logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უილიამ კორტნი: ესე იგი, მდიდარი, ჩრდილოვანი დონორი კვლავ განაგრძობს არაპროპორციულად დიდი პოლიტიკური გავლენის განხორციელებას
უილიამ კორტნი: ესე იგი, მდიდარი, ჩრდილოვანი დონორი კვლავ განაგრძობს არაპროპორციულად დიდი პოლიტიკური გავლენის განხორციელებას
09:51 04.09.2018
საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვაშინგტონში მის თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ამ დრომდე, მმართველ პარტიას კანდიდატი არ წარუდგენია. „ქართული ოცნების“ არაპირდაპირი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლი კანდიდატის სტატუსით იღებს.

„საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს მოკავშირეები ახლოდან აკვირდებიან საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს. საქართველომ ბოლო წლებში, ამ კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რასაც დასავლეთი აღიარებს. მაღალი სტანდარტის შენარჩუნება ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს დონალდ ჯენსენი, „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრიდან“.

დონალდ ჯენსენის შეფასებით, მმართველი პარტიის მხრიდან დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა, საკუთარი კანდიდატის წარდგენის ნაცვლად, “არაჯანსაღი” სვლაა.

„მმართველ პარტიას აქვს პასუხისმგებლობა მისი ამომრჩევლის წინაშე, და ბევრს არ ესმის, თუ რატომ დგამენ ისინი ამ ნაბიჯს. ამ დროისთვის ქართული ოცნება ამ საკითხზე გაყოფილია, და მიდის დისკუსია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარემ შეიძლება გადაიფიქროს და ქართული ოცნების კანდიდატი წარადგინოს. ის განცხადებები, რასაც ქართული ოცნების ლიდერები აკეთებენ, ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს”, - ამბობს დონალდ ჯენსენი. მისი თქმით, პრეზიდენტი კონსტიტუციური ბალანსის დამცველია. “საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური ბალანსი ძალაუფლების შტოებს შორის. რომელიც დემოკრატიის განვითარებას, დასავლურ ღირებულებებს, და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს”, - აღნიშნა დონალდ ჯენსენმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა. "ევროპული საქართველოს" ეგიდით, არჩევნებში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე იბრძოლებს. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, კოალიცია „ძალა ერთობაშია“-ს სახელით, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა. არჩევნებში მონაწილეობას იღებს ასევე პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

„ამერიკის ხმა“-სთან“ საუბარში ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი ხაზს უსვამს არჩევნების მნიშვნელობას, რადგან ეს საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით ბოლო არჩევნებია, სადაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა: „მართალია, პრეზიდენტს ნაკლები ძალაუფლება აქვს, თუმცა მისი პოზიცია მნიშვნელოვანია იდეების, პრინციპების გამოხატვისა და წინადადებების შემუშავების კუთხით. ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა. პრეზიდენტი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მთავრობის მეთაურს, და იდგეს მიკერძოებულობაზე მაღლა. და იმედი მაქვს, ეს ასე იქნება”, - ამბობს კენეტ იალოვიცი.

წინასაარჩევნო გარემო და არჩევნები შეაფასა ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) დელეგაციამ და აღნიშნა, რომ მიუხედავად პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებისა, მისი როლი და მანდატი მნიშვნელოვანია: „შემცირებული პასუხისმგებლობების ფონზეც კი, პრეზიდენტს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მანდატი გააჩნია: წარმოადგინოს მოქალაქეები და ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხების ირგვლივ დისკუსიების წამოჭრას. ოპოზიციური პარტიები, ასევე აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, მთავრობა დამატებით გააკონტროლოს და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქვეყანა წარმოადგინოს”, - აცხადებს სადამკვირვებლო დელეგაცია.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკლევარი უილიამ კორტნი საქართველოში ხელისუფლებაზე ჩრდილოვანი გავლენის შესახებ საუბრობს. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ცალკეული პიროვნებების გარშემო გაერთიანება ანაწევრებს პოლიტიკურ სპექტრს. „ეს არჩევნები საკმაოდ უჩვეულოა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტის როლი შეამცირა, თუმცა, ამის მიუხედავად, დღევანდელმა პრეზიდენტმა ბევრი პატივისცემა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი მოულოდნელად გადადგა. ესე იგი, მდიდარი, ჩრდილოვანი დონორი კვლავ განაგრძობს არაპროპორციულად დიდი პოლიტიკური გავლენის განხორციელებას”, - აცხადებს უილიამ კორტნი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ეს საქართველოს დღევანდელი კონსტიტუციით ბოლო არჩევნებია, როცა საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი, საყოველთაო, წესით აირჩევა.




წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა