logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Times of Oman» (ომანი): დარწმუნდით, რომ საქართველოში სამოგზაუროდ წასასვლელად აუცილებელი ოთხი დოკუმენტი ჯიბეში გაქვთ
«Times of Oman» (ომანი): დარწმუნდით, რომ საქართველოში სამოგზაუროდ წასასვლელად აუცილებელი ოთხი დოკუმენტი ჯიბეში გაქვთ
12:16 27.06.2018
„ომანის საბიუჯეტო ავიაკომპანია SalamAir ტურისტების საყურადღებოდ განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, მათ, ვისაც საქართველოში გამგზავრება სურთ, თან აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ოთხი დოკუმენტი ქვეყანაში შესვლის მიზნით: პასპორტი, რომელსაც მოქმედების ვადა მინიმუმ ექვსი თვე მაინც აქვს, სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით, დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი“, - ნათქვამია სტატიაში და იქვე განმარტებულია: ასეთი დაზუსტება გაპირობებულია იმით, რომ ომანის ზოგიერთი მოქალაქე თბილისის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს, რადგან მათ არ ჰქონდათ დაჯავშნული სასტუმრო და არ გააჩნდათ დაზღვევა.

„გინდათ საქართველოში გამგზავრება? დარწმუნდით, რომ ყველა დოკუმენტი თან გაქვთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაუკვეთეთ ბილეთი SalamAir-ს“, - იმოწმებს გაზეთი ავიაკომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებას.

ტურისტული კომპანიების თქმით, მოგზაურობის მსურველები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა წესები მოქმედებს. ამიტომ უმჯობესია მათ აეროპორტის ადმინისტრაციაში დარეკონ და ყველა საეჭვო საკითხი ადგილზე გაარკვიონ.

საქართველოს საელჩომ თურქეთში განმარტა, თუ რატომ დააბრუნეს რამდენიმე თვის წინათ ომანელი ტურისტები თბილისის აეროპორტიდან:

„ტურისტები ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოში მოქმედი წესები, სახელდობრ: მათ უნდა ჰქონდეთ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (რომლის აღება ინტერნეტის მეშვეობით შეუძლიათ), პასპორტი და სამედიცინო დაზღვევა. გარდა ამისა, აუცილებელია სასტუმროს დაჯავშნაც ტურისტული კომპანიების მეშვეობით. ბევრი მოქალაქე ამ პროცედურას მთლიანად არ იცავს: ისინი არ მიმართავენ ქართულ ტურისტულ კომპანიებს და საქართველოში მცხოვრები კერძო პირების იმედი აქვთ, უკვეთავენ თვითმფრინავის ბილეთებს და საქართველოში ჩამოდიან და პრობლემებს აწყდებიან, ზოგჯერ კი თაღლითთა მსხვერპლნი ხდებიან“, - ასე განუმარტეს გაზეთს თურქეთში არსებულ საქართველოს საელჩოში (რომლის ფუნქციები შეთავსებით ომანშიც მოქმედებს).

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში აპირებენ მოგზაურობასა და დასვენებას, ყველა ამ წესს გაითვალისწინებენ და დაიცავენ“, - განაცხადა საელჩომ.

SalamAir-მა თბილისისა და ბაქოს მიმართულებით ავიარეისები ცოტა ხნის წინათ დანიშნა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა