ევროკავშირის მაუწყებლობა «EuroNews»-მა საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის
მიმდებარე ზონებიდან რეპორტაჟი მოამზადა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სერგეი შერბაკოვის ავტოტრობით მომზადებული სიუჟეტის რეზიუმეს:
ათი წლის წინათ საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა იფეთქა. ექვსდღიან კონფლიქტში ასობით ადამიანი დაიღუპა, ათობით ათასი კი იძულებული გახდა საბრძოლო მოქმედების ზონიდან გაქცეულიყო. ამ ხალხის ცხოვრება პრაქტიკულად მომენტალურად შეიცვალა: გუშინდელი მეზობლები „საზღვარზე“ გაბმული მავთულხლართების მეშვეობით სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.
ათი წელი გავიდა ომიდან, მაგრამ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა დაბრუნების საკითხი ისევ არაა გადაწყვეტილი. მაგალითად, სოფელ წეროვანში, სადაც სამხედრო მოქმედების ზონიდან გამოქცეული ქართველებისთვის ომის შემდეგ სპეციალური დასახლება გაშენდა, დღემდე 2000 ოჯახი ცხოვრობს.
„მე ძალიან მინდა ოსებმა და ქართველებმა ისევ ისე იცხოვრონ, როგორც ადრე - კონფლიქტისა და ომის დაწყებამდე ცხოვრობდნენ. სამხრეთ ოსეთში ჩემი ბევრი ნათესავი და ახლობელი ცხოვრობს“, - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები გენადი ზარიძე.
საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მან არაერთხელ სთხოვა დასავლელ პარტნიორებს ზეწოლა მოეხდინათ კრემლზე, რათა ომის შედეგად დაკარგული ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებულიყო, მაგრამ, დამკვირვებლების აზრით, ამის იმედი ძალიან მცირეა
რუსეთ-საქართველოს ომმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ღრმა ჭრილობები დატოვა. თანაც საომარი მოქმედებების დაწყების 10 წლისთავამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ახალი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლიაო.
საქართველო ნატოსთან 1990-იანი წლების ბოლოდან თანამშრომლობს. 2002 წელს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჩრდილოატალნტიკური ალიანსის პრაღის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს. თბილისის საგარეოპოლიტიკური კურსი მომდევნო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაადასტურა.
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ შექმნილმა ქვეყნის ახალმა მთავრობამ ნატოსთან ინტეგრაციის კურის გააგრძელა, თუმცა ასევე მთავარ ამოცანად დაისახა რუსეთთანაც ურთიერთობის მოგვარების ეტაპობრივი მოგვარება, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ზიანის მიყენების გარეშე“.
2015-2016 წლებში თბილისს ნატოს გენ მდივანი იენს სტოლტემნერგი სტუმრობდა. იგი ქვეყნის ხელმძღვანელობას არწმუნებდა, რომ „საქართველო ნატოს წევრი გახდებაო“, მაგრამ იქვე ხაზს უსვამდა - „ზუსტი ვადების დასახელება არ შემიძლიაო“.

















