logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
«Samoa Observer» (სამოა): საქართველოდან ახალი ელჩი გვეწვია
«Samoa Observer» (სამოა): საქართველოდან ახალი ელჩი გვეწვია
11:45 11.04.2018
საქართველოს სამოაში ახალი ელჩი ჰყავს. დიპლომატმა გიორგი დოლიძემ 10 აპრილს სამოას სახელმწიფოს უზენაეს მმართველს, მის უდიდებულესობა ტუიამალეალიიფანო ვაალეტოა სუალაუვი II-ს რწმუნების სიგელი წარუდგინა.

„მართალია, საქართველო და სამოა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ერთმანეთისაგან დაშორებულები არიან, მაგრამ იმავე დროს ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ახლოს დგანან საერთო ფასეულებათა გაზიარებით, მათ შორის საერთაშორისო სამართლის, თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში“, - განააცხადა ბატონმა გიორგი დოლიძემ.

„ჩვენ სამოას მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ როგორც წყნარი ოკეანის რეგიონში, ასევე გლობალურ სცენაზე. ჩვენს ქვეყნებს საერთაშორისო პრობლემებისადმი მსგავსი პოზიციები გააჩნიათ და ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში. ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ სამოას მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, განსაკუთრებით კი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების საქმეში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, საქართველო სანიმუშო ქვეყანა გახდა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც კი - ფუნდამენტალური რეფორმების გატარების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეკონომიკის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდაცვის სფეროებში. ჩვენ მზად ვართ პარტნიორ ქვეყნებს ამ საკითხში გამოცდილება გავუზიაროთ.

საქართველო იზიარებს წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების წინაშე არსებულ საფრთხეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ ჩვენ მზად ვართ კვლავაც განვავითაროთ თანამშრომლობა სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში. საქართველო, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რომელთა მიზანი კლიმატის ცვლილების პრობლემების გადაჭრა იქნება“, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.

მისი უდიდებულესობა ტუიმალეალიფანო მიესალმა ბატონ გიორგი დოლიძეს:

„სამოა და საქართველომ ფორმალურად დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს დაამყარეს და მას შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩოებში, ორივე მხარე ნაყოფიერად თანამშრომლობს გლობალური უსაფრთხოების, კანონის უზენაესობის, თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში“, - აღნიშნა სამოას უზენაესმა მმართველმა.

„ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს კურსს ევროპის რეგიონში, განიარაღების, ძალის გამოუყენებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში. სამოა კვლავაც გააგრძელებს მხარდაჭერის პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ 2013 წლიდან თანმიმდევრულად ხმას ვაძლევთ გაეროს რეზოლუციებს საქართველოში ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსთან დაკავშირებით. სამოა, ისევე როგორც ჩვენი მეზობლები წყნარ ოკეანეში, მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოა, ამიტომ კლიმატის ცვლილება ჩვენთვის განსაკუთრებით მოწყვლადია. სამოა მაღალ დონეზე აფასებს საქართველოს ძალისხმევას კლიმატის ცვლილების პრობლემებთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება“-აღნიშნა მან.

რაგბის სიყვარული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც საქართველოსა და სამოას ერთმანეთთან აახლოებს. „ჩვენს ქვეყნებს რაგბის მიმართ დიდი სიყვარულიც აკავშირებთ. მივესალმები საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ჩვენი ქვეყნებიდ გუნდებს შორის გამართულ ბოლო მატჩში. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ტოკიოში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებას მივაღწევთ“, - აღნიშნა ტუიმალეალიფანომ.
--------
გიორგი დოლიძემ დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით „საერთაშორისო ურთიერთობები“. მან დიპლომატიური კარიერა 1997-2000 წლებში დაიწყო - მუშაობდა საელჩოს ატაშედ, მესამე მდივნად, მეორე მდივნად. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ განიარაღების კონტროლის დეპარტამენტში. 2000-2003 წლებში იგი საქმიანობდა საქართველოს ნავთობის საერტაშორისო კორპორაციაში ექსპერტის სტატუსით. მოგვიანებით გიორგი დოლიძე საგარეო საქმეთა უწყებაში დაბრუნდა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში ახალი გამოწვევების სტრუქტურის ხელმძღვანელად დაინიშნა, შემდეგ კი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, დირექტორად.

ბატონ გიორგი დოლიძეს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგის 2012 წელს მიანიჭეს. ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. საქართველოს ელჩის მუდმივი რეზიდენცია ავსტრალიაში იქნება, კანბერაში.


p.s. იბეჭდება მცირე შემოკლებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა