როგორც სომხური გაზეთი «Փաստ» („ფაქტი“) წერს, სომხეთში ცოტა ხნის წინ ახალი
ბიზნესდუეტი ჩამოყალიბდა - გაგიკ ბეგლარიანისა და მიგრან პოღოსიანის შემადგენლობით, თუმცა ოლიგარქებმა გადაწყვიტეს ბიზნესი სომხეთში კი არა, საქართველოში განავითარონ.
„სომხეთის რესპუბლიკური პარტიის „იატაკქვეშეთში“ გადასული წარმომადგენლები (შესაძლოა, ისინი უკვე ყოფილებად მოვიხსენიოთ) მსხვილ ინვესტიციებს დებდნენ ბანქოს სათამაშო ბიზნესში და სათბურების სფეროში - სამეგრელოსა და აჭარაში. ახლა უკვე ნათელი ხდება, თუ სად მიდიოდა ის დიდი თანხები, რომელიც ავტომაგისტრალ „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მშენებლობისათვის იყო გამოყოფილი“, - წერს გაზეთი..
აღსანიშნავია, რომ გაგიკ ბეგლარიანი 2012 წლიდან სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პოსტზე მუშაობდა. მისი მინისტრობის დროს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა უცნაურად ჭიანურდებოდა, საბოლოოდ კი მხოლოდ 30 კილომეტრი ჩაბარდა, რაც გზის მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

















