გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «Newsweek»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში
განხილულია საქართველოში ნარკოტიკული საშუალების - მარიხუანას (კანაბისის) მოხმარების ლეგალიზება და მასთან დაკავშირებული მოვლენები.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ჯეისონ ლემონის ავტორობით გამოქვეყმნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ციტირებულია აღნიშნული დოკუმენტი და პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კომენტარი. ავტორი მკითხველს აცნობს საკითხის ისტორიას, თუ როგორ იბრძოდნენ და ცდილობდნენ „გირჩის“ წევრები კანაბისის მოხმარების ლეგალიზებას - პარლამენტიდან დაწყებული საკონსტიტუციო სასამართლოთი დამთავრებული, რომელიც საბოლოო ჯამში „გირჩელთა“ გამარჯვებით დასრულდა.
პუბლიკაციაში ასახულია როგორც ოპოზიციის (რომელიც მიესალმება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას), ასევე მმართველი პარტიის წარმომადგენლების კომენტარები, კერძოდ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკაი ზოიძის ნეგატიური თვალსაზრისი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე.
„ამჟამად საქართველო მიემატა მსოფლიოს იმ ქვეყნების მზარდ რიცხვს, რომლებმაც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება განახორციელეს. ურუგვაი ჯერ კიდევ 2013 წელს მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელმაც კანაბისის წარმოების, ყიდვა-გაყიდვისა და მოხმარების თავისუფლება დააწესა, თუმცა კანონის ზუსტ შესრულებას სახელმწიფო თვალს ადევნებს. მიმდინარე წლის ივნისში კანადის პარლამენტმაც მიიღო დადგენილება რეკრეაციული მარიხუანას შესახებ, რომელიც ძალაში ოქტომბრისთვის უნდა შევიდეს. ასევე სხვა ბევრმა ქვეყანამ შეცვალა კანონმდებლობა მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას მოხმარება აშშ-ში ფედერალურ დონეზე უკანონოდ ითვლება, 9 შტატმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება მისი ლეგალიზების შესახებ, რეკრეაციული თვალსაზრისით, ხოლო 30-მა - სამედიცინო მიზნებით. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ბევრი რესპუბლიკელი და დემოკრატი მარიხუანას ლეგალიზების მომხრეა, ხოლო კანადაში (აშშ-ის ჩრდილოეთით) და მექსიკაში (სამხრეთით) კანაბისი უკვე ლეგალიზებულია, ალბათ, აშშ-შიც მისი ფედერალური დაკანონება მოხდება.
საქართველომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრმა რესპუბლიკამ, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს, მარიხუანით სარგებლობა უკვე დააკანონა, მაგრამ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ნარკოტიკის ლეგალიზებისაკენ მიმართულ გლობალურ ძალისხმევას. კანადის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთმა „საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევა“ უწოდა.

















