ფართო საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობია ფაქტი, რომ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც
სამხრეთკავკასიური არხის იდეა დაიბადა, რომელსაც ერთმანეთთან შავი და კასპიის ზღვები უნდა დაეკავშირებინა.
რეგიონში მსგავსი პროექტი ჯერ კიდევ 1920-1940-იან წლებში განიხილებოდა. წყლის ტრასას აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო. საინტერესო ისაა, რომ პირველად ამ პროექტის რეალიზებას ბრიტანეთის იმპერია ცდილობდა, დღეს კი ამიერკავკასიული „ევრაზიის“ ადეპტებს იმედის თვალი აშშ-საკენ აქვთ მიპყრობილი.
ცოტა რამ ისტორიიდან:
1918-19 წლებში ნისლიანი ალბიონიდან ამიერკავკასიაში ჩამოსული ბიზნესმენებმა ჩაიფიქრეს, რომ ბაქო-თბილისი-ბათუმის ტრანსკავკასიური ნავთობსადენის პარალელურად არხის კალაპოტი გაეთხარათ გემებისათვის. დაგეგმილი იყო, რომ არხის მარშრუტი მდინარე მტკვარსა და რიონზე გაივლიდა. მაგრამ 1920 წელს წითელმა არმიამ აზერბაიჯანი დაიკავა, 1921 წელს კი საქართველო... ასე რომ, ბრიტანელებს რეგიონიდან წასვლა მოუწიათ.
გავიდა 20 წელი. ფაშისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და 1941 წლის ბოლოს არნოლდ შიკედანცმა, რომელიც ადოლფ ჰიტლერმა კავკასიაში საიმპერიო კომისრად დანიშნა, ანკარაში ყოფნისას შავი და კასპიის ზღვების შემაერთებელი პროექტი გამოაცხადა, რომელიც გერმანელი და იტალიელი სპეციალისტების მიერ იყო შემუშავებული. მათ ასეთი მარშრუტი აირჩიეს არხისათვის: ფოთის პორტი - თბილისი - სალიანი (ანუ მდინარე რიონის შავ ზღვაში და მდინარე მტკვრის კასპიის ზღვაში ჩადინების ადგილები). არხის სიგრძე დაახლოებით 750 კილომეტრი იქნებოდა და გამიზნული იყო კასპიის ნავთობის ტანკერებით გაზიდვისათვის ევროპაში).
თუ რატომ ვერ განხორციელდა ფაშისტური გერმანიის საკანალიზაციო ჩანაფიქრი, ამის ახსნა საჭირო არაა. სხვათა შორის, რეიხსკომისარმა არნო შიკედანცმა, 1945 წლის აპრილში, ბერლინთან საბჭოთა არმიის მიახლოების დროს, ჯერ ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
p.s. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: WWW.NSP.GE

















