logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): თავშესაფრის მაძიებელნი-მთავარი საფრთხე საქართველო-ევროკავშირის ღია საზღვრებისათვის
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): თავშესაფრის მაძიებელნი-მთავარი საფრთხე საქართველო-ევროკავშირის ღია საზღვრებისათვის
12:42 29.03.2018
«BBC»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის დაწესებული უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლის წლისთავს: მასში საუბარია როგორც ვიზალიბერალიზების დადებით მნიშვნელობაზე, ასევე იმ უარყოფით ტენდენციებზე, რომლებიც თან ახლავს უვიზო რეჟიმს.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


„ერთი წლის განმავლობაში, 2017 წლის 28 მარტიდან, შენგენის ზონის საზღვრები 240 ათასმა საქართველოს მოქალაქემ გადაკვეთა, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის პირველი წლისთავის შედეგებს თან ერთგვარი ჩრდილიც ახლავს: მზარდი ნაკადი იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროკავშირში თავშეფრის მიღებას ითხოვენ. ამგვარ მოქმედება უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნულია სტატიაში.

„იმ ქვეყნისათვის, რომელიც სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ვიზების გაუქმებას, პრაქტიკული მნიშვნელობის გარდა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, მაგრამ ბოლო დროს შეიმჩნევა ნეგატიური ტენდენცია, რაც თავშესაფრის მიღების მთხოვნელებისა და დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობის ზრდაში გამოიხატა. განგაში პირველმა გერმანიამ ატეხა, რომელმაც მწვავედ აღიქვა ქვეყანაში შესული საქართველოს მოქალაქეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებანი, შემდეგ კი ამას თავშესაფრის მიღების თხოვნების სწრაფი ზრდაც დაემატა. იგივე ტენდენცია შეინიშნება ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, ნორვეგიაში და შვეიცარიაში, რომლებსაც მიმდინარე წლის იანვარში 1859-მა საქართველოს მოქალაქემ მიმართა თავშესაფრის მიღების მიზნით“, - ნათქვამია სტატიაში.

„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ესაუბრება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ხშირად სარგებლობენ უვიზო რეჟიმის სიკეთით, ნორმალურად იქცევიან, წესებს არ არღვევენ და იმ ე.წ.„ლტოლვილებსაც“, რომლებიც ევროპაში თავშესაფრის მიღების იმედით წავიდნენ, ვერ მიიღეს და შემდეგ უკან დაბრუნდნენ.

პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოს ხელისუფლების მიერ უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ მიღებული ზომები. „მათგან ერთ-ერთია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ევროკავშირის ქვეყნების მიერ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის უკვე რვა წევრმა აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავშესაფრის მთხოვნელმა წინასწარ იცის - მისი მცდელობა წარუმატებელი იქნება. ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტში მზადდება კანონპროექტი გვარის გამოცვლის პროცედურის გართულების შესახებ. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირში წასული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კრიმინალურ ქმედებაში იქნენ შენიშნულნი, დეპორტაციის შემდეგ გვარს იოლად იცვლიდნენ, შემდეგ ისევ ევროკავშირში ბრუნდებოდნენ და სამართალდარღვევებს აგრძელებდნენ.
--------
საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმის წესების დარღვევაზე ევროპული მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებიც წერენ, განსაკუთრებით კი გერმანული მედია. მაგალითად, გერმანულმა ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-მ 28 მარტს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ შეიძლება საქართველო უვიზო რეჟიმის გარეშე დარჩეს“ (ავტორი - ამალია ოგნაჯანიანი - http://www.dw.com/ru/a-43150852?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml), ხოლო 29 მარტს - „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი საფრთხის ქვეშაა“ (ავტორი - ნიკიტა ჟოლკვერი - http://www.dw.com/ru/безвизовый-режим-между-ес-и-грузией-под-угрозой/a-43170939).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა