„გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები საქართველოს მოქალაქეების მიერ რაოდენობრივად მკვეთრად გაზრდილი
და იმავდროულად უსაფუძვლოდ წარდგენილი განაცხადების წინაშე აღმოჩნდნენ, თავშესაფრის მიღების მიზნით. ეს მოხდა სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ“-ამის შესახებ გერმანული რადიოსადგურის «Deutsche Welle»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.
გამოცემის თანახმად, მიმდინარე მონაცემების მიხედვით, მხოლოდ გერმანულმა უწყებებმა საქართველოს მოქალაქეთა სამჯერ მეტი თხოვნა დაარეგისტრირეს თავშესაფრის მიღებაზე, ვიდრე ეს ვიზა-ლიბერალიზებამდე იყო, 2017 წლის მარტის ბოლომდე.
„თვითონ განსაჯეთ: თუ 2017 წლის იანვარ-მარტში, ანუ უვიზო რეჟიმის შემოღებამდე, 601 განცხადება იყო წარდგენილი, 2018 წლის იმავე პარიოდში უკვე 1771 განცხადება. მსგავსი ან კიდევ უფრო უარესი სიტუაცია შეიმჩნევა იტალიაში, საფრანგეთში და შვედეთში. ვიზების გაუქმების მოწინააღმდეგეები აღნიშნავენ, რომ ისინი სიტუაციის სწორედ ამგვარად განვითარებას წინასწარმეტყველებდნენ. გარდა მისა, თავის დროზე ვიზალიბერალიზაციის კრიტიკოსები უვიზო რეჟიმის მხარდამჭერებს აფრთხილებდნენ, რომ სავიზო ბარიერების არარსებობით ქართული კრიმინალიტეტი აუცილებლად ისარგებლებდა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირში შეიძლება დაიწყოს განხილვა საკითხისა, ამოქმედდეს თუ არა მექანიზმი უვიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. როგორც ცნობილია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება-გაუქმების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევებში, თუ მნიშვნელოვნად მოიმატებს უსაფუძვლო თხოვნები თავშესაფრის მიღების თაობაზე ანდა მიგრანტები ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნიან“-წერს გამოცემა.

















