logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„golosarmenii“(სომხეთი): კვირიკაშვილის მოულოდნელი მიმართვა და სააკაშვილის დაგეგმილი შეტევა
„golosarmenii“(სომხეთი): კვირიკაშვილის მოულოდნელი მიმართვა და სააკაშვილის დაგეგმილი შეტევა
16:06 17.03.2018
სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, განსაკუთრებით კი რუსეთისადმი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის „მოულოდნელი“ განცხადების მიზეზები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ივან გრიგოროვის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის რეზიუმეს:


რუსეთისადმი საქართველოს პრემიერის მიმართვაში ასეთი სიტყვებია: „გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად“. თუ რომელ მცირე ნაბიჯები აქვს მხედველობაში გიორგი კვირიკაშვილს, ამის მიხვედრა ძნელი არაა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის მშვიდობიანი დამხობის შემდეგ ხელისუფლებას მალე თვითონ მიხეილ სააკაშვილიც ჩამოშორდა. ახალმა ხელისუფლებამ კურსი რუსეთთან დაახლოებისაკენ აიღო. საქართველოს რუსეთთან უვიზო რეჟიმი აქვს, რუსეთი კი, მიუხედავად თბილისის არაერთგზის თხოვნისა, უვიზო რეჟიმის დაწესებას აჭიანურებს. სამაგიეროდ, ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლება მისცა. ამასთან, ზოგიერთმა ქართველმა თავისი უღირსი ქმედებით (აგრეთვე თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობის ზრდის გამო), ევროკავშირის ქვეყნები საკმაოდ შეაშფოთა და უვიზო რეჟიმის შეზღუდვის (ან გაუქმების) საკითხზე დააფიქრა. ეს სიტუაცია ქართულმა ოპოზიციამ, განსაკუთრებით კი „მიშიკოს მხარდამჭერებმა“ თავის სასარგებლოდ გამოიყენეს.

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიშიკომ უკრაინაში კრახი განიცადა, იგი ამჟამად კიევისგან შორს იმყოფება, მისი მცირერიცხოვანი ფანატები კი პოროშენკოს ხელისუფლებისათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენენ. მიხო სააკაშვილისაგან დისტანცირებს იულია ტიმოშენკოც. მაგრამ სხვა სიტუაციაა საქართველოში: მართალია, „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ორად გაიყო, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს სერიოზულ ბერკეტებს ხელისუფლებაში და საზოგადოებაში - ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია „რუსთავი-2“ მათ კონტროლქვეშაა, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ საკმაოდ ბევრი მომხრე მუშაობს არცთუ ისე პოპულარულ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ (რომელიც ორ ტელეარხს და ორ რადიოს ფლობს). ახლოვდება „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ძალების გამოცდის პერიოდიც: საქართველოში შემოდგომით საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. მართალია, პრეზიდენტს უფლებები შეზღუდული აქვს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ არჩევნებში მისი პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს, შემდეგ კი ბევრი რამ გაირკვევა და შეიცვლება...

თუმცა შეიძლება საქმე რადიკალურ ცვლილებამდე არ მივიდეს. საქართველოს „რუხი კარდინალი“ ბიძინა ივანიშვილი ჯერ-ჯერობით დუმილს ინარჩუნებს - პრეზიდენტად თავისი კანდიდატურის წამოყენების საკითხშიც. რა შეუძლია ამ დროს მიხეილ სააკაშვილს? თვითონ თუ არა, თავისი მომხრეებით, ალბათ, სიტუაციის არევას შეეცდება. მიმართა კიდეც ამსტერდამიდან თავის მომხრეებს... „ნაციონალები“ იმედოვნებენ. რომ ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის არცთუ სასიამოვნო ფონი მათთვის ხელსაყრელია. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ფართო მოსახლეობისათვის სიტუაციის გაუმჯობესება, პირიქით, რიგ სფეროებში ვითარება კიდეც გაუარესდა.

მდგომარეობა უფრო მძიმდება იმითაც, რომ დაპირებების მიუხედავად, ქვეყნის დღევანდელმა ხელისუფლებამ (თუმცა მთლად მისი ბრალიც არაა), რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გამოსწორება ვერ მოახერხა. არადა, სწორედ რუსეთთან მიღწეული პროგრესი იქნებოდა „ნაციონალების“ საპირწონე, რომლებიც ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, შემდეგ კი თავიანთი გაქცეული ლიდერის საქართველოში ჩამოყვანას და „ნაციონალური“ რეჟიმის რესტავრაციას გეგმავენ. ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება გეოპოლიტიკურ მოთამაშეებზეც: პირველ რიგში აშშ-ზე, რომელიც დღემდე თვითონ წყვეტს, თუ როგორ უნდა იცხოვროს საქართველომ და გარკვეული დონით - რუსეტზეც: ქართული საზოგადოება მოსკოვისაგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა