logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"globalaffairs"(რუსეთი):არც მშვიდობა, არც ომი, მხოლოდ ბიზნესი-როგორ ეძებენ რუსეთი და საქართველო თანაარსებობის ფორმებს
"globalaffairs"(რუსეთი):არც მშვიდობა, არც ომი, მხოლოდ ბიზნესი-როგორ ეძებენ რუსეთი და საქართველო თანაარსებობის ფორმებს
11:29 26.04.2018
რუსეთის ერთ-ერთ ცნობილ ანალიტიკურ ჟურნალის, «Россия в глобальной политике»-ს ახალ, მაის-ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოსა და რუსეთის თანამედროვე ურთიერთობის პრობლემატიკა: გადმოცემულია ორი მეზობელი ქვეყნის ერთმანეთთან დამოკიდებულების ეტაპები ბოლო 25 წლის მანძილზე, ნაჩვენებია 2008 წლის ომის შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის ჩამოყალიბებული უნიკალური ვითარება - „ბიზნესი პოლიტიკისა და დიპლომატიის გარეშე“. მასალაში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ანალიტიკოს მიხეილ ვიგნანსკის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

„საქართველო-რუსეთის ომის ათი წლის იუბილესათვის ორ ქვეყანას შორის იმდენად უნიკალური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ არაა გამორიცხული, მომავალში მასზე სასწავლო სახელმძღვანელოებშიც დაწერონ. დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, აღდგენის შესაძლებლობა არ ჩანს. თბილისისთვის (და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, ნიკარაგუა-ვენესუელა-ნაურუს გარდა), რუსეთი ოკუპანტია, რომელიც სამხედრო ბაზების მეშვეობით, უკანანოდ ჩამოშორებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებს. უფრო მეტიც, ეტაპობრივად ახორციელებს საქართველოს ავტონომიების ინკორპორირებას თავის სივრცეში.

იდეაში ასეთი მდგომარეობა უნდა გულისხმობდეს ძალზე ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ნაპრალს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, მათ მკვეთრ გაუცხოებას ერთმანეთთან. მაგრამ რუსეთი, როგორც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვაჭრობის მოცულობის მიხედვით, საქართველოსთვის მეორე მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს და ამ მაჩვენებელს ზრდის სტაბილური ტენდენცია აქვს. ყოველწლიურად მატულობს რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში. 2017 წელს საქართველომ რუსეთში 48 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა, რაც 2016 წელთან შედარებით 76%-იან ფანტასტიკურ მატებას ნიშნავს. ყველა გამოკითხვების თანახმად, საქართველოში ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაციის მსურველთა რაოდენობა სტაბილურია (70%), მაგრამ იმდენივეა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის იდეის მხარდამჭერთა რაოდენობაც - ქართველები აცნობიერებენ, რომ მოსკოვთან კავშირების აღდგენის გარეშე ტერიტორიული პრობლემების მოგვარება ვერ მოხერხდება. (...)

რუსეთის ბაზარზე დაბრუნება 2013 წელს, შვიდწლიანი ემბარგოს შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობის კონკრეტული მიღწევაა. საკმარისი იყო მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიისათვის ჩვეული ანტირუსული რიტორიკის შესუსტება, რომ მოსკოვმა იმწუთსვე დაივიწყა ქართულ პროდუქციის მიმართ ადრე წაყენებული პრეტენზიები. და საერთოდ, საქართველოში ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ეკონომიკური ემბარგო პოლიტიკური მიზეზით იყო მოტივირებული. პარალელურად, 2014 წელს, საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვან პრეფერენციებს ითვალისწინებს. სწორედ ამაში აირეკლება ის პრაგმატიზმი, რომელსაც თბილისი საგარეო პოლიტიკაში ახორციელებს: დასავლეთთან ურთიერთობა, მაგრამ არა რუსეთთან დაპირისპირების ხარჯზე, არამედ პირიქით - ქართულ-რუსული ურთიერთობის სტაბილიზების ფონზე.

საქართველოს ასეთი პოლიტიკა დასავლეთისთვის მისაღები აღმოჩნდა. დასავლელი პარტნიორები თბილისს მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებას ურჩევენ. შეიძლება ითქვას, რომ თბილისმა მოსკოვს კოზირები წაართვა სასაყვედუროდ: აღარ არის მიხეილ სააკაშვილის დროინდელი „ანტირუსული ისტერია“ და „აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის საფრთხე“. თუ რა სარგებლობა მიიღო ამით საქართველომ, ამაში შეიძლება ამერიკული „ჯაველინ“-ებისა და ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებით დავწმუნდეთ: 2008 წლის შემდეგ დასავლეთი დიდი ხნის მანძილზე იკავებდა თავს თბილისისათვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე, მაგრამ საქართველომ პარტნიორები დააჯერა, რომ იარაღი მხოლოდ თვდაცვისთვის ჭირდება.

ცხადია, გასულ ათწლეულში ერთმანეთისაგან ორი მეზობლის მენტალური დაშორება არ ნიშნავს მათ გეოგრაფიულ დაშორებას. ანუ რუსეთი და საქართველო სამეზობლოდ არიან განწირულნი. კითხვა მხოლოდ ისაა, როგორი მეზობლობისთვის? საბოლოო მშვიდობა რომ არ არის, ეს ცუდია, მაგრამ ომიც რომ არაა, ეს კარგია.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ „სტრატეგიული თმენის პოლიტიკას“ ატარებს, რასაც დასავლეთი მხარს უჭერს. ეს არის სრულიად ახალი რეალობა რუსეთთან ურთიერთობის ისტორიაში. უკვე ხშირად ისმის კითხვა - თუ ასეთი პოლიტიკა ორივესთვის არის მისაღები, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის მთავარი „მხოლოდ ბიზნესია“, მაშინ რამდენდაა აუცილებელი დიპოლომატიური ურთიერთობის აღდგენა? როგორც ცნობილია, დღეს თბილისსა და მოსკოვში, დიპლომატიური წარმომადგენლობების ნაცვლად, ინტერესთა სექციები მოქმედებენ (შვეიცარიის საელჩოში). საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი დააწესა, თავის მხრივ, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემა გაცემა გააიოლა. ასეთ სიტუაციაში უპრიანი იქნება ორივე მხარემ უფრო მეტად სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნაზე იფიქროს, ვიდრე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის უნიკალურობა, სუბიექტურად თუ ვიტყვით, მხოლოდ ამაში არ გამოიხატება. როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განვლილ წლებში ერთმანეთთან დამოკიდებულებაში რაღაც მენტალური რევოლუცია მოხდა, რომლის შედეგები ჯერ-ჯერობით გასარკვევია. ფაქტი კი ისაა, რომ ამ ისტორიულად მოკლე დროში მხოლოდ ერთი თაობა გაიზარდა, პრაქტიკულად კი ისე ჩანს, რომ მთელი ეპოქა შეიცვალა. თუ ადრე, 1980-იან წლებში, ქართველი სტუდენტები მოსკოვში დადიოდნენ ცოდნის გასაფართოებლად, დღეს საქართველოში იმავე მიზნით რუსი სტუდენტები ჩამოდიან. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს რეალობა პოსტსაბჭოთა სივრცეში უნიკალურ გამოვლენას წარმოადგენს. გამოდის, რომ თბილისი რუსი ახალგაზრდებოსათვის (და არა მხოლოდ მათთვის) ისეთივე მაგნიტი გახდა, როგორიც მოსკოვი იყო ქართველებისთვის გვიან საბჭოთა პერიოდში.

თუ ტურიზმის მონაცემების გეოგრაფიულ არეალს გადავხედავთ, საქართველოში ჩადიან რუსეთის თითქმის ყველა რეგიონიდან - მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და რიაზანიდან დაწყებული, კალინინგრადით და კამჩატკით დამთავრებული. გასულ წელს საქართველოს რუსეთის 1 მილიონ 400 ათასი მოქალაქე ეწვია - და ეს დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის დროს! მათგან ბევრი რუსეთში, შეიძლება ითქვას, „კეთილი ნების ელჩთა“ რანგში დაბრუნდნენ, რაც საქართველოს „რბილი ძალის“ გამოხატულებაა.

ამავე დროს გასაგებია, რომ „სტრატეგიული თმენის პოლიტიკა“ მუდმივი არაა და მისი ტრანსფორმირება უნდა მოხდეს, მან რაღაც სტრატეგიული შედეგი უნდა მოიტანოს. ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი საქართველოს მოუწოდებს: „საერთოდ დაივიწყეთ რუსეთთან ურთიერთობა, ჩვენ ხომ გეხმარებით, ინვესტიციებს ვდებთ, იარაღსაც გაძლევთ... ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიხვდება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების რჩენა ძვირი უჯდებაო“.

გასაგებია, მაგრამ რუსეთის „დავიწყება“ რომ ვერ ხერხდება? 2017 წელს უცხოეთის ქვეყნებში წასული ქართველების მიერ სამშობლოში ფულადი სახით 1,4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შედგენს. რუსეთიდან საქართველომ 455 მილიონი დოლარი მიიღო, რაც 15%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს. შედარებისთვის: მეორე და მესამე ადგილზეა აშშ და იტალი - 140 მილიონი დოლარით. აბა, ასეთ პირობებში როგორ „დაივიწყებ“ რუსეთს?

თბილისის მერი კახა კალაძე არაფერს ცუდს არ ხედავს დედაქალაქის პროექტებში გამოცხადებულ ტენდერებში რუსული კომპანიების მონაწილეობაში: „მოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა, შექმნან სამუშაო ადგილები. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“. საერთოდ კი, საქართველოში აშკარად შესაჩნევია რუსული მსხვილი კაპიტალის წილი, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში“, - ნათქვამია სტატიაში.

„რამდენად იოლია საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება მაშინ, როცა ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია? როცა თბილისიდან 40 კილომეტრში რუსეთის სამხედრო ბაზაა დისლოცირებული? საინტერესოა, რომ გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობა ძველებურად აღარ აყენებს პირველ ადგილზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოს მოქალაქეებს უფრო სოციალური პრობლემები აწუხებთ. ცუდია ეს თუ კარგი? იქნებ ამ მონაცემებს სხვა კუთხით შევხედოთ? განა უფრო იოლი არ იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება, თუ სოციალური პრობლემები მოგვარდება და საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერდება, სოხუმისა და ცხინვალისათვის მიმზიდველი გახდება?, - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე ქართველი ექსპერტების - კორნელი კაკაჩიას, ივლიანე ხაინდრავას, დავით მირცხულავას თავალსაზრისები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა