logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რუსული პრესა: რა მოლოდინები აქვთ კავკასიაში ანგელა მერკელის ვიზიტის მიმართ
რუსული პრესა: რა მოლოდინები აქვთ კავკასიაში ანგელა მერკელის ვიზიტის მიმართ
11:32 21.08.2018
რუსული გამოცემა «Независимая газета» გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის კავკასიურ ტურნეს ეხმიანება, რომელიც მიმდინარე კვირაში განხორციელდება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას:

ამ კვირაში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთკავკასიურ ტურნეს იწყებს - იგი საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა. კანცლერი თითოეულ ქვეყანას თითო დღეს უთმობს. ანგელა მერკელი ვოიაჟს თბილისში იწყებს, შემდეგ ერევანს ესტუმრება და კავკასიურ ვიზიტს ბაქოში დაასრულებს. სამხრეთ კავკასიის ყოველ დედაქალაქში ანგელა მერკელის ვიზიტს თავისებურად განმარტავენ და ინტერპრეტირებენ.

ახსოვს ანგელა მერკელს საქართველო?

გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი საქართველოს მეორედ ეწვევა: პირველად ანგელა მერკელი თბილისში 2008 წლის აგვისტოში იყო, რუსეთთან ომის დასრულებისთანავე. რიგი ექპერტების აზრით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან საუბრის შემდეგ ანგელა მერკელი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს ნატოში მიღება არასასურველია. ის, რომ სწორედ გერმანია ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში მიღებას, არავისთვის საიდუმლო არაა. ბერლინი მზადყოფნას გამოხატავს თბილისს ყველა საკითხის მოგვარებაში დაეხმაროს, მაგრამ იმავდროულად კატეგორიულად არ სურს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება საქართველოს ხარჯზე. მიზეზები ცნობილია: თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობები მოუგვარებელია და პლუს ამას - ტერიტორიული პრობლემებიც სახეზეა.

გარდა ამისა, გერმანია-საქართველოს ურთიერთობას ჩრდილს აყენებს არალეგალური მიგრაციის პრობლემაც. გერმანიაში ჩასული საქართველოს მოქალაქენი ცდილობენ ათასგვარი ხრიკებით ლტოლვილის სტატუსი და თავშესაფარი მიიღონ, იმავდროულად კი ადგილობრივ კანონმდებლობას არღვევენ. გერმანული მხარე იმდენად შეშფოთდა ასეთი სიტუაციით, რომ განაცხადა - შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს, სანამ საქართველო საკუთარი მოქალაქეების მოქმედებას არ აღკვეთსო. ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიაში თბილისიდან რამდენიმე დელეგაცია ჩავიდა, მხარეებმა სიტუაციის გაუმჯობესების გზები დასახეს და მდგომარეობაც თანდათან უკეთესდება, თუმცა პრობლემა საბოლოოდ ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ არის.

თავის მხრივ, თბილისი შეშფოთებულია იმით, რომ ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის ორი დღის წინ გამართული სამსაათიანი მოლაპარაკების დროს საქართველოს თემა არ გაჟღერებულა. ქართული ოპოზიცია ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ხელისუფლება საგარეოპოლიტიკურ კურსს ჯეროვნად ატარებს, ამიტომაც საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიდან ამოვარდა და, ადრინდელი პერიოდისაგან განსხვავებით, დღეს დასავლეთისთვის საინტერესო აღარ არის. თავის მხრივ, სახელისუფლებო ექსპერტები ამბობენ, რომ ჯერ-ჯერობით მერკელ-პუტინის მიერ განხილული ყველა საკითხი ცნობილი არაა - ასეთი მძიმეწონიანი ლიდერები შეხვედრის დეტალებს უცებ არ ამხელენ ხოლმე - და ის, რომ გერმანიის კანცლერი თბილისს ეწვევა, სწორედ საქართველოს მიმართ ბერლინის ინტერესის დადასტურებაა უმაღლეს დონეზე.

ევროპელი ლიდერის პირველი ვიზიტი სომხეთის ახალ პრემიერთან

ერევანში გერმანიის კანცლერის ვიზტის დღის წესრიგზე არაფერს ამბობენ. ალბათ, იმიტომ, რომ ეს ვიზიტი ჯერ კიდევ ექს-პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა შეათანხმა. ყველა შემთხვევაში, ანგელა მერკელის ჩასვლას სომხეთში, თანაც ამასწინანდელი „ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ნიკოლ ფაშინიანი ანგელა მერკელს ჯერ კიდევ ბრიუსელში შეხვდა, ივლისში, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად. იმ დროს სომხეთის პრემიერმა ევროპელ პოლიტიკოსები საკმაოდ მკვეთრი გამონათქვამით გააკვირვა, როცა განაცხადა - სანამ სომხეთზე რამეს იტყვით, დაფიქრდითო, ანუ თქვენი მოთხოვნა-პრეტენზიები იმ დახმარების შესაბამისი უნდა იყოს, რასაც სომხეთს უწევთო. მოგვიანებით ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, რომ იგი ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა, დემოკრატიის ერთგულია, მაგრამ ევროპელეთა წინაშე მთხოვნელ-მხვეწნელის როლში არ დადგება. ალბათ, ანგელა მერკელი 24 აგვისტოს, ერევანში ყოფნის დროს, ამ ფონს გაითვალისწინებს.

აზერბაიჯანი - ევროპის სტრატეგიული პარტნიორი

ბაქოში ანგელა მერკელის ვიზიტის კომენტირებისას, ექსპერტები ამბობენ, რომ გერმანიის კანცლერის ჩასვლა აზერბაიჯანში უპირველესად ენერგეტიკას უკავშირდება: „რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ გერმანიას ალტერნატიული მიმწოდებელი - ანუ აზერბაიჯანის ენერგოშემცველებიც ჭირდება. ყველა შემთხვევაში, ანგელა მერკელის ვიზიტი ბაქოში, 25 აგვისტოს, მთელი რეგიონისთვის იმის მანიშნებელი იქნება, რომ სამხრეთ კავკასიაში გერმანიისთვის სწორედ აზერბაიჯანი ითვლება სტრატეგიულ როლის შემსრულებელ პარტნიორად“, - ამბობს დიონის ჩენუშა, ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტი, რომლის ვარაუდით, გერმანიის კანცლერი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრისას, ალბათ, მთიანი ყარაბაღის საკითხსაც შეეხება, მაგრამ ბაქოს ამ მხრივ დიდი იმედები არ უნდა ჰქონდეს. „საერთოდ კი, იმ დროს, როცა თურქეთი რუსეთს უახლოვდება, ირანი კი ამერიკას ეჯახება, გერმანიისთვის აზერბაიჯანთან დიალოგის გააქტიურება მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს“, - ასკვნის ექსპერტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა