logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"gazetaby"(ბელარუსი): ბელარუსის მეთაურის ლამაზი სიტყვები და არცთუისე ლამაზი რეალობა
"gazetaby"(ბელარუსი): ბელარუსის მეთაურის ლამაზი სიტყვები და არცთუისე ლამაზი რეალობა
14:11 25.03.2018
ბელარუსული გამოცემა «Салidарнасць», საქართველოში პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პეტრ ჰაიდუკის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
ქართველებმა თბილისში მყოფ ალექსანდრე ლუკაშენკოსაგან ბელარუს-საქართველოს ეკონომიკური განვითარების საკითხზე მოულოდნელი განცხადება მოისმინეს: „ნამდვილად არ მეგონა, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები ასე იმუშავებდნენ. გულწრფელად ვაღიარებ, ამას არ მოველოდი. ამიტომაც ყოველგვარი პირფერობის გარეშე ვამბობ: თქვენ მე სასიამოვნოდ გამაკვირვეთ. ძალიან მაგრები ყოფილხართ და დიდი მომავალი გაქვთ“.
რა ვერ დაინახეს ჩვენმა ეკონომისტებმა ისეთი, რაც პრეზიდენტმა დაინახა? რა „გარღვევა“ მოხდა ისეთი საქართველოსტან ეკონომიკურ ურთიერთობაში, რაც ბელარუსში ვერ შენიშნეს? სახელმწიფო ტელევიზია სულ იმას გაიძახის, რომ ორ ქვეყანას შორის შთამბეჭდავი ეკონომიკურ ზრდის მომსწრენი ვართო. მაგალითად, «СТВ» („სტოლიჩნოე ტელევიდენიე“) იტყობინება, რომ ბოლო 3 წელიწადში, ანუ 2015 წლიდან, როცა ბელარუსის ლიდერი პირველად ეწვია თბილისს, საქონელთბრუნვა ორჯერ გაიზარდა“.
ოჰო, მაგარი მიღწევაა! უნდა ვიფიქროთ, რომ „პრეზიდენტები პურს ტყუილად ჭამენ“. მაგრამ თუ «Белстат»-ის მონაცემებს ყურადღებით გავეცნობით, სურათი ასეთი ლამაზი აღარ იქნება. 2015 წლიდან საქონელთბრუნვა კი არ იზრდებოდა, არამედ, უბრალოდ, 2012 წელთან შედარებით, პოზიციების აღდგენა ხდებოდა. უფრო მეტიც - აქ წარმატება კი არ ჩანს, არამედ ბელარუსისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ დასახული გეგმების ჩაშლა.
თვითონ განსაჯეთ: 2015 წლის გაზაფხულზე, თბილისში ვიზიტის დროს, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ვაჭრობის 200 მილიონ დოლარამდე გაზრდის შესახებ მოილაპარაკესო. თვით ეს ციფრი მაინცდამაინც დიდად შთამბეჭდავი არაა, თუ გავიხსენებთ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკების დროს, ჩვეულებრივ, უფრო მეტზე - 500 მილიონ და მილიარდ დოლარზე აცხადებს ხოლმე. მაგრამ სამი წლის განმავლობაში საქართველოსტან მუდმივი კონტაქტების დროს მოკრძალებული ციფრის - 200 მილიონის მიღწევაც კი ვერ მოხერხდა. სახელმწიფო ტელეარხებიდან გვესმის, რომ მხოლოდ 112 მილიონი დოლარის ვაჭრობა გვქონდაო (ალბათ, მხედველობაშია 2017 წლის შედეგები). სხვათა შორის, იგივე მოცულობისაა ჩვენი ვაჭრობა პატარა ესტონეთთან.
ბელარუსისა და საქართველოს ხელმძღვანელები ერთმანეთს სტუმრობენ, კონიაკს აგემოვნებენ, მაგრამ ვერ ვხედავთ ისეთ მართლაც აღმაფრთოვანებელ შედეგებს, რომლებიც მათ ასეთ ძმურ მუსაიფს უნდა მოჰყვეს.
თბილისში ყოფნისას ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგას - გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა, მაგრამ საეჭვოა, რომ ამ პატარა ტრაქტორის დახმარებით ორ ქვეყანას შორის საქონელთბრუნვა დაგეგმილ დონემდე გაიზრდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა