logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Bild» (გერმანია): საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, თუმცა აშშ-ს რეგიონში ჯარების მასობრივი გადასროლა შეუძლია
«Bild» (გერმანია): საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, თუმცა აშშ-ს რეგიონში ჯარების მასობრივი გადასროლა შეუძლია
11:22 25.08.2018
"ანგელა მერკელი ბინოკლით მიზანმიმართულად იყურება - ცოტათი წელში მოხრილია, რომ მოპირდაპირე მხარე უკეთ დაინახოს. ყველაფერი მშვიდად გამოიყურება - მთები, ტყეები... მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით: აქ, თბილისიდან 50 კილომეტრზე, პატარა სოფელ ოძისთან, სადაც საქართველოს განდგომილ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან გამმიჯნავი სადემარკაციო ხაზი გადის, ომმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს და მასში მთელი კონტინენტები ჩაითრიოს. ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტს ასი წლის ისტორია აქვს"-ასე იწყება გერმანული გამოცემის, «Bild»-ის მიერ რალფ შულერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლიც მცირედ შემოკლებულ, ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს აჩვენა, რომ მართალია ისინი დამოუკიდებელნი გახდნენ, მაგრამ მაინც მოსკოვის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. რუსეთს ასეთი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან... თითქმის ყველგან ერთიდაიგივე სურათია: სეპარატისტები რუსეთს დახმარებას სთხოვენ და რუსეთიც ეხმარება: სამხრეთ ოსეთში დღეს რუსეთის სამხედრო ბაზაა, სადაც 4500 ჯარისკაცი მსახურობს.

სანამ ანგელა მერკელი ათასჯერადი გადიდების მქონე ბინოკლით რუსულ სამხედრო ბაზას უყურებს, ჟენევაში სამხრეთ ოსეთისა და კიდევ ერთი განდგომილის - აფხაზეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. მათი „დამოუკიდებლობა“ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. ორივე „რესპუბლიკა“ ცდილობს საზღვრები დააფიქსიროს. ქართული მხარე ამ პროცესს მიუღებლად თვლის. არის ე.წ. სადაო ადგილები, რომელთა კუთვნილება გადაწყვეტილი არ არის. ხდება ინციდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. სადემარკაციო-ადმინისტრაციულ ხაზს ქართული მხრიდან ევროკავშირის 220-წევრიანი სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს. ქართული და რუსული მხარეების შტაბ-ბინებს შორის „ცხელი ხაზით“ კავშირი წითელი ტელეფონის მეშვეობით ხდება.

ანგელა მერკელს ჯავშნიანი ავტომობილიდან მისიის ყველგანმავალში გადაჯდომა მოუწია, რათა მოპირდაპირე მხარე ქართული ოფიციალური ნომრებით არ გაღიზიანებულიყო. სიფრთხილის წესები დაცულია, თუმცა მაინც არის იმის შიში, რომ სამხრეთ კავკასია შეიძლება დიდი სახელმწიფოეს შორის კონფლიქტის კერა გახდეს. „ჩვენ ყოველთვის ველოდებით სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყებას, როცა ვლადიმერ პუტინს რუსეთის საშინაო პოლიტიკაში სიტუაცია ურთულდება“, - ამბობს ერთ-ერთი ქართველი ექსპერტი.

სამხრეთ ოსეთში, რომელსაც რუსეთთან მხოლოდ როკის გვირაბით აქვს კავშირი, სიტუაცია სულ უფრო უარესდება. საქართველო ოსებს სამედიცინო დახმარებას სთავაზობს, რასაც სადამკვირვებლო მისიის წევრებიც მხარს უჭერენ. რაც შეეხება სამხედრო მიზნებს, საქართველოს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ რუსეთთან კონფლიქტი ისევ დაიწყოს.

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ჯერ-ჯერობით არ განიხილება, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში ჯარების მასობრივი გადასროლა შეუძლია. გერმანიის დელეგაციის ერთ-ერთი წევრის აზრით, საქართველოში, კონფლიქტის ზონაში ერთმანეთს ორი ბირთვული სახელმწიფო - რუსეთი და აშშ უპირისპირდება. არავინ იცის, თუ რომელი როდის რას გადაწყვეტს - შეტევას თუ უკან დახევას. აქ ცივი ომი ჯერ კიდევ გრძელდება.

საქართველო ცდილობს რუსეთთან სიტუაციის გამწვავება არ მოხდეს. ორ მეზობელს შორის ურთიერთობები თანდათან ვითარდება, იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა, ღრმავდება ვაჭრობა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს: თუ თბილისი წყნარად იქნება და მკვეთრ მოძრაობებს არ გააკეთებს, ვლადიმერ პუტინი საქართველოსკენ არ გამოიხედავს.

„საზღვარზე“ კანცლერის ყოფნის დროს რაიმე საეჭვო არაფერი მომხდარა: ირგვლივ ჭრიჭინების „მღერა“ ისმოდა, დელეგაციით მხოლოდ ერთი ძაღლი დაინტერესდა, რომელმაც დაცვას შეხედა და გაერიდა. ბავშვები გზის ორივე მხარეს ავტომობილების კოლონას ხელს უქნევდა. ევროკავშირის დამკვირვებლები კმაყოფილები დარჩნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა