logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The Guardian»(დიდი ბრიტანეთი): როცა „ძველი მსოფლიოს“ ღვინის ქვეყნებზე ვლაპარაკობთ, საქართველო მეფედ უნდა ვაღიაროთ
«The Guardian»(დიდი ბრიტანეთი): როცა „ძველი მსოფლიოს“ ღვინის ქვეყნებზე ვლაპარაკობთ, საქართველო მეფედ უნდა ვაღიაროთ
11:58 01.05.2018
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Guardian»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია მსოფლიოში ვაზის (ვენახების) გაშენების გეოგრაფიულ არეალზე, ღვინის დამზადების ტრადიციებზე და საერთოდ, მეღვინეობის სპეციფიკაზე სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ჩად პარხილის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ფრაგმენტს:
.
„ღვინის სამყარო უდიდესია, პირდაპირი გაგებით. ის მცენარე, რომლის ნაყოფისაგან ღვინოს ამზადებენ, სამხრეთ შვედეთიდან ახალ ზელანდიამდე ხარობს. მიუხედავად ამისა, ღვინის მოყვარულები და ბევრი ღვინის ექსპერტი-პროფესიონალი ღვინის სამყაროს არცთუ სამართლიანად ორ ნაწილად ჰყოფენ: არის „ძველი მსოფლიო“, რომელიც ტრადიციულად მოიცავს საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ესპანეთს, პოსტუგალიას, ავსტრიას და „ახალ მსოფლიოს“ - აშშ, სამხრეთ ამერიკას (არგენტინას ჩილეს), ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას.

რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს ღვინის დამზადების ხანგრძლივ ტრადიციებს, ღვინის პრესტიჟს... მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიმე ქვეყანაში ვაზი ხარობს და ვენახებია გაშენებული, მას ღვინის ქვეყნად ვერ ვაღიარებთ. კუნძულ ბალიზეც ხარობს ვაზი, მაგრამ განა ბალის ღვინოს ვინმე დალევს? თუმცა ფაქტია, რომ ავსტრიის სამხრეთით ისეთი ქვეყნები მდებარეობენ, სადაც ღვინო უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო - საბერძნეთი, ხორვატეთი, ჩეხეთი... უსამართლობაა, რომ ამ ქვეყნებში დამზადებულ ღვინოებს მნიშვნელოვან ყურადღებას არ უთმობენ“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციებს აცნობს.

„როცა „ძველ მსოფლიოზე“ ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში საქართველო მეფედ უნდა ვაღიაროთ - როგორც ასაკის, ისე ღვინის დამზადების სტილის მიხედვით. საქართველოში მეღვინეობა და ღვინის დამზადების კულტურა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 6000 წლის წინათ არსებობდა, ანუ ესაა მეღვინეობის ყველაზე ადრეული დადასტურება. ქართული ღვინოები ბოლო დროს ცნობილი სასმელების სიებში საკმაოდ მაღალ ადგილს იკავებენ და ვაი იმ სომელიეს, რომელიც „რქაწითელს“ „საფერავისაგან“ ვერ გაარჩევს (ესენია ქართული თეთრი და წითელი ღვინოების ყველაზე ცნობილი სახეობები).

სწორედ ისტორიას გრძნობთ ქართული ღვინის ყოველ ყლუპზე, რაც ქვეყანას მიმზიდველს ხდის ღვინის ბოტანიკოსებისთვის. საქართველო ცნობილია ღვინის დაყენების კულტურით, მისი დამზადებისათვის აუცილებელი ატრიბუტებით, შესანახი ჭურჭლებით, რომლებიც მარნებში (სარდაფებში) მიწაშია ჩაფლული“, - აღნიშნავს ავტორი და მკითხველს ღვინის კომპანია „ხოხბის ცრემლების“ შექმნის ისტორიასა და წარმატებებს აცნობს, რომლის დამაარსებელი ამერიკელი ჯონ ვურდემანია.

ჩად პარხილი წერს აგრეთვე კიდევ ერთ ქართულ კომპანიაზე - „თბილღვინოს“ შესახებ: „ეს კომპანია ქართული ღვინის უდიდესი ექსპორტიორია. „თბილღვინოს მიერ დამზადებული და ჩამოსხმული ღვინოები ძვირი არ არის, მაგრამ დალევისას სასიამოვნო გემოს ტოვებს“, - ნათქვამია სტატიაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა