რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის თავიდან
აცილება საქართველოს შეეძლო, რადგან „ომის აუცილებლობა არ არსებობდა".
ეს განცხადება მედვედევმა რადიო "კომერსანტ FM"-თან ინტერვიუში გააკეთა.
მანვე, საქართველოს ნატოში შესაძლო ინტეგრაციის შედეგებზეც ისაუბრა.
"საქართველოს ნატოში გაწევრიანებას საშინელი კონფლიქტის გამოწვევა შეუძლია და გაუგებარია, ვის რაში ჭირდება ეს“-განაცხადა მდევედევმა.

















