logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Deutsche Welle» (გერმანია): არცერთი ქვეყანა ისე არ გრძნობს თავს ბედის ანაბარად მიტოვებულად, როგორც საქართველო
«Deutsche Welle» (გერმანია): არცერთი ქვეყანა ისე არ გრძნობს თავს ბედის ანაბარად მიტოვებულად, როგორც საქართველო
13:03 29.08.2018
„სამხრეთ კავკასიელ მეზობლებს ერთმანეთთან რთული ურთიერთობა აქვთ. ეს ფაქტი ევროპისთვის პრობლემაა, რუსეთისთვის კი - გავლენის განხორციელების შანსი. ანგელა მერკელმა სამი დღე გაატარა რუსეთის „წინა ეზოში“, რომელიც მოსკოვის ინტერესების ობიექტად ითვლება და იქ მდებარე სამივე სახელმწიფო - საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი - დაარწმუნა, რომ ევროპა მათზე ფიქრობს და ზრუნავს. რა თქმა უნდა, ამაში უპირველესად რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა იგულისხმება, რასაც სამივე ქვეყანა იზიარებს“-ასე იწყება გავლენიანი გერმანული «Deutsche Welle»-ს მიერ მიქაელა კიუფნერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის მცირედ შემოკლებულ ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

სამხრეთ კავკასიაში, გეოსტრაგიული თვალსაზრისით, არცერთი ქვეყანა ისე არ გრძნობს თავს ბედის ანაბარად მიტოვებულად და დავიწყებულად, როგორც საქართველო. სტუდენტებთან საუბრის დროს თბილისში ახალგაზრდებს მოთმინებამ უღალატა და გერმანიის კანცლერს პირდაპირ ჰკითხეს - როდის მიიღებთ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს სრულუფლებიან წევრადო. ბოლოს და ბოლოს, თბილისმა ხომ ყველა „დავალება შეასრულა“ როგორც ეკონომიკის სფეროში, ასევე კორუფციასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში ნატოს წევრების მხარდამხარ იბრძვიან. სტუდენტებმა ანგელა მერკელს „თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ მისგან ბევრის მოლოდინი აქვთ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისათვის კი ყველაფერი გასაგებია. მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი ის, რაც ანგელა მერკელმა ჯერ კიდევ ვიზიტის დასაწყისშივე განაცხადა: ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადების, აგრეთვე ლიბერალური სავიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ საქართველოს უახლოეს ხანში ნატოში გაწევრიანების იმედი არ უნდა ჰქონდეს. ალიანსში მიღების ნაცვლად გერმანია საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობას გააღრმავებს და მას ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება. აშკარაა, რომ ისეთ „სანიმუშო მოსწავლესთვისაც“ კი, როგორიც საქართველოა, დასავლეთის მხრიდან გაწეულ მხარდაჭერას უხილავი საზღვარი მაინც აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სტუდენტმა გერმანიის კანცლერს უსაყვედურა - რატომ არ ამბობთ სიტყვა „ოკუპაციას“, როცა ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულიაო, იმ ფაქტის გამო, რომ ანგელა მერკელმა „სამხრეთ ოსეთთან“ არსებული სრულიად რეალური დე-ფაქტო საზღვარი მოინახულა, საქართველო ამისთვისაც მადლობელი დარჩა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა