logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«The Washington Post»(აშშ): რატომ მიდიან რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოში
«The Washington Post»(აშშ): რატომ მიდიან რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოში
13:24 24.04.2018
გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Washington Post»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია სიტუაცია, რომელიც რუსეთ-აშშ-ის შორის ურთიერთობის გაუარესების შედეგად წარმოიქმნა: ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებამ რუსეთის მოქალაქეებისათვის აშშ-ში გასამგზავრებელი ვიზების გაცემის პროცესი შეაფერხა. უბრალო ადამიანები „ჯვარედინ დიპლომატიურ ცეცხლში“ მოხვდნენ, რომელშიც აშკარად ჩანს „ცივი ომის“ კონტურები. ერთი წლის წინ აშშ-ში გასამგზავრებელი ტურისტული ვიზა ერთ კვირაში შეიძლებოდა მიეღო მსურველს, ახლა კი ვიზის მიღებას რვა თვის ლოდინი ჭირდება“, - ნათქვამია სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ემი ფერის-როტმანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

აშშ-ის ვიზას 250 დღე რომ არ ელოდონ, რუსეთის ასობით მოქალაქე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მიდიან, ვთქვათ, ლატვიაში, აგრეთვე იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკას არ უპირისპირდებიან, იმ იმედით, რომ იქ არსებული აშშ-ის საელჩოს სამსახურით ისარგებლონ. ამ მხრივ კავკასიაში მთელი კუსტარულ-ტურისტული მიმართულება ჩამოყალიბდა - „ღვინო და ვიზები“, რომლის თანახმად, ვიზების ლოდინში მაძიებლებს შეუძლიათ დრო კარგად გაატარონ: „სასიამოვნოს სასარგებლო“ შეუთავსონ და ექსკურსიები მოაწყონ რესტორნებსა და მარნებში ქართული ღვინოების დასაგემოვნებლად.

მაგრამ, რასაკვირველია, ყველას არ აქვს იმის დრო და ფული, რომ მეზობელ ქვეყანაში წავიდეს ამერიკის ვიზის მიღების მიზნით. ამიტომ აშშ-ში წამსვლელი რუსების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. ისინი სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებში გადანაწილდნენ.

საერთოდ, აშშ-ში წამსვლელების რაოდენობა განსაკუთრებთ ბევრი არასოდეს ყოფილა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წელს ამერიკაში რუსეთის 240 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან ძირითადად ან ბიზნესმენი იყო, ან სტუდენტი. დღეს ამერიკა ბევრს მიუღწეველ ქვეყნად ეჩვენება და იქ წასვლაზე ფიქრი უფრო ფანტაზიებს ჰგავს.

ალბათ, კრემლს ძალიან უხარია, რომ სულ უფრო ცოტა რუსი გაემგზავრება ამერიკაში და შესაბამისად, ასევე ნაკლები რაოდენობის რუსი მოხვდება დასავლეთის რბილი ძალის ზემოქმედების ქვეშ. გასულ კვირას რუსეთმა თავის მოქალაქეებს, რომლებიც „არამეგობრულ ქვეყნებში“ სწავლობენ, მოუწოდა, რომ უარი თქვან დასავლური განათლების მიღებაზე, დაბრუნდნენ რუსეთში და სწავლა ეროვნულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა