logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Mannheimer Morgen» (გერმანია): აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები გავლენას თაობებზე ახდენს
«Mannheimer Morgen» (გერმანია): აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები გავლენას თაობებზე ახდენს
22:42 05.08.2018
გერმანული გამოცემის, «Mannheimer Morgen»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია წეროვანის დღევანდელი მდგომარეობა სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. აღწერილია მათი მდგომარეობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როცა მშობლიური ადგილები მიტოვება მოუწიათ. პუბლიკაციაში საუბარია საქართველოს მიერ დაშვებულ შეცდომებზე და კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობებზეც.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ინა ჰარტვიჩის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

„წეროვანში შენობები და ქუჩები ერთმანეთს ჰგავს - სახლები წითელი სახურავებით, ქუჩები - დასახელების გარეშე, მხოლოდ დანომრილი. სხვებთან ერთად აქ ცხოვრობს რაისა ოდიშვილიც, რომელიც წარმოშობით რუსია, ვორონეჟიდან. იგი 1972 წელს ქართველ გიორგი ოდიშვილს გაჰყვა ცოლად და მას შემდეგ ლენინგორში, საქართველოს სსრ-ში დასახლდა, საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რესპუბლიკაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლენინგორი ახალგორი დაერქვა, რაისა ოდიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა, გაზარდა ოთხი შვილი... ასე იყო 2008 წლის აგვისტომდე, როცა ომი დაიწყო - ათი წლის წინათ...

თბილისის მოსკოვისაგან საფრთხეს დიდი ხანია გრძნობდა. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი მხარს უჭერდა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, მათ შორის სამხედრო სფეროშიც. სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. „მიშამ“, როგორც მას დღემდე ეძახიან, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსებს „ვერცხლის ხონჩით“ მიართვა. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, „ასანთის“ მოყვარულმა პრეზიდენტმა ისეთი „ფეირვერკი“ მოაწყო, რომელმაც ქვეყანა ორ ეპოქად გაჰყო: საქართველო 2008 წლამდე“ და „საქართველო 2008 წლის შემდეგ“.

წეროვანის დასახლებაში არსებულ 2200 სახლში 8 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, თითოეული 60 კვ.მეტრი მიწით. აქ არის სკოლა, საბვშვო ბაღი, ბანკი, მაღაზია, პოლიცია და ადმინისტრაცია. ათი წლის განმავლობაში აქ ხეებიც გაიზარდნენ, ბევრმა ხილი გააშენა და ვაზი ჩაყარა. სოფელში სიტუაცია მშვიდია, მაგრამ წეროვანელებს მშობლიური ადგილებიდან მავთულხლართი - ე.წ. „საზღვარი“ ჰყოფს: ახალგორში წასვლა მხოლოდ სპეციალური საშვით შეიძლება.

საქართველოში ორი სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიდან ყველაზე ღარიბი სამხრეთ ოსეთია, მთელ კავკასიაში. აფხაზური საზოგადოება შედარებით უფრო მოტივირებულია, თუმცა ეკონომიკურად ორივე მაინც რუსეთზე არიან დამოკიდებულნი. რუსეთი ეკონომიკურად საქართველოზე უფრო ძლიერია, მაგრამ საქართველო დემოკრატიის მხრივ, თავის ჩრდილოელ მეზობელზე უფრო მეტადაა განვითარებული. „თუმცა ქართულ დემოკრატიას ვერც ოსები ხედავენ და ვერც აფხაზები, რადგან ქართველებს და აფხაზ-ოსებს შორის ურთიერთობის არხებია დარღვეული“, - ამბობენ ექსპერტები.

მოსკოვი ამ კონფლიქტებს საქართველოს წინააღმდეგ იყენებს ნატოში გაწევრიანების საკითხში. საქართველო დასავლეთისკენ ისწრაფვის, რომელიც, თბილისის აზრით, მისი თავისუფლებისა და სტაბილურობის გარანტია.

„ომით ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია თავის მიზნებს“, - ამბობს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მართლაცდა, რუსეთმა ვერ დაიბრუნა საქართველო თავის ორბიტაზე, თუმცა ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. კრემლის მიერ აღიარებულ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს კი მსოფლიოს სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა დამოუკიდებლად არ ცნობს. „საქართველო თავის შეცდომებს რუსეთის აგრესიულობის ჩრდილში მალავს“, - ეს პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებია.

საქართველომ დიდი ნაპრალი შექმნა განდგომილ რეგიონებთან მიმართებით: „ჩვენ ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობთ ტერიტორიებზე და მაგრამ ძალიან ცოტას - იქ მცხოვრებ ადამიანებზე - აფხაზებზე და ოსებზე“, - ამბობს თედო ჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეოპოლიტიკურ საკითხებში, - ჩვენ, ქართველებმა, დაშვებული შეცდომები უნდა ვაღიაროთ“.

საქართველოს საშუალო ფენის განვითარება ჭირდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა. ამას ბევრი ადამიანი აცნობიერებს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 40%-მდე სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ზოგიერთის აზრით, „საკმარისია აფხაზებს და ოსებს მეტი თავისუფლება მივცეთ და ისინი ჩვენთან დაბრუნდებიანო“. „ეს ჩვენი შორეული და მშვენიერი ოცნებაა“, - ამბობს რაისა ოდიშვილი, წეროვანის წითელსახურავიანი სახლის მცხოვრები“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა