logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«RFI - Radio France Internationale"(საფრანგეთი): ქართული ტურიზმის სასწაულის საიდუმლო, რომლის წარმატების მიზეზებზე სპეციალისტები დღესაც მსჯელობენ
«RFI - Radio France Internationale"(საფრანგეთი): ქართული ტურიზმის სასწაულის საიდუმლო, რომლის წარმატების მიზეზებზე სპეციალისტები დღესაც მსჯელობენ
10:27 24.07.2018
„უცხოელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში წლითი-წლობით მატულობს. სპეციალისტები მსჯელობენ იმაზე, თუ რის საფუძველზე აღწევს წარმატებებს ეს პატარა ქვეყანა ტურიზმში - ეკონომიკის ერთ-ერთ დელიკატურ სფეროში; ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მსოფლიო დონის საზაფხულო და საზამთრო კურორტები, მაგრამ აქვს ორი მოუგვარებელი კონფლიქტი. ტურიზმი უკვე გადაიქცა საქართველოს მთავარ ინდუსტრიად, რომელზეც ქვეყნის მომავალია დამოკიდებული“, - აღნიშნულია ფრანგული რადიოს ეთერში გადაცემულ სიუჟეტში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს 7 მილიონ 900 ათასი უცხოელი სტუმარი ეწვია, რაც 18%-ით მეტია ვიდრე 2016 წელს. ეს მაშინ, როცა ამ კავკასიური ქვეყნის მოსახლეობა, ბოლო აღწერის მიხედვით, 3 მილიონ 700 ათასია. ანუ ტურისტების რაოდენობამ უკვე ორჯერ და მეტად გადააჭარბა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას.

რასაკვირველია, მსოფლიოში არიან ისეთი პატარა ქვეყნები (ვთქვათ, წყნარ ოკეანეში, ატლანტიკაში), სადაც ყოველწლიურად იმდენ ტურისტს იღებენ, რომელთა რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობას სამჯერ და ოთხჯერ აჭარბებს, მაგრამ საქართველოს პრეცედენტი მაინც გასაკვირია. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ მოუგვარებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიისაგან „გამიჯვნის ხაზი“ მთვარი ავტომაგისტრალიდან, რომელიც თბილისს შავიზღვისპირა და სამთო კურორტებთან - ბათუმთან, ქობულეთთან, ბაკურიანთან აკავშირებს, სულ რაღაც 400 მეტრში გადის.

რასაკვირველია, საქართველოში ჩასული რვა მილიონი უცხოელი სტუმრიდან ყველა არ არის ტურისტი კლასიკური გაგებით - ბევრი მათგანი ქვეყანას სხვადასხვა საქმეების გამო ეწვია, მაგრამ ნამდვილი ტურისტების რაოდენობაც საკმაოდ შთამბეჭდავია - 4 მილიონ 100 ათასი. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს საქართველომ ტურიზმისაგან 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და ეს მაშინ, როცა ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიარდი დოლარისა ფარგლებშია. ტურიზმი უკვე ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 7%-ს. სწორედ ამ შემოსავლების წყალობითაა, რომ მეზობელ თურქეთში და რუსეთში დაწყებული კრიზისული მოვლენების - ინფლაცია-დევალვაციის მიუხედავად, ქართული ეროვნული ვალუტა ჯერ კიდევ „ტივტივებს“ და არ „ჩაძირულა“.

რატომ და რის წყალობით ხდება ქართული ტურისტული სასწაული? სტუმრების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება: ამ ზაფხულს ქვეყნის აეროპორტები ისეა გადატვირთული, რომ „ნემსიც არ ჩავარდება“. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული „ღია ცის“ პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ზეცას ყოველ წუთს უფრო და უფრო მეტი უცხოური ავიაკომპანიის თვითმფრინავები სერავენ. ყოველ კვირას ახალ-ახალი სასტუმროები იხსნება - არამარტო ცნობილ კურორტებზე, არამედ სრულიად მოულოდნელ ადგილებშიც: დიდებული კავკასიონის კალთებზე - სვანეთის, ხევსურეთის და თუშეთის მთებში, ხევში, ადამიანისაგან ჯერ კიდევ ხელუხლებელ ხეობებში...

ახლავე უნდა ვთქვათ: იგივე ქართველების საამაყო ბათუმი და მისი პლაჟები ვერცერთი ობიექტური მაჩვენებლით ვერ შეედრება თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა კურორტებს - ვერც მომსახურების დონით, ვერც ინფრასტრუქტურის განვითარებით და ვერც კლიმატით. ამის მიუხედავად, ბათუმში ტურისტთა ყოველწლიური მატების კოეფიციენტი უფრო მეტია, ვიდრე მეზობელ თურქეთში. ალბათ, მიზეზი ინფრასტრუქტურის დონეში კი არაა, არამედ უცხოელებთან მოსახლეობის დამოკიდებულებაში: მარტივად რომ ვთქვათ, ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაში, რომელიც ქართველებისათვის ეროვნული იდენტიფიცირების ერთ-ერთ კოდად გადაიქცა. უცხოელები გრძნობემ, რომ მათ საქართველოში შემოსავლის წყაროდ კი არ მიიჩნევენ, არამედ კეთილმსურველ, პატივმცემელ ადამიანებად. ამ ფენომენის ასახვა ციფრებში, რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ მაინც ობიექტური, მიუკერძოებელი მარკეტინგის მაჩვენებელია.

როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თორნიკე ზირაქიშვილმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს უთხრა, ბოლო წლებში განსაკუთრებით მატულობს ევროპელი ტურისტების რაოდენობა - კერძოდ, საფრანგეთიდან და ნიდერლანდებიდან. იგი ევროპულ მიმართულებას „სტრატეგიულს“ უწოდებს. რატომ? იმიტომ, რომ ევროპიდან ყველაზე უფრო გადახდისუნარიანი ტურისტები ჩამოდიან. გასულ წელს საქართველოს ევროკავშირის ქვეყნებიდან 24%-ზე მეტი ტურისტი ეწვია 2016 წელთან შედარებით. თორნიკე ზირაქიშვილის თქმით, ქართული ტურიზმის განსაკუთრებული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ტურისტები ნაკლებად სარგებლობენ ტურისტული სააგენტოების მომსახურებით, ტურებს არ ყიდულობენ, სასტუმროთა დაჯავშნას თვითონ ახდენენ და ნაცნობი ქართველების იმედი აქვთ, რომ ისინი დაეხმარებიან ქვეყანაში სამოგზაუროდ. სპეციალისტები ამას ქართული ტურიზმის სპეციფიკად თვლიან: უცხოელები დარწმუნებულნი არიან, რომ ქართველები სანდო ხალხია, მათ უმეგობრდებიან და ქვეყანას მათი დახმარებით ათვალიერებენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანური ურთიერთობისა და ადამიანური ნდობის დონე ძალზე მაღალია.

ადამიანური კავშირები კი ხელს უწყობს ტურიზმის ისეთი მიმართულების განვითარებას, რომელსაც «experience tourism»-ს უწოდებენ, ანუ როცა ადამიანი არა უბრალოდ დასავენების მიზნით მოგზაურობს, არამედ ახალი ემოციების, ე.წ. „ადრენალინის“ მიღების მიზნით, ახალი გამოცდილების შესაძენად, პოზიტიური შთაბეჭდილებისათვის. «Experience tourism»-ის განვითარება კლასიკური ტურისტული მომსახურების სახეებს უკავშირდება, მაგალითად, ღვინის ტურებს. რასაკვირველია, ფრანგს, იტალიელ და ესპანელს ღვინოთი ვერ გააკვირვებ, მაგრამ ქართული ღვინის ტურში გათვალისწინებულია ქართული სუფრის წესების, თამადის გაცნობა, ქართული ღვინის დამზადების ტრადიციების, ტექნოლოგიების საკუთარი თვალით ნახვა, ღვინის ჩამოსხმა ქვევრებში და მისი შენახვა.

ევროპელებს საქართველოში ბევრი რამ აინტერესებთ. „ბებერი ევროპიდან“ ჩამოსულ ტურისტებს სიამოვნებთ ქართული სტუმართმოყვარეობა, არაჩვეულებრივი ხელუხლებელი ბუნება, ისტორიული წარსული, ეროვნული არქიტექტურა.

საქართველოში მრავლად ჩამოდიან ახალგაზრდა უცხოელი ტურისტებიც, რომლებიც ზურგჩანთამოკიდებული მოგზაურობენ ჩვეულებრივი ტრანსპორტით - ე.წ. „მარშრუტკით“. მათ შეუძლიათ ხევის გზაზე, ანანურის ფონზე ფოტოები გადაიღონ (მგზავრები ელოდებიან, რადგან სიამოვნებთ უცხოელების ყურადღება!), ასევე შეუძლიათ ტკბილი პურის - „ნაზუქის“ ყიდვა ხაშურთან, რიკოთის უღლტეხილამდე, ან „თუნგულების“ შეძენა იმერეთში... სულ პოპულარული ხდება ბინების დაქირავება საქართველოს რეგიონებში: უცხოელ ტურისტებს იზიდავთ არა მხოლოდ იაფი ფასები, არამედ ქართველთა ცხოვრების წესის გაცნობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში.

არის კიდევ ერთი ტენდენცია: რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდა, რომელიც, საქართველო-რუსეთის ტრაგიკული ისტორიის მიუხედავად, სულ უფრო შესამჩნევი ხდება. დასამალი არაა, რომ სულ რაღაც ათი წლის წინათ საქართველო-რუსეთს შორის ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომი მოხდა, თუმცა თორნიკე ზირაქიშვილის თქმით, „რუსეთი, უცხოელი ტურისტების რაოდენობის მატების მიხედვით, ლიდერობას არავის უთმობს. ეს ტენდენცია წლითი-წლობით ფართოვდება“. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ტურიზმის განვითარების უსაზღვრო პოტენციალი აქვს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა