რუსული გამოცემის, «КомменрсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პირველად 12 წლის
განმავლობაში, რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი გახდა.
2018 წლის შვიდ თვეში საქართველოს რუსეთის 890 ათასი მოქალაქე ეწვია.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, 2018 წლის ივლისში რუსი ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,8%-ით გაიზარდა და 247,2 ათასს მიაღწია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ბოლო 12 წლის განმავლობაში, ანუ რუსები პირველ ადგილზე გავიდნენ საქართველოში სტუმრობის სფეროში. რუსეთის შემდეგ მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს.
„საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობა უკვე თვით რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს. ტურიზმით მიღებული შემოსავლებმა 2017 წელს ორ მილიარდ დოლარს მიაღწია და ეს იმ დროს, როცა რესპუბლიკის 2018 წლის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 3,9 მილიარდი დოლარია“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ყველაზე ხშირად უცხოელი ტურისტები თბილისს და აჭარას სტუმრობენ (შესაბამისად - 3,1 მილიონი და 1,9 მილიონი ვიზიტი).

















