საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის
განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმე ყოფითი ინციდენტი იყო, რომელიც მკვლელობით დასრულდა.
ეს განცხადება სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანიის, «RTVI»-ის ეთერში გააკეთა.
"მინდა ჩემს წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ პირველ განაჩენს შევეხო, რომლის შესახებაც დასავლელი ჟურნალისტები რატომღაც წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი „ბანკირის [სანდრო გირგვლიანის] მკვლელობის“ გამო გაასამართლესო. მე არანაირი კავშირი არ მაქვს არც მის მკვლელობასთან და არც ცემასთან - ისევე როგორც კენედის, ან ტროცკის ნაჯახით მკვლელობასთან. „ბანკირის მკვლელობის საქმე“ იყო ყოფითი ინციდენტი, რომელიც ახალგაზრდა კაცის მოკვლით დასრულდა..."-განაცხადა სააკაშვილმა.
p.s. ინტერვიუს ვრცელი, ქართულენოვანი ვერსიის ხილვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: WWW.NSP.GE

















