logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The New York Times» (აშშ): რუსეთი და ოთხი ქვეყანა კასპიის ზღვის შესახებ მრავალწლიან დავას აგვარებენ
«The New York Times» (აშშ): რუსეთი და ოთხი ქვეყანა კასპიის ზღვის შესახებ მრავალწლიან დავას აგვარებენ
11:31 13.08.2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The New York Times»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება 12 აგვისტოს, ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გამართული კასპიისპირა ხუთი სახელმწიფოს პრეზიდენტების სამიტის შედეგს - ხელმოწერას კონვენციაზე კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ენდრიუ კრამერის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კასპიისპირა ქვეყნებმა კონვენციაზე ხელმოწერას გარკვეული კომპრომისების შედეგად მიაღწიეს. მოცემულია აგრეთვე „კომპრომისული“ კონვენციის ძირითადი დებულებები, განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ არცერთ სხვა ქვეყანას უფლება არ აქვს კასპიის ზღვაში თავისი სამხედრო ხომალდები ჰქონდეს, აგრეთვე ის, რომ კასპიის ფსკერზე შეიძლება მილსადენების ჩადება, რომელიც კონვენციის მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან დააკაშირებს.

რაც შეეხება სამხედრო საკითხს, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი არასოდეს არ იტყვის უარს კასპიის ზღვის მილიტარიზაციაზე. ავტორი იხსენებს რუსეთის კასპიის ზღვის სამხედრო ფლოტილიის ხომალდების მოქმედებას სირიის კონფლიქტის დროს, როცა ფრთოსანი რაკეტები იქნა გაშვებული. გარდა ამისა, მოსკოვი წლების განმავლობაში წინააღმდეგი იყო, რომ ცენტრალური აზიის ენერგორესურსების ექსპორტი კასპიის ზღვის მეშვეობით მომხდარიყო. რასაკვირველია, რუსეთს ამით სურდა მონოპოლია შეენარჩუნებინა და ცენტრალური აზიის გაზის ექსპორტი საბჭოთა კავშირის დროინდელი მილსადენებით განხორციელებულიყო, მისი ტერიტორიის ტრანზიტით.

ირანის პოზიციასთან დაკავშირებით სტატიაში აღნიშნულია, რომ ადრე კასპიის ზღვა მხოლოდ ირანისა და საბჭოთა კავშირის შორის იყო გადაწყვეტილი, 1991 წლის შემდეგ კი, როცა საბჭოთა კავშირი გაქრა და მის ნაცვლად კასპიის ირგვლივ უკვე ოთხი სახელმწიფო გაჩნდა, თეირანს უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდა, განსაკუთრებით კასპიის ზღვის ფსკერის რესურსების გამოყენების საკითხში. სწორედ ამიტომ სამიტის დროს ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ზღვის ფსკერის გაყოფის საკითხი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გარკვეული და ამისათვის აუცილებელია დამატებითი შეთანხმების შემუშავება.

ბილ კლინტონის ადმინისტრაციიდან დაწყებული, ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობდა, რომ კასპიის ზღვის მეშვეობით ენერგოშემცველების ტრანზიტი და ვაჭრობა განვითარებულიყო, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიის გავლით, რომელიც „სამხრეთის დერეფნის“ სახელითაა ცნობილი. ვაშინგტონის დიპლომატიურმა სტრატეგიამ ამერიკული ნავთობკომპანიები კასპიის აუზში ენერგოშეთანხმებების დადებამდე მიიყვანა.

ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის მცდელობა, რომ პოლიტიკა სამხედრო სიბრტყეზე გადაეტანა - სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის გაფართოებით და მასში საქართველოს გაწევრიანების გზით, საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ფონი გახდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს სერიოზული განზრახვა აქვს რეგიონი გააკონტროლოს.

რატომ წავიდა კომპრომისზე რუსეთი, რომელიც თითქმის სამი ათეული წელი არ თანხმდებოდა კასპიის ზღვის საბოლოო სტატუსს?

როგორც ალექსანდრე რონდელის სახელობის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი შოთა უტიაშვილი ამბობს, მოსკოვმა ამ კონვენციაზე ხელი დასავლეთის ზეწოლითა და სანქციების გამო კი არ მოაწერა, არამედ ჩინეთის მზარდ სავაჭრო კონკურენციასთან დაკავშირებით, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის ჩარჩოებში. პეკინი დღეს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს კასპიის ზღვისა და ირანის მიმართულებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა