რუსეთში, საახალწლო ვიზიტისთვის დაჯავშნული ტურისტული ქვეყნების სიაში საქართველო
ლიდერობს.
ამის შესახებ რუსული გამოცემა "КоммерсантЪ"-ი წერს.
ალექსანდრა მაცალოვას ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ტურისტული ტურების წინასწარი დაჯავშნის პროგრამაში საახალწლოდ „საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, არადა, შარშან ეს ქვეყანა იგივე სიტუაციაში ტოპ-ოცეულშიც ვერ მოხვდა“.
"დღეს საქართველოს პოპულარობას განაპირობებს შედარებით დაბალი ფასები და სასტუმროების მუშაობამ all inclusive-ის სისტემით. საქართველოს მიმართულება რუს ტურისტებში აქტიური გახდა 2015 წლის შემდეგ, როცა ევროპაში მოგზაურობის მკვეთრი გაძვირების შემდეგ, მის ალტერნატივად საქართველო იქნა მიჩნეული“, - ნათქვამია სტატიაში.

















