logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„day.kyiv“(უკრაინა): „ხუთდღიანი ომი“ საქართველოში-ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის რეპეტიცია?
„day.kyiv“(უკრაინა): „ხუთდღიანი ომი“ საქართველოში-ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის რეპეტიცია?
18:48 12.08.2018
უკრაინული გამოცემის, «День»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს არმიის მარცხის მიზეზები 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის დროს. გარდა ამისა, ქართველი სამხედროების მოქმედება შედარებული უკრაინის არმიის მოქმედებასთან დონბასში და ყირიმში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს სამხედრო ექსპერტის, ბორის სოკოლოვის ავტორობით გამოქვეყნმებული სტატიიდან:

„რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომიდან, რომელიც რუსულ ისტორიოგრაფიაში ამაყადაა მონათლული „ხუთდღიანი ომის“ სახელით (ისრაელ-არაბების 1967 წლის „ექვსდღიანი ომის“ ანალოგიურად), ათი წელი გავიდა, თუმცა რაიმე სენსაციური აღმოჩენები არ მოუტანია. თითქმის ყველა მოვლენა იმავე წელსვე ცნობილი გახდა. „ხუთდღიანი“ და „ექვსდღიანი ომების“ მსგავსება მხოლოდ იმაშია, რომ ორივე შემთხვევაში მხარეებმა ერთმანეთს პრევენციული დარტყმები მიაყენეს: ისრაელმა - ეგვიპტეს, იორდანიას და სირიას, დაამარცხა ისინი და ხელთ იგდო მნიშვნელოვანი ტერიტორიები.

მიხეილ სააკაშვილმაც მიაყენა პრევენციული დარტყმა და მოკლე დროით ხელთ იგდო ცხინვალი და ამით შეეცადა ხელი შეეშალა რუსეთის არმიისათვის, რომელსაც ალბათ, თბილისში დესანტის გადასხმა, პრეზიდენტის დამხობა და მისი შეცვლა სურდა რომელიმე პრორუსული მმართველით.

საქართველოს პრეზიდენტი აცნობიერებდა, რომ იგი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ გადაწყვიტა ავანტიურაზე წასულიყო ცხინვალის ხელში ჩაგდების მიზნით. არავინ იცის, მას ამერიკის იმედი ჰქონდა, ან ეგონა, რომ რუსეთის ჩარევა მაინც მოხდებოდა და ცხინვალის გაკონტროლებით თავის სკამის შენარჩუნებას გააგრძელებდა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციამდე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ომი მიხეილ სააკაშვილისათვის მეტ-ნაკლებად „ნორმალურად“ დასრულდა (საქართველოს მასშტაბით დიდი ტერიტორიები დაკარგა, მაგრამ პოსტი მაინც შეინარჩუნა!), მაინც ფაქტია, რომ მან, უმაღლესმა მთვარსარდალმა, ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობა გადაჭარბებულად შეაფასა.

რას წარმოადგენდა იმ დროს ქართული არმია? რუსეთის შეიარაღებული ძალებისაგან განსხვავებით, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები პროფესიონალები იყვნენ, ანუ ქართული არმია საკონტრაქტო სისტემაზე იყო გადასული და მათ მომზადებაში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებიც მონაწილეობდნენ. მაგრამ ტაქტიკურ-ოპერატიული ამოცანების შესრულების თვალსაზრისით, ქართული არმია ე.წ. „ფეთქებად ნაზავს“ წარმოადგენდა ძველი საბჭოთა შტამპებისა და თანამედროვე დასავლური სამხედრო დოქტრინების (უკონტაქტო ბრძოლების განხორციელების საქმეში) ერთმანეთთან „შერწყმით“, მაგრამ დასავლური სტანდარტებით ბრძოლისათვის საქართველოს არც შესაბამისი სამხედრო აღჭურვილობა არ ჰქონდა, არც საბრძოლო ტექნიკა, კერძოდ, რადიოელეტქრონული ბრძოლის საშუალებების მხრივ რუსეთს სრული უპირატესობა ჰქონდა, გაბატონებული იყო ჰაერში და აბსოლუტური უპირატესობა გააჩნდა ჯავშანტექნიკაში. გარდა ამისა, ქართულ არმიას არ ჰქონდა წრთვნების დიდი გამოცდილება (სამხედრო სწავლებები ძირითადად ბატალიონის დონეზე ტარდებოდა) და პრაქტიკულად არ მზადდებოდა თავდაცვითი ბრძოლებისათვის, მხოლოდ შეტევისათვის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასათავისუფლებლად. ამიტომაც ასეთი არმიის მართვა და მოქმედების კოორდინაცია, როცა რიცხობრივად ჭარბი მოწინააღმდეგე უკან დახევას გაიძულებს, საკმაოდ რთულია.

საქართველო მიუერთდა ქვეითთასაწინააღმდეგო ნაღმების განადგურების კონვენციას და შესაბამისად, ქართულ არმიას ასეთი ნაღმები არ ჰქონდა, ვერ მოხერხდა რუსეთის ჯარების მოძრაობის გზების დანაღმვა. მოკლედ, ქართული საჯარისო შენაერთების უკიდურესად წარუმატებელი მოქმედება სრულიად მოსალოდნელი იყო. ამასთან, საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩეოდა ქართული „სპეცნაზის“ ოპერაციები, რომლებიც მცირე ჯგუფების სახით მოქმედებდნენ: მათ შეტაკების დროს 58-ე არმიის სარდალიც კი დაჭრეს. მაგრამ ქართველთა წარმატებები ამით დასრულდა“-ნათქვამია სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა