logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობა ხადის ხეობაში
«Radio Voice of America» (აშშ): სმიტების ოჯახის შემზარავი მკვლელობა ხადის ხეობაში
14:05 10.07.2018
43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტების და მათი 4 წლის ბიჭის კეილების სასტიკი მკვლელობის გამო, საქართველოს მოქალაქეს 20 წლის მალხაზ კობოურს უვადო პატიმრობა ემუქრება. დანაშაული, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, დუშეთიდან 70 კილომეტრით დაშორებულ ხადის ხეობაში მოხდა.

სოფელ წკერეს სიახლოვეს, აშშ-ისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე სმიტების ოჯახი დასასვენებლად იმყოფებოდა და კარავი ჰქონდათ გაშლილი. კავშირი მათთან 4 ივლისს გაწყდა. ადგილობრივების ცნობით, 4 ივლისის დილას, სმიტები, მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის - ხადისწყლის ხეობაში ჩანჩქერის სანახავად წასულან, რომელსაც მთიულები „წკერეს ჩანჩქერს“ ეძახიან. მათი მეგზურობა 20 წლის მწყემს მალხაზ კობოურს უთავია.

გამოძიებით დადგინდა, რომ მწyემსმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პირველი რაიან სმიტი მოკლა. ამ დროს, შოკირებული ლორა სმიტი გაქცევას შეეცადა და ჩანჩქერთან ახლოს, ხევში გადაიჩეხა. ბოლოს 4 წლის ბავშვს ესროლა და ცხედარი ქვებში დამალა.

კობოურმა, რომელიც ოკუპირებული ახალგორიდან დევნილია, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სოფელ წკერეს მცხოვრებლებს თავად შეატყობინა, რომ ქალის ცხედარი იპოვა. თავდაპირველი ვერსია, რომ ამერიკელები შესაძლოა, უბედურ შემთხვევას შეეწირნენ სწორედ მწყემსმა გაავრცელა.

ორი დღის მანძილზე, მწყემსი მაშველებთან ერთად რაიან და კეილებ სმიტების ცხედრების ძებნის ოპერაციაშიც მონაწილეობდა. გუშინ, დაპატიმრების შემდეგ, იმ ადგილამდე, სადაც ბავშვის გვამი გადამალა, კობოურმა პოლიცია თავად მიიყვანა.

შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მალხაზ კობოურმა სასტიკი დანაშაული უკვე აღიარა, თუმცა მწყემსის ადვოკატი და ოჯახი ამ ინფორმაციას უარყოფენ:

„სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა. ეს საზარელი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდება.“

ამერიკელები რაიან და ლორა სმიტები საქართველოში, კერძოდ ქალაქ მარნეულში, 2012 წლიდან ცხოვრობდნენ. კალიფორნიაში დაბადებული რაიანი პროექტ Rewoven-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალებში ხალიჩის ქსოვის მივიწყებული ტრადიციის აღორძინებას ემსახურება.

რაიანმა, რომელიც 2002-2005 წლებში აზერბაიჯანში ცხოვრობდა და აზერბაიჯანულ ენას კარგ ფლობდა, Millennium Relief and Development Services-ის დახმარებით, Rewoven პროექტში, 20-ზე მეტი ხალიჩის მქსოველი ქალი დაასაქმა და საქართველოში დამზადებულ ხალიჩებს საერთაშორისო ბაზარზე ყიდდა.

ლორა სმიტი განათლების სამინისტროს პროექტ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, მარნეული N3 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა და ქმრის ბიზნესში აქტიურად იყო ჩართული.

ლორამ და რაიანმა საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს „საგამონაკლისო წესით“ მიიღეს. ბოლო თვეების მანძილზე სმიტები საკუთარი სახსრებით, მარნეულში ბავშვთა სათამაშო მოედნის მოწყობისთვის იბრძოდნენ, სოციალური ქსელით აქტიური კამპანია აწარმოეს, მოსახლეობასთან და მერიის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრაც გამართეს, თუმცა მარნეულის მერიამ მიწის გამოყოფაზე მაინც უარი უთხრა.

სმიტების ოჯახმა ქვემო ქართლსა და კახეთში მოქსოვილი ხალიჩების გამოფენა რამდენჯერმე თბილისშიც მოაწყო, „ევროპის სახლსა“ და „ახურნდოვის სახლის“ არტ გალერეაში.

“ახუნდოვ ჰაუსის” წარმომადგენელმა ლელა მოწონელიძემ, რომელიც სმიტებთან ოჯახით მეგობრობდა, „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ მომხდარი მკვლელობით შეძრწუნებულია:

„ხალიჩების გამოფენის შემდეგ, რომელსაც „ახურნდოვის“ არტ გალერეაში დიდი წარმატება ჰქონდა. დავმეგობრდით, რაიანი ჩვენთან ოჯახში მოდიოდა მეუღლესთან და ბავშვთან ერთად. იმდენად დადებითი და კარგი ოჯახი იყო არ მჯერა, რომ ეს ტრაგედია ნამდვილად მოხდა.

უკიდურესად აღშფოთებული ვარ, ვერ წარმომიდგენია რა შელაპარაკება შეიძლება მომხდარიყო, რომ მთელი ოჯახი ასე გაიმეტო. საოცრად კულტურული, განათლებული და ძალიან კარგი ბიჭი იყო რაიანი, ასეთივე იყო ლორაც.“

ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა მოკლული რაიან და ლორა სმიტების ხალიჩების ბიზნესს, რომელშიც რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. გადაწყვეტილება ბიზნესისა და სმიტების დაკრძალვის ადგილის შესახებ გარდაცვლილების ოჯახის წევრებმა უნდა მიიღონ, რომლებიც აშშ-დან საქართველოში ივლისის ბოლომდე ჩამოვლენ.

ბოლო ორი წლის მანძილზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოში აშშ-ის მოქალაქეს კლავენ. 2016 წლის აგვისტოში, თუშეთისკენ მიმავალი გზაზე, 41 წლის ამერიკელი მოგზაური ფრიტზ ვოლფგანგ მუსერი საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჭინჭარაულმა შელაპარაკების დროს დანით მოკლა. მკვლელს თელავის სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა