logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
"nmnby.eu"(ბელარუსი): არის თუ არა ბელარუსის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი რუსეთის გამოწვევა?
"nmnby.eu"(ბელარუსი): არის თუ არა ბელარუსის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტი რუსეთის გამოწვევა?
11:37 22.03.2018
ბელარუსის ექსპერტთა საზოგადოებამ ადგილობრივ გამოცემაში - «Наше мнение», გამოქვეყნა ანალიტიკური დასკვნა ბელარუს-საქართველოს ურთიერთობის თაობაზე, კერძოდ, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით. მასში მოცემულია ორი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ინტერესები ერთმანეთის მიმართ, ეკონომიკური დაახლოების მიზეზები და პროგნოზები პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით.
--------
„საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის (22-23 მარტი) პროგრამის თანახმად, იგი თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს უნდა შეხვდეს და მოელაპარაკოს. თბილისისა და მოსკოვის - რბილად რომ ვთქვათ - რთული ურთიერთობის გათვალისწინებით, შეიძლება თუ არა შევაფასოთ კრემლის გამოწვევად ალექსანდრე ლუკაშენკოს თბილისური ვიზიტი? მით უმეტეს, რუსეთში ახლახან გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფონზე?

ასეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორც წესი, დიდი ხნის განმავლობაში მზადდება, ამიტომ მისი პირდაპირი დაკავშირება რუსეთში ორიოდე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებთან მაინცდამაინც გამართლებული არ იქნება, მით უმეტეს, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბელარუს-საქართველოს მოლაპარაკების მიზანია მიმდინარე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივის განხილვა.

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ბოლო წლებში ბელარუს-საქართველოს ურთიერთობაში ნამდვილად კარგი ტენდენციები ჩანს. მაგალითად, გასულ წელს საქონელთბრუნვა 26,5%-ით გაიზარდა და 93,5 მილიონ დოლარს მიაღწია, თანაც ბელარუსს საქართველოსთან ვაჭრობაში 54-მილიონიანი დადებითი სალდო აქვს. შედარებისათვის: ჩვენს ახლო პარტნიორთან იმავე რეგიონში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და „ოდკბ“-ის წევრს სომხეთთან იგივე მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 42,7 და 26,3 მილიონი დოლარი შეადგინა.

გავიხსენოთ, რომ 2007 წელს, საქართველოს მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ივანე მერაბიშვილთან შეხვედრისას ალექსანდრე ლუკაშენკომ სურვილი გამოთქვა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 100 მილიონ დოლარამდე გაზრდილიყო. შეიძლება ითქვას, რომ იმდროინდელი მიზანი მიღწეულია. რასაკვირველია, მის რეალიზებას დრო დაჭირდა, ვაჭრობის ტემპები ნელა იზრდებოდა, მაგრამ ამგვარი პროგრესი სხვა მიმართულებით მაინც არ შეიმჩნევა.

თუმცა არსებობს ეჭვი, რომ წარმატება, გარკვეული დონით, არა იმდენად ბელარუსის ეკონომიკის განვითარების შედეგია, რამდენადაც პოლიტიკური კონიუნქტურისა. პაატა შეშელიძის - საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის მტკიცებით, იმის გამო, რომ ბელარუსმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს, საქართველო იძულებულია ბელარუსისაგან ტრაქტორები და სხვა ტექნიკა შეიძინოს, რასაც, სხვა შემთხვევაში, ცხადია, არ გააკეთებდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდა დაკავშირებული, ამგვარ სიტუაციას უნდა შევურიგდეთ.

რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ ვიზიტის პოლიტიკური მნიშვნელობაც. მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსისა და საქართველოს დამოკიდებეულებები რუსეთთან ერთმანეთისაგან კარდინალურად განსხვავდებიან, დღევანდელ სიტუაციაში, როცა მოსკოვი აშკარად იმპერიულ განწყობებს ამჟღავნებს, ანექსიის საფრთხე, თუნდაც სხვადასხვა დონით, მაგრამ მაინც არსებობს მისი ყველა მეზობლისათვის. სამწუხაროდ, მინსკი და თბილისი ამ მიმართულებით ერთმანეთს სერიოზულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, ამის შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით არ განიხილება. ამიტომაც, რასაკვირველია, ბელარუს-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოება მისასალმებელია, მაგრამ თბილისური ვიზიტით მოსკოვის გამოწვევაზე ლაპარაკი უსაფუძვლოა“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა