logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სააკაშვილის ამერიკელი ექს-მრჩეველი: იცით რატომ ვერ აიღეს 2008 წელს რუსებმა თბილისი? იმიტომ, რომ ქართველები გიჟები არიან
სააკაშვილის ამერიკელი ექს-მრჩეველი: იცით რატომ ვერ აიღეს 2008 წელს რუსებმა თბილისი? იმიტომ, რომ ქართველები გიჟები არიან
15:32 13.07.2018
ამერიკული გამოცემის, «Politico»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბრიუსელის სამიტის ფონზეა გამოქვეყნებული, განხილულია აშშ-ის კრიტიკული დამოკიდებულება ნატოს სხვა წევრების მიმართ (განსაკუთრებით ხაზგასმულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კატეგორიული მოთხოვნები სამხედრო ბიუჯეტის ზრდის თაობაზე). ვაშინგტონის კრიტიკა ნაწილობრივ ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც ეხებათ, რომლებიც საკმაოდ მოწყვლადები არიან რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტის დროს და შესაბამისად, ალიანსისათვის „მტკივნეული ადგილის“ როლს ასრულებენ. სტატიაში მოხსენიებულია საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს 2009-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ექს-მრჩეველის, მოლი მაკიუს ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:


„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან (2008 წლის აგვისტოში) ათი წლის შემდეგ ნატოს ძლიერმა წევრებმა რაც შეიძლება მალე უნდა ისწავლონ სუსტი წევრების გამოცდილება, რომლებთაც რუსეთის აგრესიის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უფრო მეტი ისტორია აქვთ, სხვადასხვა ფორმით. ამ საკითხში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძლება იყოს ესტონეთი, რომელიც საქართველოსაგან განსხვავებით, ნატოს სრულუფლებიანი წევრია 2004 წლიდან.

არსებობს არაოფიციალური პრინციპი, რომელიც ესტონელების თავდაცვის იარაღად შეიძლება მივიჩნიოთ: რომ გადარჩე, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს. ესტონელებისათვის ეს ნიშნავს ლიტუვასა და ლატვიასთან მჭიდრო ურთიერთობას, ერთნაირ პოზიციას და ერთნაირ საგარეო პოლიტიკას. მართლაცდა, ეს სამი რესპუბლიკა ერთიანი ფრონტით გამოდიოდა ნატოში (ევროკავშირში) გაწევრიანების მიზნით და დღესაც ერთად არიან - B-3 ფორმატით (Baltic-3) ნატო-ევროკავშირის ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.

როგორც ცნობილია, ნატოს წესდების თანახმად, თუ ალიანსის რომელიმე წევრი მესამე სახელმწიფოს აგრესიის ობიექტი გახდება, ნატოს ყველა წევრი მას უნდა დაეხმაროს (კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპით). მაგრამ, ამასთან ერთად, პატარა და მოწყვლად სახელმწიფოს მუდამ ახსოვდეს: არაა გამორიცხული, რომ კრიზისის დროს ის მარტო აღმოჩნდეს რუსეთის წინაშე, მხოლოდ მას მოუწიოს ბრძოლა რუსებთან და ამისათვის მზად უნდა იყოს.

ესტონეთის მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ მცირედ აღემატება რუსეთის რეგულარული არმიის პირად შემადგენლობას. გარდა ამისა, მას არ აქვს ისეთი შეიარაღება, როგორც რუსეთს. აქედან გამომდინარე, შეიძლება შორეული ატლანტიკის იქითა ნაპირზე მდებარე ქვეყანაში ვინმეს სისულელე ეგონოს იმაზე ლაპარაკი, თუ როგორ შეიძლება ებრძოლოს პატარა ესტონეთი უზარმაზარ აგრესიულ მეზობელს. მაგრამ მას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ასევე ჭირდება ალიანსს, როგორც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ტანკები. ესაა ესტონელი ხალხის ნება და მოსახლეობის მობილიზების დონე. ქვეყანაში, სადაც 1,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან 60 ათასი ყოველწუთს მზადაა არმიის დასახმარებლად გამოვიდეს. 60 ათასმა ესტონელმა სამხედრო მომზადება გაიარა და ისინი რეზერვში ირიცხებიან. რაკეტების, ტანკებისა და ავიაციის ეპოქაში ადამიანის ფაქტორის მნიშვნელობა არასდროს არ უნდა გამოირიცხოს. ესტონელებს დღესაც კარგად ახსოვთ რუსული ოკუპაცია და ეს ფაქტორი ნატოს სტრატეგიულ დაგეგმვაზე შესაბამის გავლენას ახდენს. ნატომ და ამერიკამ ესტონეთისაგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს, ადგილობრივი გამოცდილება შეისწავლოს და დამატებით გაიზაროს - რას წარმოადგენს რუსეთი და როგორ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს, როგორ უნდა შექმნას ჰიბრიდული საფრთხის შეკავების ახალი ტიპი.

ამას წინათ ტალინში პოლკოვნიკ რიხო უხტეგის შევხვდი, ესტონეთის „სპეცნაზის“ ერთ-ერთ მეთაურს. საუბრის დროს რუსეთთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და მათ შეკავებებზეც ვიმსჯელეთ.

„იცით, რატომ ვერ აიღეს რუსებმა თბილისი 2008 წელს? - მეკითხება რიხო უხტეგი, - ისინი უკვე მთავარ გზაზე იდგნენ, საქართველოს დედაქალაქიდან 50 კილომეტრზე და ერთი შეხედვით, მათი შეჩერება უკვე არაფერს არ შეეძლო“.

მე, რომელსაც საქართველოში მრავალი წელი მაქვს გატარებული, რასაკვირველია, ვოცოდი ამ კითხვაზე პასუხი და ვუთხარი: „იმიტომ, რომ ქართველები გიჟები არიან“.

რიხომ გაიცინა: „დიახ, ზუსტად მოარტყით. ქართველები გიჟები არიან და ისინი ბოლომდე იბრძოლებდნენ. ასიმეტრიული ბრძოლის იდეა რუსებისათვის მიმზიდველი არ არის. ისინი თბილისის ბრძოლებში ვერ გაიმარჯვებდნენ... რუსებს ტალინამდე მოსვლა ორ დღეში შეუძლიათ, მაგრამ ტალინშივე დასამარდებიან. მათ ეს კარგად იციან. ტალინში რუსებს ყოველი კუთხიდან ყოველ წუთში სიკვდილი ელოდებათ“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა