logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): რატომ ჩამოდის გერმანიის კანცლერი კავკასიაში
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): რატომ ჩამოდის გერმანიის კანცლერი კავკასიაში
12:28 25.07.2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილ ვიზიტებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში - საქართველოში (23 აგვისტოს), სომხეთში (24 აგვისტოს) და აზერბაიჯანში (25 აგვისტოს).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„ევროპის კავშირის სივრცითი რეფორმირების პრიორიტეტული მიმართულება, მისი განვითარების ახალ ეტაპზე, აღმოსავლეთით გაფართოება გახდა. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ღრმად გაანალიზდეს ევროკავშირის თანამედროვე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ და შეფასდეს ევროკავშირის გაფართოების შედეგი ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ინტერესებისათვის.

კავკასია, რომელიც არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, მხოლოდ ერთი სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირის ერთიან პოლიტიკურ სივრცეში შედიოდა, დღეს სხვადასხვა ქვეყნების გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ურთიერთქმედების არენად იქცა. აზიისა და ევროპის შეპირაპირების ადგილზე მდებარე კავკასია ერთობ მოხერხებულ პლაცდარმს წარმოადგენს როგორც შუა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე შავი და კასპიის ზღვების აუზში შეღწევასა და შემდგომი წინსვლისათვის.

ევროპის ძირითადი სახელმწიფო გერმანიაა, რომელიც ევროკავშირის ლოკომოტივს წარმოადგენს... და რადგანაც ჩვენთან თვით ფრაუ ანგელა მერკელი ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ კავკასიის რეგიონისადმი მრავალი ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესი გაძლიერდება.

თუ ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე წინააღმდეგობრივ პროცესებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია, როგორც ევროკავშირის ყველაზე მთავარი და ეკონომიკურად უძლიერესი სახელმწიფო, სამხრეთ კავკასიაში თავისი გეოპოლიტიკური პარტიის გათამაშებას იწყებს. მით უმეტეს, რომ ევროკავშირის ეგიდით არსებულმა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამამ თავისი შესაძლებლობები უკვე დიდი ხნის წინ ამოწურა. ამიტომაც აუცილებელია აღიარდეს ამ იდეის ჩავარდნა და მასზე უარი ითქვას.

კავკასიასთან მიმართებით ორი გეოპოლიტიკური სტრატეგიის - ევრაზიულისა და ევროატლანტიკურის - ერთდროულად განხორციელება ვერ მოხერხდება, რადგან ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ, ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. აქ, როგორც ჭადრაკში, არ შეიძლება ერთდროულად ითამაშო „თეთრებისთვისაც“ და „შავებისთვისაც“. ამიტომაც სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებს არჩევანის საკმაო თავისუფლება აქვთ.

სრულიად აშკარაა, რომ არცერთი სამხრეთკავკასიური სახელმწიფო არ ფლობს საკმარის გეოპოლიტიკურ პოტენციალს, რომ ახალ პირობებში თავის საკუთარი თამაშის წამოწყების პრეტენზია ჰქონდეს. თამაშის წესები ჩვენგან დამოუკიდებლად უკვე დიდი ხანია დადგენილია. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ბანაკის ამორჩევისა და რომელიმე სტრატეგიაში მონაწილეობის უფლება გვრჩება. სწორედ ამაში გამოიხატება გეოპოლიტიკური თავისუფლება მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოებში," - წერს სტატიის ავტორი რ.ველიევი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა