logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«New Europe» (ბელგია): რა კავშირშია ერთმანეთთან რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი
«New Europe» (ბელგია): რა კავშირშია ერთმანეთთან რუსეთ-საქართველოს ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი
10:58 13.08.2018
ბელგიური გამოცემა «New Europe», აქვეყნებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის, ადამ ტუზის სტატიას, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომსა და მის გლობალურ შედეგებს შეეხება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

ზუსტად ათი წლის წინათ, რუსეთის ტანკები, მარვალსაათიანი მარშ-ნახტომის შემდეგ, თბილისის ახლოს შეჩერდნენ. კავკასიაში მომხდარი ხანმოკლე ომი მოასწავებდა დასავლეთის ჰეგემონიის დასასრულს რეგიონში, რომელიც „ცივი ომის“ შემდეგ თითქმის 20 წელი გრძელდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის მხარდაჭერით იმედმოცემულმა საქართველომ ნატოში გასაწევრიანებლად მოლაპარაკება დაიწყო, რამაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აიძულა ის „წითელი ხაზი“ დაეცვა, რომელიც მან ერთი წლით ადრე გაავლო: როგორც მან 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას აგრესიის აქტად ჩათვლიდა.

2008 წლის აგვისტოში ევროპელი დიპლომატები აგრესიის შეჩერებას ცდილობდნენ, მაგრამ [საქართველოში სიტუაციის გართულებას] უკვე რამდენიმე კვირის შემდეგ მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყება დაემთხვა. ვაშინგტონში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში და მოსკოვში ყველაზე მთავარ საზრუნავ პრობლემად სამხედრო ესკალაციის შესუსტება კი არა, არამედ ბანკების გაკოტრების თავიდან აცილება გახდა. ერთი შეხედვით საქართველოში მომხდარი ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენებს არ ჰგავს, მაგრამ ეს ერთი შეხედვით: ჩვენ ყურადღებით უნდა განვიხილოთ და არ უნდა მოვახდინოთ იმ ღრმა ფაქტორების იგნორირება, რომლებმაც ეს კონფრონტაცია გამოიწვია.

დასავლეთის მიერ პოსტკომუნისტური ევროპის შთანთქმა მხოლოდ ხავერდოვანი რევოლუციებით არ ამოიწურებოდა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება ასობით მილიარდიან ინვესტიციებთანაც იყო დაკავშირებული. მათ კრედიტებს ის ბანკები აძლევდნენ, რომლებსაც თავიანთი წვლილი ჰქონდათ შეტანილი ბუმის შექმნაში აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე დიდი ბრიტანეთში, ირლანდიასა და ესპანეთში. ყველაზე ესტრემალური ინფლაცია უძრავი ქონების ბაზრებზე 2005-2007 წლების პერიოდში ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე გამოიკვეთა - ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში.

რუსეთის მხრიდან აგრესიის თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების გარანტიის მიღებასთან ერთად, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს აყვავებაც სწყუროდათ. 2000-იანი წლების დასაწყისისათვის ექს-საბჭოთა რესპუბლიკები საქართველო და უკრაინა, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირთან ახლოს არ მიუშვეს, შიშობდნენ, რომ უკან დარჩებოდნენ და წინ წასულებთან „დაწევას“ ცდილობდნენ. სწორედ ეს იყო 2003-2004 წლებში მომხდარი ე.წ. ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც განმტკიცებული იყო რწმენით -ეკონომიკური ზრდა, დემოკრატია და პროდასავლური ორიენტაცია ერთად, „ხელი-ხელ ჩაკიდებულნი“ არიან. მაგრამ ვალებით დაფინანსებული იმ გლობალური ბუმიდან მოგებას მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტები არ იღებდნენ. ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ძალაც ძირითადად გლობალიზაციის ნაყოფი იყო, კონკრეტულად კი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კოლოსალური ზრდა. 2008 წელს ისე ჩანდა, რომ ენერგოგინატი „გაზპრომი“, რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებდა, მსოფლიოში გაზის უპრეცედენტო მოხმარების გამო (უპირველესად - ჩინეთში), სულ მალე მსოფლიოში უდიდეს კორპორაციად გადაიქცეოდა.

2008 წელს მაღალი წნევის ეს ორი ფრონტი, გლობალური კაპიტალიზმის წყალობით ჩამოყალიბებული, ევრაზიაში ერთმანეთის შესახვედრას სწრაფად მიდიოდნენ: დასავლურმა ინვესტიციებმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სტიმული მისცა ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც ენერგია ჭირდებოდა. ამან, თავის მხრივ, ხელი შეუწყო რუსეთის გეოპოლიტიკურ აღორძინებას, რომელიც ენერგორესურსებით მდიდარია.

(...)

2008 წლის აგვისტო-სექტემბერის მოვლენები (ომი და ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი) ორი მტკივნეული და უკიდურესად საგანგაშო „გაკვეთილი“ იყო: პირველი - კაპიტალიზმის დროსაც ხდება ხოლმე კატასტროფები; მეორე - გლობალური ეკონომიკური ზრდა სრულიადაც არ ამტკიცებს ერთპოლარულ მსოფლიო წესრიგს, არამედ ბადებს მრავალპოლარულობას, რაც თავის მხრივ, კონფლიქტების რეცეპტს წარმოადგენს.

გავიდა ათი წელი, მაგრამ დასავლეთი ძნელად ეგუება ამ ორ დასკვნას. დღეს ყურადღება აზიისკენაა მიმართული, ჩინეთის გაძლიერებისაკენ... ვლადიმერ პუტინის რუსეთი კი ისევ სპოილერად რჩება. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ქართული კრიზისი, როცა პირველად გამოჩნდა აშკარად, თუ რამდენას სახიფათო შეიძლება გახდეს ახალი გლობალური ეკონომიკური სისტემა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა