logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The National Interest» (აშშ): რუსეთთან მიდგომებში დასავლეთმა ერთიანობა უნდა აჩვენოს; რატომ გახდა საქართველო რუსეთის სამიზნე
«The National Interest» (აშშ): რუსეთთან მიდგომებში დასავლეთმა ერთიანობა უნდა აჩვენოს; რატომ გახდა საქართველო რუსეთის სამიზნე
11:39 09.07.2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The National Interest»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია აშშ-ის საგარეოპოლიტიკური საკითხები - დამოკიდებულება ნატოს წევრებთან, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან, აშშ-რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა და ა.შ. (ავტორები: დენის კორბოი, უილიამ კორტნი და კენეტ იალოვიცი - აშშ-ის ყოფილი ელჩები საქართველოში).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„შეერთებულ შტატებს და რუსეთს ერთმანეთთან ძალზე ღრმა უთანხმოება აქვთ, მათ შორის სირიის ომთან და ამერიკის 2016 წლის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, მაგრამ დასავლეთისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ვაშინგტონის ის მოქმედება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული: ხელი შეუშალოს მოსკოვს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი გავლენის სფეროს შექმნაში.

მართლაცდა, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის გაურესება სწორედ საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და მათი ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციამ გამოიწვია. ამ კრიზისებს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს პრიორიტეტული ყურადღება უნდა დაეთმოს. იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არსებობს რუსეთის სამხედრო ძალის გამოყენების რისკი მეზობლების წინააღმდეგ, დონალდ ტრამპს შეუძლია ვლადიმერ პუტინს თავშეკავება ურჩიოს და კონფლიქტების გადაწყვეტა თავის დიპლომატებს მიანდოს, ფართო უფლებამოსილებით.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებში შექმნილ სიტუაციას და მათ მიმართ რუსეთისა და აშშ-ის დამოკიდებულებას: შეერთებული შტატები და ევროპა აქტიურად უჭერენ მხარს საბჭოთა ნანგრევებზე ჩამოყალიბებული სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ვაშინგტონი და ბრიუსელი მათ აქტიურად ეხმარებიან რეფორმების გატარებაში, ამავე დროს მოსკოვს მოუწოდებენ, რომ რუსეთმა საშუალება მისცეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს თვითონ აირჩიონ თავიანთი საგარეოპოლიტიკური კურსი. სამწუხაროდ, კრემლი დასავლეთის მოწოდებებს ყურადღებას არ აქცევს.

რუსეთთან იმ საკითხების განხილვის დროს, რომლებიც გავლენის სფეროების შექმნას ეხება, დასავლეთმა მტკიცე ერთიანობა უნდა აჩვენოს. ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია სანქციების შენარჩუნება, რომლებიც რუსეთს ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ომის გაჩაღების გამო დაუწესდა. ამავე დროს აშშ-მა რუსეთის მიმართ მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინოს, რადგან გერმანიისა და საფრანგეთის ძალისხმევით მიმდინარე მოლაპარაკებები თითქმის უშედეგოა

საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვთ 2008 წლიდან, როცა მოსკოვმა თავისი სამხრეთი მეზობლის წინააღმდეგ ომი დაიწყო. საქართველომ ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარების, ეკონომიკის ზრდისა და მისი გამჭვირვალობის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველო ნატოს ბლოკში გაწევრიანებას ესწრაფვის, ეს სამხრეთკავკასიური ქვეყანა სახელმწიფო რუსეთის ხისტი ძალის მოქმედებისა და პროპაგანდის სამიზნე გახდა. ამის მიუხედავად, საქართველო ცდილობს რუსეთთან დაძაბულობა მასთან პრაქტიკული თანამშრომლობით შეასუსტოს: რუსეთიდან ჩასულ ტურისტთა რაოდენობა საქართველოში მაღალი ტემპებით იზრდება - ისევე როგორც ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში.

რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს, რუსეთი ნაკლებ ყურადღებას უთმობთ ბაქოსა და ერევანს შორის არსებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს. მოსკოვი ორივე მხარეს აწვდის თანამედროვე იარაღს, პლუს სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში. ვლადიმერ პუტინი მიესალმა სომხეთის ხელისუფლების ცვლილებას, მაგრამ მას არ მოსწონებია ახალი ლიდერის მოსვლა „ქვემოდან“, მოსახლეობის აქტიურობის ფონზე (მოსკოვს ასევე არ სურს იგივე მოხდეს უკრაინაში ან საქართველოში). აშკარაა, რუსეთი სომხეთის მიმართ რაიმე ხისტი პოლიტიკის გატარებას არ ფიქრობს, რადგან შიშობს: თუ ერევანს მკაცრად მოვექცევი, ვაითუ სომხეთი დასავლეთისაკენ შეტრიალდესო, როგორც ეს საქართველოში და უკრაინაში მოხდა. მოკლედ, კრემლი ყურადღებით ადევნებს თვალს სამხრეთ სტრატეგიულ ფორპოსტში მიმდინარე პროცესებს.

მოლდოვაში რუსეთის ჯარებს დაკავებული აქვთ მეამბოხე დნესტრისპირეთი. ამას წინათ გაერომ მოსკოვს ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდა, ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე, მაგრამ რუსეთი ამ მოწოდებას არ გამოხმაურებია.

ჯერ-ჯერობით მტკიცეა რუსეთ-ბელარუსის კავშირი, თუმცა ზოგჯერ უთანხმოება მათ შორისაც იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, მისკმა მოსკოვს უარი განუცხადა ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო-საჰაერო ბაზის შექმნის საკითხში. უთანხმოებაა ვაჭრობისა და საზღვის უსაფრთხოების საქმეშიც. ბელარუსის პრეზიდენტი მოხერხებულად სარგებლობს სიტუაციით, ნაციონალისტურად მოქმედებს და რუსეთს აჩვენებს, რომ მას დასავლეთთან გარკვეულ საკითხებში საერთპ ენის გამონახვა შეუძლია. რასაკვირველია, თუ ალექსანდრე ლუკაშენკო კიდევ უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას გაატარებს, რუსეთი უკან არ დაიხევს და ბელარუსის ლიდერის შეცვლას შეეცდება.

უზბეკეთში მას შემდეგ, რაც დიქტატორი ისლამ ქარიმოვი გარდაიცვალა (2016 წელს), ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირზიევმა გადადგა ნაბიჯები შიდაპოლიტიკური რეპრესიების შესასუსტებლად და ქვეყნის საგარეოპოლიტიკური გახსნის მიზნით. ტაშკენტსა და მოსკოვს შორის არსებული დაძაბულობა შემცირდა, მაგრამ უზბეკეთი რეგიონულ ურთიერთობებში, მეზობლებთან დამოკიდებულებაში მაინც პასიური რჩება. შეიძლება ითქვას, რომ შუა აზიაში კვლავ რუსეთი დომინირებს, აშშ-ის გავლენა არ მატულობს..

ყაზახეთის უცვლელი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, მართალია, მრავალი წლის განმავლობაში მოსკოვთან გონივრულად და მოხერხებულად თანამშრომლობს, მაგრამ იმავდროულად თავისთან იწვევს დასავლურ და ჩინურ კომპანიებს ენერგოშემცველების საბადოების დასამუშავებლად. ამბობენ, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა შეიძლება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა აღარ დააყენოსო, მაგრამ ფაქტია, რომ იგი დღეს უზენაესი მმართველია.

რატომ უნდა აღელვებდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსეთის პოზიციის გამოვლენა თავისივე მეზობლების მიმართ? ბალტიისპირეთის ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, დანარჩენი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები საეჭვოა, რომ უახლოეს ხანში აშშ-ის მოკავშირეები ოფიციალურად გახდნენ, ანუ ხელშეკრულებების საფუძველზე. უფრო მეტიც - მათთან ამერიკის ვაჭრობა ძალიან დაბალ დონეზეა. იგივე შეიძლება ითქვას ინვესტიციების ჩადების საკითხშიც (ინვესტიციებს მხოლოდ კასპიის ენერგეტიკაში თუ ვნახავთ). მაშ, რატომ უნდა იყოს ვაშინგტონი დაინტერესებული? ამ კითხვას პასუხი შეიძლება ასე გავცეთ: ევროპა და ევროპული უსაფრთხოება აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებსაც ეხება. რუსეთის აგრესიამ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ ევროპული მშვიდობის სტრუქტურები დაარღვია, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდა. ამ ფაქტებმა დაბადა ეჭვი, რომ რუსეთმა შეიძლება სამხედრო ძალა სხვა მეზობლების წინააღმდეგაც გამოიყენოს. ამის გათვალისწინებით, ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს არსებული სანქციები და თუ კრემლი რაიმე აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს, ვაშინგტონმა უპასუხოს მოსკოვს, ევროპასთან ერთად, ახალი კოორდინირებული სანქციების დახმარებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა