ბაჰრეინის გამოცემა, რომელიც სირიის მოვლენების გაშუქებაზეა ორიენტირებული,
გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტარს უკეთებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას სირიის მიერ (ავტორი - ლოა ადელი).
„ამრიგად, სირია გაეროს წევრი კიდევ ერთი სახელმწიფოა (რუსეთის ჩათვლით), რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა. ორივე საქართველოს 2008 წელს მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად გამოეყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო, ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, Human Rights Organization-ის მიერ 2013 წელს მომზადებული მოხსენების მიხედვით („სირიის კონფლიქტის თანაავტორები“), სირიაში დიდი რაოდენობით საწვავს აგზავნიდა“, - ნათქვამია სტატიაში.

















