logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ngnovoros.ru“(რუსეთი): თბილისი ტურისტებს პირდაპირ ატყვევებს; იქ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადიან
„ngnovoros.ru“(რუსეთი): თბილისი ტურისტებს პირდაპირ ატყვევებს; იქ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩადიან
13:31 24.04.2018
რუსული გამოცემის, «Наша газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ქალაქ ნოვორისიისკის გაზეთში გამოქვეყნდა, საუბარია საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობაზე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ გალინა ტეტერინას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:

„რატომ არის კარგი კრასნოდარის მხარეში ცხოვრება? იმიტომ, რომ უპრობლემოდ შეგიძლია გამოსასვლელ დღეებში ნოვოროსიისკიდან ან კრასნოდარიდან საქართველოში წახვიდე და იქაური შთაბეჭდილებებით დატკბე. ამას წინათ საქართველოში ვიყავი და ეს მოგზაურობა ჩემს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოგზაურობად იქცა. ჩვენი ტურისტული ავტობუსები საქართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაგიყვანთ.

დღეს საქართველო ტურისტებს პირდაპირ ატყვევებს და ხიბლავს - იქ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან. თბილისის ქუჩებში დადიან მკაცრი გამომეტყველების გერმანელები, ინგლისელები და ფრანგები, ძალიან ბევრია „ყველგანმავალი“ ჩინელები ფოტოაპარატებით, აქ შეხვდებით მთელ ოჯახებს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - ირანიდან, არაბთა ემირატებიდან, ინდოეთიდან... რაც შეეხება რუსულ ენას, ის ქალაქის ყველა კუთხეში ისმის.

საქართველოში თავს ისე კარგად გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა, რუსეთთან შედარებით რამდენიმე საუკუნით ადრე მიიღო. ექსკურსიების სოლიდური წილიც სწორედ უძველესი ტაძრების, ეკლესიების და ქრისტიან წმინდანთა საძვალეების დათვალიერებაზე მოდის. უსაფრთხოება გარანტირებულია: თვითონ ქართველები აცხადებენ, რომ მათთვის სტუმართა უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას. კორუფცია პრაქტიკულად არ არსებობს. საქართველოში სამოგზაურო ტურის განსაკუთრებული სახეობაც კი ჩამოყალიბდა: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული გოგონები აქ მარტო დადიან - მათ იციან, რომ არავინ არაფერს არ დაუშავებთ.

რაც შეეხება რუსულ ენას: საქართველოს მოსახლეობის უფროსი თაობა რუსულად კარგად ლაპარაკობს. ასე რომ, გზა არ დაგებნევათ და არ დაიკარგებით. ადგილობრივი მცხოვრებლები სიამოვნებით დაგეხმარებიან, სიმღერებსაც გიმღერებენ და გაგამხიარულებენ. ახალგაზრდები კი უცხოელთან შეხვედრისას ინგლისურ ენაზე ლაპარაკობენ (...).

ქართველები ძალიან მორწმუნე ხალხია, რასაც ერთი ფაქტიც მოწმობს: ბოლო წლებში შობადობის დონე საქართველოში ძალიან მცირდებოდა. პატრიარქი ილია მეორე მრევლს დაპირდა, რომ ოჯახში დაბადებულ ყოველ მესამე ბავშვს პირადად თვითონ მონათლავდა. როცა მან ბავშვების მონათვლა დაიწყო, შობადობის დონეც საოცრად გაიზარდა.

საქართველოში ძალიან საინტერესოდ ჩანს მართლმადიდებლური რწმენის შეთავსება აღმოსავლური ხასიათთან. ქართველები მხიარული ხალხია, რაც მათი განმასხვავებელი ნიშანია. ძალიან უყვართ სუფრა, რომელიც ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი. სუფრაზე თამადა ბევრ სადღეგრძელოს ამბობს, მაგრამ იწყებს უფლისა და სიწმინდეების დალოცვით, მშობლიური ქვეყნის, ხალხის გმირების მოხსენიებით, დიდ პატივისცემას გამოხატავს ქალების მიმართაც: თქვენ უნდა ნახოთ რუსი ქალები ქართველი თამადის კომპლიმენტების შემდეგ - ისინი პირდაპირ დნებიან (სხვათა შორის, მეც ასეთი ვარ!). მარტო ამისთვის უნდა წახვიდეთ საქართველოში, რომ თავი შინაურებში უზრუნველად იგრძნოთ გადატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ქართველებს ნაკლოვანებებიც აქვთ: მათ არსად არ მიეჩქარებათ და სამუშაო დღესაც საკმაოდ გვიან იწყებენ. ლეგენდაც კი არსებობს მათ აუჩქარებლობასთან დაკავშირებით: „როცა უფალი ხალხებს მიწებს ურიგებდა, ქართველებმა დააგვიანეს. ღმერთმა ჰკითხა, რად დააგვიანეთ, სად იყავითო. ქართველებმა უპასუხეს - სუფრა გვქონდა გაშლილი, თქვენს სადღეგრძელოს ვსვამდითო. უფალს პასუხი მოეწონა და გადაწყვიტა, მათთვის ის მიწა მიეცა, რომელიც თავისთვის ჰქონდა შენახული. სწორედ იმ დროიდან უფრთხილდებიან ქართველები თავიანთ სამშობლოს, უყვართ და ადიდებენ.

ქართველები განთქმული მეღვინეები არიან. უკვე დადგენილია, რომ სწორედ აქ ჩაისახა ღვინის კულტურა და მეღვინეობა. საქართველოში ცუდი ღვინო არ არსებობს, ყველა მხარეს თავისი სასიამოვნო სასმელი აქვს. არაფერს ვიტყვი ქართულ ეროვნულ სამზარეულოსა და უგემრიელესი საჭმელებზე...

თბილისი ძალიან კულტურული ქალაქია, სადაც ბევრი თეატრი, მუზეუმი, გალერეა მუშაობს. ქუჩებში ისეთ სასიამოვნო და საინტერესო სცენებს ნახავთ, რომ მათ გადასაღებად, როგორც ადრე ამბობდნენ ხოლმე, „ფოტოაპარატში ფირი არ გეყოფათ“. აქ არის ბევრი ადგილი, სადაც გეგონებათ, რომ დრო გაჩერებულია: ძველი თბილისი ძალიან მომხიბლავია. აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ აბანოთუბანი, სადაც აბანოებში ბუნებრივად თბილი გოგირდიანი წყლები მოდის. თბილისის სახელწოდებაც აქედანაა...

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა