logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The New Indian Sunday Express Magazine» (ინდოეთი): თბილისური რეინკარნაციის ბრწყინვალება; დიდი ისტორიის მქონე ქალაქის აღორძინება
«The New Indian Sunday Express Magazine» (ინდოეთი): თბილისური რეინკარნაციის ბრწყინვალება; დიდი ისტორიის მქონე ქალაქის აღორძინება
12:22 29.05.2018
ინდური გამოცემა «The New Indian Sunday Express Magazine», საქართველოს დედაქალაქის შესახებ კალპანა სუნდერის ავტორობით სტატიას აქვეყბნებს, რომლის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:

თბილისი, რუსეთ-თურქეთს შორის მოქცეული საქართველოს დედაქალაქი, ერთობ ჭრელი, ეკლექტური არქიტექტურული სტილის შენობების მქონე ქალაქს წარმოადგენს - თანამედროვე მოდერნიდან დაწყებული, გოთიკით და ბაროკოთი დამთავრებული, საბჭოთა არქიტექტურის ჩათვლით. მართალია, მიწისძვრებით, შემოსევებით და საბჭოთა ოკუპაციით ბევრი ძველი შენობა განადგურდა, დღეს თბილისი მაინც ამაყად დგას, თავისი წარსულით და აწმყოთი. ქალაქში მრავალი ძველი ნაგებობა რესტავრირდება, ხდება მათი გადაკეთება, გარდაქმნა. შემოქმედებითი მიდგომა მჟღავნდება ყველგან - საბჭოთა ერის ფაბრიკების, საწყობების და კიდევ სხვა გამოუყენებელი შენობების მიმართ, რომლებიც დღეს ბარებად, რესტორნებად, კულტურის ცენტრებად და ბუტიკებად წარმოჩინდება.

ქალაქში გასეირნებისას ქალაქის რეკონსტრუქციის ბევრ ფაქტს შემაჩნევთ. ერთ-ერთი ასეთი შენობაა „ფაბრიკა“, რომელიც საბჭოთა პერიოდში სამკერვალო საწარმოს შენობა იყო, დღეს კი გადაკეთებულია მდიდრულ ცენტრად დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მაღაზიებითა და კაფეებით. აქ ახალგაზრდები საღამოობით ერთმანეთს ხვდებიან და სასმელსაც სვამენ. შენობის სახურავზე ეწყობა გამოფენები, შოუები და იოგას მასტერ-კლასები.

ძველ ქალაქში შეხვდებით ქარავან-სარაებს, რომლებსაც ადრე, აბრეშუმის დიდი გზის მოქმედების დროს, ვაჭრები საწყობებად და დასასვენებელ ადგილებად იყენებდნენ, ქარავნებითა და აქლემებით. დღეს ამ ძველი შენობებიდან რამდენიმე უკვე აღდგენილია. აქვეა თბილისის ისტორიული მუზეუმის შენობა, სადაც კუსტარული ნაწარმის გამოფენები ტარდება. მაღალჭერიანი სამსართულიანი შენობა შიგნიდან გრეხილი რკინით არის შეჭედილი და მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

კიდევ ერთი ასეთი აღდგენილი შენობაა კაფე „ლიტერა“ სოლოლაკში, რომელიც 1903 წელს ალ-დეკოს სტილით აშენებულ ნაგებობას წარმოადგენს. სახლი ადრე ქართველ მეცენატს და კონიაკის მაგნატს ეკუთვნოდა, ახლა ქართველ მწერალთა ორგანიზაციას ეკუთვნის. რესტორანთან, რომელიც ცნობილმა შეფ-მზარეულმა თეკუნა გაჩეჩილაძემ გახსნა, სილამაზით მომჯადოვებელი ბაღია, ქართველი მწერლების ბიუსტებით, სადაც საღამოს გატარება სასიამოვნოა.

„მაიდნის ბაზარი“ თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძველი სავაჭრო ადგილია, ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან. დღეს „ბაზარი“ მიწისქვეშა სივრცეს წარმოადგენს, სადაც თიხის ჭურჭლები, ღვინოები და საიუველირო ნაწარმი იყიდება.

თბილისში ყველაზე მნიშვნელოვან რესტავრირებულ შენობად, ალბათ, ყოფილი საბჭოური საგამომცემლო სახლი უნდა ჩავთვალოთ, რომელიც 125-ნომრიან სასტუმროდაა გადაქცეული. მისი მფლობელი დემურ უგულავა 1930-იანი წლების ამერიკული ნიუ-იორკითაა შთაგონებული: სასტუმროში მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის დროინდელი თათებიანი აბაზანებია დამონტაჟებული და ხის იატაკია დაგებული.

თბილისში ახალ საქართველოს ნახავთ, წარსულით შეზავებულს. თბილისი ინახავს თავის წარსულს, მომავალს უმზერს და გარდაქმნის ტალანტს გვაჩვენებს. საქართველოს დედაქალაქს შეგიძლიათ ინდოეთიდან თვითმფრინავით ეწვიოთ. ასევე მატარებლით, თუ სომხეთში და აზერბაიჯანში მოხვდებით.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა