ცნობილი რუსი პუბლიცისტისა და პოლიტოლოგის, მაქსიმ შევჩენკოს განცხადებით, კავკასიის ხალხთაგან რუსეთთან
ყველაზე ახლოს ქართველები დგანან.
ეს განცხადება შევჩენკომ რადიო „ეხო მოსკვის“ გადაცემა „ოსობოე მნენიე“-ში გააკეთა.
„მე მხედავ, რომ ჩვენს მთვარობაში სხვადასხვა ცენტრები არსებობს, სხვადასხვა სტრატეგიებით, რომლებსაც საკუთარი თავი რუსეთის პოლიტიკის ჩამომყალიბებლად მიაჩნიათ და ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან... აი, იგივე კავკასიის რეგიონი ავიღოთ. ჩვენ თავიდან უნდა ამოვიგდოთ ის მითები, რომლებიც ჩვენში 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში დომინირებდნენ. ვიმეორებ: ჩვენთან კულტურულად და მენტალურად ყველაზე ახლოს კავკასიის ერთადერთი სახელმწიფო - საქართველო დგას. ეს სამხრეთ კავკასიის ერთადერთი მართლმადიდებელი ქვეყანაა. კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორეს პირადად ვიცნობ და არაერთხელ შევხვედრივარ... ჩვენი ეკლესიის ფაქტიურად მეორე პირი, მეუფე ილარიონი თავისუფლად ფლობს ქართულ ენას. იგი თბილისში ცხოვრობდა, იქ გაიზარდა, ილია მეორის მესაკურთხევლე იყო... ჩვენი კავშირები ძლიერია, მაგრამ ვიღაცეები მას წყვეტენ და ჭრიან. რატომ? იმიტომ, რომ თუ რუსეთი საქართველოსთან მოილაპარაკებს, მაშინ სამხრეთ კავკასიის პრობლემები უფრო ადვილად მოგვარდება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ნამდვილ კავკასიელებთან მოლაპარაკება და არა იმათთან, ვინც მოსულებია და თავს კავკასიელებად ასაღებენ“-განაცხადა შევჩენკომ.
p.s. ინტერვიუს ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.nsp.ge

















