logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„Obozrevatel“(უკრაინა): კავკასიაში შეიძლება ახალი ომი დაიწყოს-აზერბაიჯანი შეუტევს ყარაბაღს, მოსკოვი თბილისს „სამშვიდობო კონტინგენტის“ გატარებას მოსთხოვს, უარის შემთხვევაში კი საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპირებას მოახდენს
„Obozrevatel“(უკრაინა): კავკასიაში შეიძლება ახალი ომი დაიწყოს-აზერბაიჯანი შეუტევს ყარაბაღს, მოსკოვი თბილისს „სამშვიდობო კონტინგენტის“ გატარებას მოსთხოვს, უარის შემთხვევაში კი საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპირებას მოახდენს
11:47 21.03.2018
უკრაინულ პოპულარულ გამოცემა «Обозреватель»-ში გამოქვეყნდა ცნობილი ებრაელი პოლიტოლოგისა და რელიგიური მოღვაწის აბრამ შმულევიჩის სტატია, რომელშიც გაანალიზებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა. ავტორი სიტუაციის განვითარების გარკვეულ პროგნოზსაც აკეთებს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:

„აზერბაიჯანში 12-17 მარტს ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა 25 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე, 250 ტანკი, 1000-მდე საარტილერიო-სარაკეტო დანადგარი და 50-მდე თვითმფრინავი.

იმავდროულად, მსხვილი სამხედრო სწავლებები დაიწყო ჩრდილო კავკასიაში, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში. მანევრები მიმდინარეობს პოლიგონებზე, რომლებიც განლაგებულია ასტრახანის, ვოლგოგრადის, დონის როსტოვის ოლქებში, კრასნოდარის მხარეში, ადიღეში, დაღესტანში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ ოსეთში... აგრეთვე რუსეთის სამხედრო ბაზების დილოკაციის ადგილებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

აზერბაიჯანისა და რუსეთის არმიების სინქრონული მოქმედება იმას მოწმობს, რომ ეს სამხედრო სწავლებები ჩვეულებრივი, გეგმიური არ არის. ვარიანტები სხვადასხვა შეიძლება არსებობდეს. შესაძლოა სწავლება მხოლოდ სწავლებად დარჩეს, მაგრამ არ შეიძლება სხვა სამხედრო სცენარის გამორიცხვაც. ვთქვათ, ასეთის:

აზერბაიჯანის შეუტევს ყარაბაღს. საბრძოლო მოქმედებები დაიწყება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის მთლიან პერიმეტრზე. რუსეთი მოითხოვს ომის შეწყვეტას და რუსული სამშვიდობო ძალების მთიან ყარაბაღში შეყვანას. მოსკოვი თბილისს მოსთხოვს სასწრაფოდ გაატაროს თავის ტერიტორიაზე „რუსული სამშვიდობო კონტინგენტი. უარის შემთხვევაში იწყება „ოპერაცია ტრანზიტის იძულების მზნით“. საქართველო გინდაც დათანხმდეს, ან სულაც რომ არ დათანხმდეს, შედეგი მაინც ერთია - ქვეყნის მთელი ტერიტორიის რბილი ოკუპაცია. რაც შეეხება აზერბაიჯანს: ბაქო მიიღებს იმ ტერიტორიებს, რომლებსაც შეტევის დასაწყისში დაიკავებს. თუ დაკავებული მიწები არასაკმარისი აღმოჩნდება, მაშინ „რუსი მშვიდობისმყოფლები“ სომხებს გაყრიან და „გათავისუფლებულ ტერიტორიას“ აზერბაიჯანს გადასცემენ.

რა თქმა უნდა, ამ პროგნოზს ალარმისტული (შემაშფოთებელ-პანიკური) ხასიათი აქვს, მაგრამ რუსეთის მოქმედების გამოცდილება გვასწავლის, რომ აბსოლუტურად ყველაფერია მოსალოდნელი: ყველაზე უკიდურესი პროგნოზიც კი შეიძლება ახდეს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა