logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Iran Front Page» (ირანი): რატომ ექცევიან უპატივცემლოდ ირანელ ქალებს თბილისის აეროპორტში?
«Iran Front Page» (ირანი): რატომ ექცევიან უპატივცემლოდ ირანელ ქალებს თბილისის აეროპორტში?
11:24 18.08.2018
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანის, ბაჰრამ კასემმის განცხადებით, ირანმა მკაცრი პროტესტი განუცხადა საქართველოს იმ პრობლემების გამო, რომლებსაც ირანის მოქალაქეები - ავიამგზავრები აწყდებიან თბილისის აეროპორტში.

ბაჰრამ კასემის განცხადება უკავშირდება მასმედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმად, თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სათანადო პატივისცემა არ იყო გამოხატული ისპაანიდან ჩამოფრენილი რამდენიმე ირანელი მგზავრის მიმართ, ისლამურ თავსაბურავთან დაკავშირებით.

„მას შემდეგ, რაც ეს ფაქტები ისპაანში ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლობისთვისაც გახდა ცნობილი და რომლებიც თბილისში ირანის ელჩმაც დაადასტურა, ავიარეისის მგზავრების ჩათვლით, ირანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცე პროტესტი განუცხადა თბილისის აეროპორტის უსართხოების სამსახურის (პოლიციის) მოქმედებასთან დაკავშირებით“, - თქვა ბაჰრამ კასემმა.

პრეს-მდივნის თქმით, ამ საკითხს მუდმივად აქცევს ყურადღებას როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობა ისპაანში, ისე თბილისში არსებული ირანის საელჩოც:

„ერთ-ერთი მიღებული ზომა ამ საკითხის ირგვლივ არის ის, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო საკითხების გენერალური დეპარტამენტმა თავისი უკმაყოფილება აცნობა თეირანში არსებულ საქართველოს საელჩოს და ელჩს სიტუაციის განმარტება მოსთხოვა“, - აღნიშნა ბაჰრამ კასემმა, - „გარდა ამისა, საქართველოს შესაბამის სამსახურებს ეთხოვათ გამოიძიონ ეს ფაქტი და სამომავლოდ არ დაუშვან მსგავსი ინციდენტის გამეორება ირანელი ქალების მიმართ“.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირანი საქართველოს აკრიტიკებს თბილისის აეროპორტში ირანელი ქალებისადმი მკაცრი მოპყრობის გამო. გასულ წელს ერთ-ერთი ირანელი ქალი შემოწმებისას იძულებული გახდა ჰიჯაბი მოეხსნა, რადგან მას ეს ქართული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს. 2017 წლის აპრილში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა საქართველოს ხელისუფლებას ირანელი ტურისტებისადმი პატივისცემით მოპყრობისაკენ მოუწოდა:

„საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ზრდისათვის აუცილებელია, რომ ირანელი ტურისტების, კერძოდ კი ირანელი ქალებისადმი სათანადო პატივისცემა იქნას გამოხატული“, - განაცხადა ირანელმა მინისტრმა ქართველ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას. გიორგი კვირიკაშვილს გაუკვირდა და თქვა, რომ ინციდენტი გამოძიებული იქნება: „ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ მუსლიმან ქალებს საქართველოში ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს“, - აღნიშნა პრემიერმა.
-----------
იგივე ინფორმაცია გავრცელდა ირანის სხვა საინფორმაციო საშუალებების მიერაც, მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს მიერ სათაურით „ირანი პროტესტს უცხადებს საქართველოს მუსლიმანი მგზავრების მიმართ ცუდი დამოკიდებულების გამო“ (წყარო: http://www.irna.ir/en/News/83003576).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა