ადგილი ძალიან კარგია, საქარავნო გზებთან ახლოსაა, სამი მხრიდან მთები აკრავს, ქალაქის აშენება შეიძლებაო. და ქართველთა მეფემ გადაწყვიტა ახალი სამეფო ცენტრის დაარსება, რაც სულ მალე განახორციელა და ეროვნული ეპოსის გმირი გახდა. ცხელმა წყალმა ქალაქის სახელზეც გავლენა მოახდინა: „თბილისი“ წარმოდგება სიტყვა „თბილი“-საგან. დღეს თბილისის თერმული წყლების აბანოები საქვეყნოდაა განთქმული: გოგირდოვანი აბანოებით თავის დროზე ალექსანდრე პუშკინსაც უსარგებლია“.

პუბლიკაციაში საუბარია როგორც მშვიდობის ხიდზე, „სადაც შეიძლება გიტარით იმღერო, რომანტიკული შეხვედრა მოაწყო, შეხედო ნარიყალას, მეტეხს, პრეზიდენტის რეზიდენციას“, ასევე მთაწმინდის მნიშვნელობაზე თბილისისათვის: „უცხოელი სტუმრები აუცილებლად ადიან მთაწმინდაზე, საიდანაც ქალაქის საოცარი ხედი იშლება. ვინც მთაწმინდაზე არ ასულა, მას თბილისი არ უნახავს. როგორც ამბობენ, კარგ ამინდში აქედან მარადთოვლიანი კავკასიის მთები და მყინვაწვერი (ყაზბეგი) მოჩანსო. მთაწმინდა „წმინდა მთაა“, რადგან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებას უკავშირდება“.

სტატიაში საუბარია აგრეთვე თბილისის მერ კახა კალაძეზეც: „თუ რაიმე გინდა გაიგო აქაურ ამბებზე, ტაქსისტებს უნდა გამოელაპარაკო. ისინი კმაყოფილნი არიან თბილისის დღევანდელი მერით, ყოფილი ფეხბურთელით, რომელიც თავის ხელფასს ბავშვთა ფონდში რიცხავს, ქრთამს არ იღებს ადა ამის ნებას სხვებსაც არ აძლევს. ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა ვახტანგ კიკაბიძესთან შეხვედრა. ტაქსისტმა გვითხრა, რომ მას საკუთარი რესტორანი აქვს და იქ ხშირად თვითონაც მღერისო. წავედით რესტორანში. ვახტანგ კიკაბიძე ვერ ვნახეთ, მაგრამ სამაგიეროდ ქორწილში მოვხვდით...“, - აღნიშნავს ავტორი და ვრცლად გადმოსცემს ქართული სუფრის ტრადიციების შესახებ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა