logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"ng.ru"(რუსეთი): დიახ, შს მინისტრმა მოიბოდიშა, მაგრამ იგი მტკიცედ იცავს თავისი ხელქვეითების მოქმედებას; ახალგაზრდობის მღელვარებამ საქართველოს მწვავე გამოწვევები გააშიშვლა
"ng.ru"(რუსეთი): დიახ, შს მინისტრმა მოიბოდიშა, მაგრამ იგი მტკიცედ იცავს თავისი ხელქვეითების მოქმედებას; ახალგაზრდობის მღელვარებამ საქართველოს მწვავე გამოწვევები გააშიშვლა
09:05 17.05.2018
რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოში ბოლო დღეებში მომხდარი ამბები, კერძოდ, საკლუბო ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდობისა და მათ მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება აქციის დროს, პარლამენტის ოპოზიციურ წევრთა რეაქცია ხელისუფლების ნაბიჯებზე და ა.შ. მასალაში აღნიშნულია, რომ მინისტრი გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოშია მიწვეულია ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო: პარლამენტის წევრებს, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს მინისტრთან საკმაოდ ბევრი კითხვები აქვთ.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 12-13 მაისს გამართულმა საპროტესტო აქციამ ქართული საზოგადოება ორად გაჰყო, მოქალაქეთა პოზიციების პოლარიზება გამოიწვია, თუმცა შეხების წერტილები მაინც დარჩა: ყველა პრაქტიკულად თვლის, რომ არ შეიძლება პოლიციის გამოყენება შანტაჟის მიზნით, როცა იმ ახალგაზრდებს, ვინც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების მომხრენი არიან, ნარკოტიკებს უდებენ, მათი დაპატიმრების მიზნით. ასევე აქტიური მოსახლეობის დიდი უმეტესობა მიიჩნევს, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება მკაცრად დასჯადი არ უნდა იყოს (ანუ მათ საპყრობილე არ უნდა მიესაჯოს). ამასთან, ლიბერალები ამტკიცებენ, რომ დეკრიმინალიზება უნდა შეეხოს აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკს. და ბოლოს, საზოგადოება მეტ-ნაკლებად თანხმდება იმაში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა წარმატებით განმუხტა ფეთქებადსაშიში სიტუაცია რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „ნაციონალებმა“ მინისტრის კრიტიკას თავი უნდა დაანებონ ახალგაზრდების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ როცა „ნაციონალების“ მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსთაველის გამზირზე სისხლის გუბეებს აყენებდა ხოლმე, „ოცნების“ მინისტრმა დაპირისპირებული მხარეები ექსცესების გარეშე დაამშვიდა.

უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში განხეთქილება მხოლოდ მარიხუანას მოწევა-არმოწევის გამო არ მომხდარა. ნარკოტიკთთან დამოკიდებულების საკითხით, უბრალოდ, ქართულ საზოგადოებაში ძველსა და ახალ თაობას შორის დიდი ხნის წინ გაჩენილი ბზარი წარმოჩინდა. გარდა ამისა, ახალგაზრდების ჯგუფები აფილირებულნი არიან პოლიტიკური ელიტის სხვადასხვა ჯგუფებთან, რომლებთაც შეუძლიათ ეს ახალგაზრდები საკუთარი მიზნებისა და ინტერესების განხორციელება-გატარებისთვის გამოიყენონ.

სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მომიტინგე ახალგაზრდები პოლიციის თვითნებობის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწევენ და აი, რატომ:

დიახ, შს მინისტრმა მოიბოდიშა, მაგრამ იგი მტკიცედ იცავს თავისი ხელქვეითების მოქმედებას: არცერთ მათგანს უფლებამოსილება არ გადაუჭარბებიაო. მინისტრი ასევე დარწმუნებულია პოლიციის სპეცოპრაციაის სისწორეში ნარკოდილერების დაკავებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ მომავალში არაა გამორიცხული, რომ მსგავსი ქმედება კვლავ განმეორდეს;

დიახ, შს მინისტრი დაეთანხმა საპროტესტო აქციის აქტივისტებთან თანამშრომლობას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზების საკითხში, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა და რიგმა „მძიმეწონიანმა“ დეპუტატებმა უკვე განაცხადეს, რომ მაქსიმუმი, რაც შეიძლება იქნეს დაშვებული, ეს მხოლოდ დეკრიმინალიზება იქნება, ანუ ნარკომომხმარებლებს ციხეში აღარ ჩასვამენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც უამრავი კითხვა ჩნდება - ვინ შეიძლება ჩაითვალოს გამავრცელებელად, როგორ შეიძლება მომხმარებლის გადაქცევა გამავრცელებლად და ა.შ. მოკლედ, იმის გარანტია, რომ მარიხუანას მოწევა კანონით იქნება გარანტირებულ-დაცული, არ არის, ამიტომაც რაღაც დაპირებების მიცემა ზედმეტია.

დიახ, შს მინისტრმა წარმატებით დააშოშმინა ლიბერალები და კონსერვატორები პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, მაგრამ აქაც კითხვებია: აგრესიულობას იჩენდნენ კონსერვატორები, მაგრამ აქციიდან ავტობუსებში მხოლოდ ლიბერალები ჩასვეს, რომლებიც კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ. ყოველ შემთხვევაში, კონსერვატორებზე უარესად არ იქცეოდნენ. სადაა იმის გარანტია, რომ კონსერვატორები სიტყვიდან საქმეზე არ გადავლენ? მზად არიან თუ არა სამართალდამცველები მათ მიმართ წინააღმდეგობის გასაწევად? რამდენად შეეფერება ცალკეული ქართული ჯგუფების ულტრარადიკალური ლოზუნგები, ლოგოტიპები და სხვა „ატრიბუტიკა“ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგომ ქვეყანას, რომელსაც ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში?

ამრიგად, ახალგაზრდული მღელვარების შემდეგ თბილისში აშკარად მხოლოდ ერთი რამ ჩანს: არა მარტო ხელისუფლება, არამედ საზოგადოება აღმოჩნდა ისეთი გამოწვევების წინაშე, რომელთა გადალახვა სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული სახელმწიფოსათვის, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა