logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): თბილისში ღამის კლუბები გადაიქცნენ ტოლერანტობის ერთგვარ კუნძულებად ნონკონფორმისტებისა და სექსუალური უმცირესობის მიმართ
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): თბილისში ღამის კლუბები გადაიქცნენ ტოლერანტობის ერთგვარ კუნძულებად ნონკონფორმისტებისა და სექსუალური უმცირესობის მიმართ
11:35 18.05.2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა «The Economist»-ი, თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:

დიჯეი ბაჩო ჩალაძე ის-ის იყო თბილისის ღამის კლუბში, კაფე გალერიში მივიდა და სამუშაოდ განეწყო, რომ დაუპატიჟებელი არასასიამოვნო სტუმრები კარიდან დარბაზში შეცვივდნენ. „ისინი ავტომატებითა და ნიღბებით შემოიჭრნენ“, - იხსენებს იგი, - „ჩემთან მოვარდნენ და მუსიკის გამორთვა მაიძულეს“. თითქმისა იგივე სცენა განმეორდა კლუბ „ბასიანშიც“, ფეხბურთის სტადიონთან: შენობაში შეიარაღებული ქართული პოლიცია გრიგალივით შეიჭრა, იქ მყოფები კედელთან მიაყენა ზოგიც იატაკზე დააწვინა. როგორც ლონდონელი თვითმხილველი ფოტოგრაფი კეიტ ბირდი ამბობს, „შიშის კანკალმა აგვიტანა, ყველაფერი უეცრად ჩაკვდა“.

მთავრობის განცხადებით, 12 მაისს განხორციელებული რეიდი იმ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელთა მოქმედებამ რამდენიმე ახალგაზრდის სიკვდილი გამოიწვია. მაგრამ როგორც ბაჩო ჩალაძე ამბობს, დაპირისპირება უფრო სხვა უფრო დიდ მიზეზთანაა დაკავშირებული: ტრადიციონალისტებისა და სოციალური ლიბერალების მზარდ მოძრაობას შორის (ორივე ტენდენცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაშია“ წარმოდგენილი). „ახალ თაობას, რომელიც დასავლეთზეა ორიენტირებული, საკუთარი თავის წარმოჩენა არა მხოლოდ ცეკვით სურთ, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სტილით, - ამბობს გია ნოდია, პოლიტიკის ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, - ეს მოზარდების ბუნტი არაა, ისინი უფრო მაღლა დგანან“.

ბევრმა ახალგაზრდამ კლუბებში შეჭრა თავიანთ კულტურაზე თავდასხმად აღიქვა. ღამის კლუბები გადაიქცნენ ტოლერანტობის ერთგვარ კუნძულებად ნონკონფორმისტებისა და სექსუალური უმცირესობის მიმართ იმ ქვეყანაში, სადაც პატრიარქალური ტრადიციები ჭარბობს. პოლიციის რეიდის შემდეგ ათასობით ახალგაზრდა საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატათ ლოზუნგებით „ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძვით“. მათ მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ნარკოსაშუალებების ხისტი კანონების ლიბერალიზება. საპროტესტო აქციამ, რომელიც გამოსასვლელ დღეს, შაბათს გაიმართა, ერთგვარი რეივის - ქუჩის დისკოთეკის სახე მიიღო, ირგვლივ გამაძლიერებლები იდგა და ტექნომუსიკის ხმა ისმოდა, პარლამენტის კიბეებზე მსხდარი ახალგაზრდები მხიარულობდნენ. „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ აქ პარიზის 1968 წლის მოვლენები მეორდებოდა, ოღონდ შეტაკებების გარეშე“, - ამბობს მარიამ ფესვიანიძე, რეჟისორი.

მაგრამ მეორე დღეს, კვირას, მხიარული ახალგაზრდების განწყობის გასაფუჭებლად თავგადაპარსული და ნიღბიანი ადამიანები მივიდნენ: „ბასიანი“ და „გალერი“ გეი-კლუბებია, სადაც ნარკოტიკები იყიდება, სადაც ახალგაზრდები უკანონო საქმიანობაში არიან ჩაბმულნი“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქართული მარშის“ - ულტრანაციონალისტური ჯგუფის ლიდერი. პოლიციამ მოახერხა დაპირისპირებული ახალგაზრდების ჯგუფების გამიჯვნა. როგორც მოგვიანებით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქვეყანა „სამოქალაქო კონფრონტაციის ზღურბლზე იმყოფებაო“. შინაგან საქმეთა მინისტრი აქციის მონაწილეებთან მივიდა და ბოდიში მოიხადა პოლიციის მიერ გამოვლენილი მკაცრი მოქმედების გამო. ამით მან პროტესტი განმუხტა, თუმცა დროებით.

ღამის კლუბების ხშირ სტუმრებს - „კლაბერებს“ მოკავშირეები ჰყავთ: საქართველოში ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ძალზე დინამიურად განვითარებადი დარგია, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 7% შეადგინა. მთავრობა ცდილობს ქვეყანა „მილიენალებისთვისაც“ - ათასწლეულის ახალგაზრდა თაობისთვისაც (ჰიპსთერებისთვის) მიმზიდველ ადგილად აქციოს და ღამის კლუბების, თბილისის ღამის ცხოვრების წარმოჩენა სწორედ ამ გეგმის ნაწილია“, - ამბობს მაია სიდამონიძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. „ბასიანი“ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ღამის კლუბად იქნა აღიარებული და მას ხშირად ადარებენ ბერლინის Berghain-ს. პოლიციის რეიდის შემდეგ „ბასიანმა“ ბერლინელი დიჯეებისაგან მხარდაჭერა მიიღო: „იყავით მუდამ ძლიერი!“ - დაწერა ბენ კლოკმა, გერმანელმა ტექნოარტისტმა.

ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს ღამის კლუბური კულტურის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. თბილისის ახალი მერი კახა კალაძე, „მილანის“ ექს- ფეხბურთელი, ღამის კლუბების მხარდამჭერ კამპანიას ატარებს და ამ მიზნით ოფიციალური პოსტიც კი შექმნა (ზოგიერთს მიაჩნია, რომ პოლიციის რეიდი კახა კალაძის კონკურენტების ნამოქმედარია „ქართული ოცნებიდან“). ქართველი ოლიგარქის, არაფორმალური ლიდერისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა რეპერია, რომელიც ნარკოსაშუალებების კანონმდებლობის ლიბერალიზების მომხრეა. პოლიციის რეიდიდან მეორე დღეს მან ახალი სიმღერა გააჟღერა სახელწოდებით „ლეგალიზება“. სხვათა შორის, შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: პოლიციის რეიდი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების დროს განხორციელდა. იგი დიდი ხნის განმავლობაში ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის როლს ასრულებდა, ახლა კი ოფიციალურად აირჩიეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ.

ქართველი ახალგაზრდების რეივის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალური ქსელების მეშვეობით საერთაშორისო დონეზე გავრცელდა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. სერგეი ლეშენკომ, უკრაინის პარლამენტის რეფორმისტმა წევრმა, რომლის ცოლი პოპულარული დიჯეია, თბილისურ აქციას ასე შეაფასა: „ეს იმის მაგალითია, რომ საბჭოურმა აზროვნებამ ქართველი ახალგაზრდების ცნობიერებაში საბოლოო მარცხი განიცადა“. ზოგიერთმა რუსმა ლიბერალმა ქართველების გაბედულებით აღტაცება გამოხატა: „რუსეთში სახელმწიფო სათათბიროსთან რომ ათასობით ახალგაზრდა გამოსულიყო, ისინი ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებოდნენ“, - ამბობს მოსკოველი ელენა გრაჩევა, რომელიც თბილისური პროტესტის თვითმხილველია.

პროტესტანტი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ ისინი კვლავ დაბრუნდებიან ქუჩაში და აქციას გაახლებენ, თუ ხელისუფლება ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობას არ შეარბილებს და თუ დახურულ ღამის კლუბებს არ გახსნის. როგორც ჩანს, ბრძოლა მუსიკის ფონზე მომავალშიც გაგრძელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა