logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
Frankfurter Allgemeine Zeitung»(გერმანია): ქართველ მწერალთა ჯგუფი- „ცისფერყანწელები“
Frankfurter Allgemeine Zeitung»(გერმანია): ქართველ მწერალთა ჯგუფი- „ცისფერყანწელები“
11:36 01.05.2018
გერმანული გამოცემის, «Frankfurter Allgemeine Zeitung»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ქართველი ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთი პერიოდი - 1915-1930-იანი წლები, როცა სამწერლობო არენაზე ახალი მიმდინარეობები და ჯგუფები გამოჩნდნენ, მათ შორის - „ცისფერყანწელები“ (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ნიკოლოზ მიწიშვილი და სხვები). მასალაში ყურადღება ეთმობა ქუთაისში ჩამოყალიბებული პოეტური ჯგუფის წევრების ვინაობას - ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, რა ბედი ეწიათ, როგორი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება მათი ლიტერატურული შემოქმედების მიმართ.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული „ცისფერყანწელთა“ როლი და მნიშვნელობა ქართულ ლიტერატურაში. ავტორი ხაზს უსვამს ბოლშევიკი ლიდერების ნეგატიურ დამოკიდებულებას პოეტებისადმი. მაგალითად, ფილიპე მახარაძემ, რომელიც 1921 წელს რევკომის წევრი გახდა, ისინი ლიტერატურულ დამნაშავეებად შერაცხა: „ბნელი ძალების წარმომადგენლების დრო უკვე წავიდა“, - წერდა იგი 1916 წელს ერთ-ერთ გაზეთში და აღნიშნავდა, რომ „ცისფერყანწელები“ „გარყვნილი ცხოვრების“ წესს ქადაგებდნენ.

ვრცელი სტატიის ერთ ნაწილში ქვესათაურით „ცამეტი მამაკაცი და ერთი ქალი“ ნათქვამია, რომ „ცისფერყანწელთა“ პოეტურ ჯგუფში ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები იყვნენ, თუმცა მათ შორის იყო ერთი ქალიც, სახელად ელენე ბაქრაძე (ფსევდონიმით „დარიანი“), „რომელიც გათხოვილი იყო, მაგრამ პაოლო იაშვილი უყვარდა“. ავტორი წერს, რომ 2013 წელს ლიტერატურულ მუზეუმში მისი შემოქმედების გამოფენა მოეწყო.

პუბლიკაციაში აღწერილია 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ-კულტურული ცხოვრება, როცა ევროპაში პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, რუსეთში - სამოქალაქო ომი, საქართველოში კი შედარებითი სიმშვიდე იგრძნობოდა. „რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რომელსაც სოციალ-დემოკრატები მართავდნენ, გერმანიის იმპერია მფარველობით. ეს იყო განსხვავებული ახალი იდეების, ავანგარდული მიმდინარეობების ეპოქა, რომლებიც ერთმანეთს ავსებდნენ და ამდიდრებდნენ. შესაბამისად, აქტიური იყო „ცისფერყანწელთა“ როლიც (ქუთაისში და თბილისში). მათ მიერ დაარსდა ლიტერატურული კაფე „ქიმერიონი“, გამოდიოდა გაზეთი ბარიკადი“ და ჟურნალი „მეოცნებე ნიამორები“.

1921 წელს საქართველოს თავს დაესხა საბჭოთა რუსეთი და რესპუბლიკის ოკუპირება მოახდინა. სტატიაში ავტორი იხსენებს „ცისფერყანწელი“ პოეტის კოლაუ ნადირაძის ლექსს, რომელიც სწორედ ოკუპაციის დროინდელ სიტუაციას ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ „ცისფერყანწელები“ ზოგადად ბოლშევიკურ ხელისუფლებას შემრიგებლურად შეხვდნენ, მათ ე.წ. „პროლეტარულმა მწერლებმა“ შეუტიეს, რომლებიც კომუნისტური პარტიის გენერალური ხაზის გამტარებლები იყვნენ. ამ ფონზე ზოგიერთმა „ცისფერყანწელმა“ სოციალიზმისათვის ფეხის აწყობა სცადა. 1931 წელს „ცისფერყანწელები“ ცალკეულ ლიტერატურულ ჯგუფებად დაიშალნენ.

სტატიაში საუბარია მწერალ გრიგოლ რობაქიძეზე, რომელიც სოციალიზმისადმი ბოლომდე შეურიგებელი დარჩა და თავშეფარი გერმანიაში ჰპოვა. „გრიგოლ რობაქიძემ გერმანიაში გამოცემულ თავის რომანებში ერთი მხრივ, ამხილა საბჭოთა წყობის სისხლიანი ბატონობა და ტოტალიტარიზმი, მაგრამ მეორე მხრივ მან ფაშისტ დიქტატორებს - ადოლფ ჰიტლერს და ბენიტო მუსოლინს ორი წიგნი მიუძღვნა“, - წერს ავტორი.


1920-იან წლებში „ცისფერყანწელები“ ძალზე პოპულარულნი იყვნენ არამარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ისინი რუსმა მკითხველმა ოსიპ მანდელშტამის, ბორის პასტერნაკის და ნიკოლოზ ტიხონოვის მეშვეობით გაიცნო, რომლებმაც „ცისფერყანწელთა“ პოეტური ქმნილებები რუსულ ენაზე თარგმნეს.

1934 წელს მწერალთა პირველ საკავშირო ყრილობაზე საბჭოთა ლიტერატურისათვის ერთადერთ სავალდებულო ნორმად სოციალისტური რეალიზმი გამოცხადდა. ყრილობის მუშაობაში ოთხი ყოფილი „ცისფერყანწელიც“ მონაწილეობდა, ხოლო მათგან სამი - პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ნიკოლო მიწიშვილი სიტყვითაც გამოვიდნენ. ფორუმზე პასტერნაკისა და ტიხონოვის მიერ მათი რუსულად თარგმნილი ნაწარმოებების წარდგენაც მოეწყო, რაც ეიფორიულად იქნა აღქმული. მაგრამ ყრილობაზე „ცისფერყანწელები“ მაინც გააკრიტიკეს: „ფეხს ვერ უწყობთო საბჭოთა ლიტერატურის სოციალისტურ ტემპებს, ქადაგებთ ინდივიდუალიზმს, მისტიციზმს, ბოჰემის კულტს და რეალობას თავს არიდებთო“, რაც საბჭოთა ლიტერატურაში სასიკვდილო ცოდვად იყო მიჩნეული. იმ დროს პაოლო იაშვილს და ნიკოლო მიწიშვილს იოსებ სტალინისადმი უკვე ოდები ჰქონდათ მიძღვნილი, მაგრამ რეპრესიებს მაინც ვერ გადაურჩნენ.

1937 წელს პაოლო იაშვილმა, რომელიც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა (ჩეკისტები მისგან ცილისწამებას ითხოვდნენ მეგობარ მწერლებსა და კოლეგებზე), ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა და თავი მწერალთა სასახლეში მოიკლა.

ქართველების მთავარმა ჯალათმა ლავრენტი ბერიამ, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა დაზვერვის ხელმძღვანელი გახდა, მწერლებს პაოლო იაშვილის დაკრძალვაში მონაწილეობა აუკრძალა. ერთადერთი ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილა, „ცისფერყანწელი“ კოლაუ ნადირაძე იყო. როცა ლავრენტი ბერიას ეს ფაქტი გააგებინეს, მას უთქვამს: „ბრავო! ხელი არ ახლოთ“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა