გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ
სახელმწიფო მდივცანს, კონდოლიზა რაისს პასუხობს.
დიტერ ბოდენის ავტორობით გამოქვეყნებულ წერილს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
გამოცემა, «The Washington Post»-ის მიერ 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ნუ იტყვით, რომ ამერიკა არ მოქმედებდა“ კონდოლიზა რაისი ამტკიცებს, რომ მან პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კერძო საუბარში გააფრთხილა - საქართველოში რუსეთი თუ შემოიჭრება, ნატოს სამხედრო დახმარების იმედი ნუ ექნებოდა. მაგრამ [სინამდვილეში], როცა კონდოლიზა რაისი 2008 წლის 10 ივლისს მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა, მან ასე განაცხადა: „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით ჩვენი მეგობრებისათვის“.
მოგვიანებით ეს გამონათქვამი ოფიციალურ დონეზე ინტერპრეტირებული იქნა როგორც პოზიცია საქართველოს ამბიციების მხარდაჭერად, ნატოში გაწევრიანების მიზნით, თუმცა, როგორც ცნობილია, ალიანსის წევრებს შორის განხილვის მომენტში ეს საკითხი სადაო იყო. ორაზროვნებისათვის ამ შემთხვევაში საფუძველი არ არსებობს, რადგან იმ დროს, როცა ქართულ-ოსურ ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობა მატულობდა, ბევრმა ეს განცხადება, კერძოდ ქართველებმა, შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებად მიიჩნიეს, რომ ვაშინგტონი მათ სამხედრო დახმარებას გაუწევდა.
აგვისტოს ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემუშავებაში საკუთარ როლზე საუბრისას კონდოლიზა რაისმა აღნიშნა, რომ იგი „მნიშვნელოვანი ცვლილების ინიციატორი იყო, კერძოდ, გეგოგრაფიული საზღვრების საკითხში - დადგინდა მიჯნები, სადაც შეიძლებოდა რუსეთის ჯარები ყოფილიყვნენ ისე, რომ საქართველოს დედაქალაქს საფრთხე არ შექმნოდა“. სინამდვილეში კი, როგორც აღმოჩნდა, შეთანხმების მიხედვით, ახალგორის რაიონი, რომელიც თბილისიდან 31 მილის დაშორებით მდებარეობს და რომლის მოსახლეობა თითქმის 100%-ით ქართულია, ოსებს ხელში ჩაუვარდათ, ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა. იქიდან საფრთხე თბილისს ჩვეულებრივი შორსმსროლელი არტილერიითაც კი შეიძლება დაემუქროს.
დიტერ ბოდენი, გადამდგარი დიპლომატი,
გაეროს გენმდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში.
პოტსდამი, გერმანია

















