logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„spiegel“(გერმანია): თავშესაფრის მიღების უსაფუძვლო თხოვნები საქართველოს მოქალაქეებისაგან
„spiegel“(გერმანია): თავშესაფრის მიღების უსაფუძვლო თხოვნები საქართველოს მოქალაქეებისაგან
11:04 03.05.2018
ცნობილი გერმანული გამოცემა „შპიგელი“ მკითხველებს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის ფაქტებს აცნობს, კერძოდ, სტატიაში საუბარია თავშესაფრის მიღების თხოვნების უჩვეულო ზრდა გერმანიაში უვიზო რეჟიმის მეშვეობით ჩასული ქართველებისაგან. იგივე ტენდენცია შეინიშნება ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.

როგორც „შპიგელი აღნიშნავს, ეს მოვლენა, რასაკვირველია, არასასიამოვნოა, რადგან სწორედ ამას უფრთხოდა ევროკავშირი, როცა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს აწესებდა. ცხადია, თუ ტენდენცია გაგრძელდება, ბრიუსელი, ალბათ, ვიზალიბერალიზების შეჩერების ან საერთოდ, მისი გაუქმების მექანიზმს აამოქმედებს.

რა თქმა უნდა, გერმანიის ხელისუფლება ცდილობს, რომ ყოველმხრივ შეისწავლოს თავშესაფრის მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი არგუმენტები და ობიექტურად გადაწყვიტოს საკითხი. შედეგები ასეთია: 2017 წელს თავშესაფრის მიღების 6340 მსურველიდან მხოლოდ 130 დაკმაყოფილდა. პრინციპში, ეს რაოდენობა 2%-იან ქვოტას შეესაბამება. „ევროკომისია ამ პრობლემის შესახებ უკვე საქმის კურსშია ჩაყენებული, მაგრამ მას სურს, რომ უვიზო რეჟიმის დარღვევები საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით გადაწყვიტოს. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დროში კონკრეტულ შედეგებს ვიხილავთ“, - წერს „შპიგელი“ და გერმანიის კომპეტენტური სტრუქტურების განცხადებას იმოწმებს.

თავის მხრივ, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული კამპანია, რომელიც გერმანიაში (და, რასაკვირველია ევროპის სხვა ქვეყნებში) თავშესაფრის მიღების უპერსპექტივობის განმარტებას ითვალისწინებს, [გარკვეულ დადებით შედეგს გამოიღებს]. ამასთან, გერმანიის შინაგან საქმეტა სამინისტროს ინიციატივით უკვე უახლოეს ხანში განხორციელდება საქართველოს კლასიფიცირება „უსაფრთხო ქვეყნად“. ამგვარი ძალისხმევა მნიშვნელოვნად გააიოლებს უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევ იმიგრანტთა დეპორტაციას.

ექსპერტების აზრით, ბევრი ქართველი, თავშესაფრის მიღების მცირე პერსპექტივის მიუხედავად, მაინც ჩადის ევროპაში, უმთავრესად იმ მიზეზით, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე და უკიდურესი სიღარიბეა გამაფებული. საქართველოს მშპ (ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი) ერთ სულ მოსახლეზე თვეში, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 280 ევროს შეადგენს. შედარებისთვის: გერმანიაში კი, 2017 წლის მიხედვით, 3300 ევრო იყო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა