logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Kronen Zeitung» (ავსტრია): საქართველო-ღვინის სამშობლო, სადაც ჯერ კიდევ 8000 წლის წინათ ამზადებდნენ ამ სასიამოვნო სასმელს
«Kronen Zeitung» (ავსტრია): საქართველო-ღვინის სამშობლო, სადაც ჯერ კიდევ 8000 წლის წინათ ამზადებდნენ ამ სასიამოვნო სასმელს
12:00 09.05.2018
„კავკასიის ქვეყნები სულ უფრო მეტად ესწრაფვიან უცხოელი სტუმრების მიღებას და შესაბამისად, საერთაშორისო ტურიზმის ცენტრში ექცევიან: „თქვენ გაოცებული დარჩებით ქართული უძველესი კულტურისა და ტრადიციების მრავალფეროვნებით“, - გვეუბნება ჩვენი ექსკურსიამძღოლი ირინა, თბილისის აეროპორტიდან დედაქალაქში მიმავალ ავტობუსში მჯდომთ. სარკმლიდან სხვადასხვა ეპოქის შენობები მოჩანს, რაც ამ პატარა ქვეყნის მდიდარ ისტორიაზე მიუთითებს. როცა მეფე ვახტანგ გორგასალმა მე-5 საუკუნეში თბილისი დააარსა და ქვეყნის დედაქალაქად გადააქცია, საქართველო რომის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო. შუა საუკუნეებში ქვეყანას თავს ხშირად ესხმოდნენ არაბები, თურქ-სელჯუკები, სპარსელები და ოსმალოები... აქ ყველამ თავისი კვალი დატოვა“, - აღნიშნულია ავტრიული გამოცემის, «Kronen Zeitung»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ კარლ გრამერის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:

„ნარიყალას ციხე-სიმაგრემ ბევრ ეპოქას გაუძლო. თუ ის ადრე მიუდგომელი იყო, დღეს საბაგირო გზის მეშვეობით იოლად „ვიპყრობთ“. საბაგირო გზის ვაგონიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება - ძველი და თანამედროვე შენობები, მტკვარი და მასზე გადებული „მშვიდობის ხიდი“, მეტეხის ტაძარი... ქალაქს ზემოდან „ქართვლის დედა“ გადმოჰყურებს, რომელსაც ერთ ხელში მტრისთვის მახვილი უჭირავს, მეორეში კი მოყვრისთვის - თასი.

როგორც ექსკურსიამძღოლი გვეუბნება, მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს ტერიტორია რუსეთმა მიიტაცა და მის შემადგენლობაში დარჩა საბჭოთა პერიოდშიც: „თუმცა ქართველებმა თავიანთი იდენტურობა მაინც შეინარჩუნეს“. კავკასიელებში განთქმულია ქართველთა სტუმართმოყვარეობა, ქართული სამზარეულო, ქართული სუფრა... ჩვენი გიდი თამადის ფუქნციებს გვიხსნის, რომელიც ყველაზე სერიოზული პიროვნებას წარმოადგენს, იგი სადღეგრძელოებს სთავაზობს სუფრის წევრებს. თბილისში ბევრ ადგილზე ნახავთ თამადის კულტის დადასტურებას.

თბილისთან ახლოს მდებარე მცხეთა საქართველოს რელიგიურ ცენტრად ითვლება, რომელიც იმავდროულად ქვეყნის ისტორიულ დედაქალაქსაც წარმოადგენს. „აქ ბევრი რამ იერუსალიმს მოგვაგონებს“, - გვიხსნის გიდი და სვეტიცხოვლის ტაძარის მშენებლობასთან დაკავშირებულ ლეგენდას გვიყვება“, - წერს ავტორი და მკითხველს ღვინის ქართულად დაყენების ტრადიციებსაც აცნობს: „ჩვენ მუხრანში ვართ. საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება: აქ ჯერ კიდევ 8000 წლის წინათ ამზადებდნენ სასიამოვნო სასმელს ვაზის ნაყოფისაგან - ყურძნისაგან. ამას გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი ღვინის ჭურჭლები - ქვევრებიც ადასტურებენ, რომლებიც ჯერ კიდევ ჰომეროსს, აპოლონიუსს და ქსენოფონტეს აქვთ მოხსენიებული. ქვევერი იუნესკოს მიერ კაცობრიობიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“.

ავტორი ასევე აღწერს აზერბაიჯანში, ბაქოში ყოფნის შთაბეჭდილებებსაც.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა