logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kommersant.ru“(რუსეთი): ჟენევის დისკუსიაში მონაწილეებმა შესაძლოა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება აიღონ
„kommersant.ru“(რუსეთი): ჟენევის დისკუსიაში მონაწილეებმა შესაძლოა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება აიღონ
15:21 20.03.2018
როგორც რუსული გამოცემის „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, ჟენევის კონსულტაციებზე, რომლებიც სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობასთან დაკავშირების მიმდინარეობს, შეიძლება დიდი ხნის ნანატრი გარღვევა მოხდეს. საქართველო, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რუსეთი და აშშ, აგრეთვე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები - ევროკავშირი, გაერო და ეუთო - ერთობლივ დეკლარაციას ამზადებენ რეგიონში ძალის გამოუყენებლობის შესახებ. სხვათა შორის, ამ დოკუმენტის ირგვლივ დისკუსია უკვე თითქმის 10 წელია მიმდინარეობს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ „მისი მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ემოციურ დონეზე“.

საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დოკუმენტის შესახებ კომენტარზე უარი თქვეს, ქართული ოპოზიციის აზრით კი, თუ ხელისუფლება დეკლარაციაზე ხელს მოაწერს, „ასეთი ნაბიჯი ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესებისადმი ღალატი“ იქნება, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება მთავრობის გადადგომის საკითხი.


ჟენევის მორიგი კონსულტაციები 27-28 მარტს გაიმართება. „კომერსანტის“ წყაროები მოსკოვსა და თბილისში არ გამორიცხავენ, რომ შეხვედრაზე გარღვევა მოხდება. მხარეები უკვე თითქმის 10 წელი ცდილობენ, რომ როგორმე გაფორმდეს ხელშეკრულება კონფლიქტის გადაწყვეტის დროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აი, დღეს ისინი, როგორც არასდროს, ისე ახლოს არიან კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო რუსეთისა და საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტების - დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის მოლაპარაკების საფუძველზე. მასში მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, საქართველოს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით. აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში დაბეჯითებით ითხოვდნენ გაფორმებულიყო იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი საქართველოს მხრიდან მათ მიმართ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. რუსეთი მხარს უწერდა ასეთ მოთხოვნას და მზადყოფნას აცხადებდა ამ ვალდებულების შესრულების გარანტი ყოფილიყო (აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად). ამასთან, საქართველოს მთავრობა ითხოვდა, რომ მოსკოვსაც აეღო იგივე ვალდებულება საქართველოს წინაშე. თავის მხრივ, მოსკოვს, რომელიც თავის თავს კონფლიქტის მონაწილედ არ თვლიდა, მსგავს დოკუმენტზე ხელმოწერა არ სურდა.

გარღვევის იმედი მაშინ გაჩნდა, როცა კომპრომისი მოიძებნა: დეკლარაცია შეიძლება მიღებული იქნეს ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილის სახელით და მას იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ ექნება. რუსეთს, საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არაერთხელ ჰქონდათ წარმოდგენილი მსგავსი დეკლარაციის საკუთარი ვერსიები, მაგრამ ყოველთვის რომელიმე მხარეს რომელიღაც დებულების ფორმულირება არ მოსწონდა. 9 მარტს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვაემ თქვა, რომ მომლაპარაკებელი მხარეები „ძალიან მიუახლოვდნენ“ ერთობლივი დეკლარაციის მიღებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „კომერსანტს“ განუმარტა, რომ პროგრესი ჟენევის წინა შეხვედრის დროს იქნა მიღწეული, 2017 წლის დეკემბერში: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ განცხადებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე მომავალ შეხვედრაზე მივიღებთ“, - აღნიშნა მან. რუსი მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, დეკლარაცია ჩაფიქრებულია როგორც „ნეიტრალური“, ანუ მასში არ იქნება ნახსენები საკითხი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ. „ჟენევის დისკუსიის მონაწილეები, უბრალოდ, განაცხადებენ ძალის გამოყენებაზე უარს ერთმანეთის წინააღმდეგ, - განმარტა გრიგორი კარასინმა, - ასეთ დეკლარაციას არ ექნება იურიდიულად სავალდებულო ხასიათი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, პოლიტიკური და ემოციური თვალსაზრისით. მხარეები მოახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათ სურვილი აქვთ რეგიონში ყველა პრობლემური საკითხი მშვიდობიანი გზებით - ერთმანეთთან კონტაქტებისა და მოლაპარაკების საშუალებით მოაგვარონ“.


„კომერსანტის“ მონაცემებით, ქართული მხარეც აქტიურად მუშაობს ერთობლივი განცხადების პროექტზე, მაგრამ ოფიციალური კომენტარი მანამ არ იქნება გაკეთებული, სანამ ტექსტი საბოლოოდ არ შეთანხმდება.

მკითხველს ასევე შევახსენებთ, რომ ცხრა მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვრიკაშვილმა რუსეთის ხელმძღვანელობას ორი ქვეყნის ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით მიმართა და აღნიშნა, რომ ორივე მხარემ ამ მიზნით „გონივრული, გინდაც მცირე ნაბიჯები უნდა გადადგას“. საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვიც დაინტერესებულია სიტუაციის გაუმჯობესებით და მზადაა იქამდე წავიდეს, სადამდეც საქართველო მოისურვებს“.

სხვათა შორის, მოსკოვისა და თბილისის პოზიციების დაახლოება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებას შეიძლება სერიოზულ პრობლემად შემოუბრუნდეს. როგორც „კომერსანტს“ყოფილმა დიპლომატმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილემ და ოპოზიციური „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ უთხრა, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2009 წელს აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტისას: „ეს გაკეთდა წერილობითი ფორმით - გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოსადმი მიმართვის სახით“, - თქვა სერგი კაპანაძემ, - „იმ დროს რუსეთმა უარი განაცხადა ანალოგიური მიმართვა გაეკეთებინა და თუ საქართველო ჟენევაში ერთობლივ დეკლარაციას რუსეთის გარეშე შეუერთდება, მაშინ ეს თბილისის უკანდახევა იქნება“.

უშიშროების საბჭოს ექს-მდივანი გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ თუ საქართველო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას აიღებს და ამით რუსეთს საშუალებას მისცემს ილაპარაკოს „საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება“ დაიდოო, მოსკოვის ნეიტრალური შუამავლობით, - „მაშინ ჩვენი პარტიის რეაქცია ძალიან მწვავე იქნება“. კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა: „მსგავსი დეკლარაციის მიღების შემთხვევაში ჩვენ დაუყონებლივ მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისა და მთელი მთავრობის გადადგომას, ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ღალატის გამო“.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა