„რუსეთის პრეზიდენტმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა, პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და ფედერალური
საკრებულოს (სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს) წევრებმა 2017 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები გამოაქვეყნეს“, - ნათქვამია გაზეთ «КоммерсантЪ»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
"რაც შეეხება სახელმწიფო სათათბიროს წევრების ქონებას, როგორც გაირკვა, ერთ-ერთ დეპუტატს ქონება საქართველოშიც ჰქონია: „პარტია „ედინაია როსიას“ წევრი, დეპუტატი ოთარ არშბა [დედით ქართველი, მამით - აფხაზი, ФСБ-ის გადამდგარი პოლკოვნიკი, აფხაზი სეპარატისტების ფინანსური სპონსორი 1992-93 წლებში - რედ.] საქართველოში ფლობს მიწის ორ ნაკვეთს და ერთ ოთახს (16 კვ.მ.). მისი ცოლს მარინე ზენაიშვილსაც საქართველოში ასევე აქვს მიწის ორი ნაკვეთი, ორი სახლი და ბინა“-წერს გამოცემა.

















