logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America»(აშშ): „რუხი მგელი“ საქართველოს ციხეში
«Radio Voice of America»(აშშ): „რუხი მგელი“ საქართველოს ციხეში
11:22 05.07.2018
უკვე ერთი კვირაა ქუთაისის სასჯელაღსრულების №2 დაწესებულებაში, თურქეთის მოქალაქე სერქან ყურტულუში წინასაექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. იგი თურქეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების“ ცნობილი და აქტიური წევრია. „რუხი მგლები“ (Bozkurtçular) რამდენიმე ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

40 წლის სერქან კურტულუში ქართველმა სამართალდამცველებმა 27 ივნისს ბათუმში დააკავეს. მისი მხარდამჭერი თურქი ნაციონალისტები, როგორც მუსტაფა დესტიჯის „დიდი ერთობის“ (Great Unity Party), ისე პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის კოალიციური პარტნიორის დევლეთ ბაჰჩელის „ნაციონალისტური მოძრაობის“ პარტიიდან (Nationalist Movement Party) აცხადებენ, რომ სერქანის დაპატიმრება მათთვის მოულოდნელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, სერქან ყურტულუში ბათუმში არ იმალებოდა. მისი სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოს ტერიტორიაზე, სერქან ყურტულუშს საკმაოდ აქტიური ცხოვრების რეჟიმი ჰქონდა.

თურქეთის პროკურატურა სერქან ყურტულუშს ქალაქ იზმირის „შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად“ მიიჩნევს. ბრალდების მიხედვით, ამ დაჯგუფებამ ჯამში, ბიზნესმენებზე 26 შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. ასევე დაკავებული იყო ადამიანების გატაცებით, შანტაჟით, დაშინებითა და ფულის გამოძალვით. სერქან ყურტულუშს 2017 წლის დეკემბერში იზმირში ერთი ბიზნესმენის მკვლელობაშიც ედება ბრალი.

ბათუმის სასამართლოში, სადაც სერქან ყურტულუშს 3 თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯეს. თურქეთის მოქალაქის ინტერესებს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავდა. მან „ამერიკის ხმას“ უთხრა რომ ბრალდებულის თანხმობის გარეშე საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს: „მაგ საკითხზე ჩემს კლიენტთან არ მისაუბრია და მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს მოგახსენებთ, შესაბამისად ვერც იმას გეტყვით აღიარებს თუ არა იგი წარდგენილ ბრალს, ამ მომენტისთვის ამის თქმის უფლება არ მაქვს“.

სერქან ყურტულუში თურქეთის კიდევ ერთ მოქალაქე არფასლან ჩელიქთან ერთად თურქეთის გარკვეულ ისლამურ და ნაციონალისტურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ ერაყის, შემდეგ კი სირიის სამოქალაქო ომში, იქ მცხოვრები თურქულენოვანი უმცირესობის - თურქმანების მხარდასაჭერად.

„სირიის თურქმანების ბრიგადებში“ არფასლან ჩელიქი „მეათე ბრიგადის“ ერთ-ერთი მეთაური, ხოლო სერქან ყურტულუში მისი მარჯვენა ხელი იყო. სწორედ მათ სახელს უკავშირდება 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის ოლეგ პეშკოვის მკვლელობა.

25 ნოემბერს, რუსეთის არმიის ბომბდამშენი SU-24M, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქმანული ბრიგადების პოზიციებს ბომბავდა თურქეთის არმიის F-16-მა ჩამოაგდო. კატაპულტირების დროს ერთი რუსი პილოტი გადარჩა, მეორეს - ოლეგ პეშკოვს კი ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს და მოკლეს. მფრინავს რვა ტყვია მოხვდა. იმავე დღეს, რუსი პილოტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა არფასლან ჩელიქის ბრიგადამ აიღო, რომელშიც სერქან ყურტულუშიც შედიოდა. არფასლან ჩელიქმა სოციალურ ქსელში ვიდეოც ატვირთა, სადაც ხელში რუსი პილოტის პარაშუტის ნაწილი ეჭირა და მისი მკვლელობის დეტალებს ჰყვებოდა.

2016 წელს, რუსეთის ზეწოლით, თურქეთმა არფასლან ჩელიქი, სერქან ყურტულუში და კიდევ 18 თურქი ნაციონალისტი იარაღის უკანონო ტარების გამო დააკავა, თუმცა სასამართლომ ისინი მალევე გაანთავისუფლა.

2017 წელს არფასლან ჩელიქი მოსკოვის ზეწოლით ხელმეორედ დააკავეს და ამჯერად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლო სხდომებს ესწრებოდა მამამისი რამაზან ჩელიქიც, რომელიც 2004-09 წლებში, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიიდან“ თურქეთის ქალაქ ქებანის მერი იყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ თურქეთი ბათუმში დაპატიმრებულ სერქან ყურტულუშს რუსი მფრინავის მკვლელობას ამჯერად არ ედავება: „თურქული მხარის მიერ მოწოდებულ საექსტრადიციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს ყურტულუშის მიერ 2015 წლის ნოემბერში რუსი სამხედრო მფრინავის შესაძლო მკვლელობის ეპიზოდი და შესაბამისად, ქართული მხარე საექსტრადიციო პროცედურებს აწარმოებს მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რისთვისაც თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანომ მისი ექსტრადიცია მოითხოვა“, - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

თურქული წყაროების ცნობით, ბათუმში, „რუხი მგლების“ ცნობილი წევრის სერქან ყურტულუშის დაკავებამდე, „იზმირის შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების“ წინააღმდეგ მთელი თურქეთის მასშტაბით დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. 400-მა პოლიციელმა სტამბოლში, ანკარაში, ბურსაში, მუღლაში, ართვინსა და ტრაბზონში ჯამში 53 ადამიანი დააკავა. ამოიღეს არალეგალური ცეცხლსაროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები და სნაიპერული შაშხანები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა