logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„kaspiy“(აზერბაიჯანი): ერევნის პოლიტიკის წყალობით თბილისი-ბაქოს ურთიერთობებში ბზარები გაჩნდა
„kaspiy“(აზერბაიჯანი): ერევნის პოლიტიკის წყალობით თბილისი-ბაქოს ურთიერთობებში ბზარები გაჩნდა
15:35 17.03.2018
აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობის ასპექტებს (გასულ კვირაში ბაქოში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფონზე) და სომხეთის მდგომარეობას. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო დახმარების მიუხედავად, აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპანტი სომხეთი კვლავ იზოლაციაში რჩება. პუბლიკაციაში გარკვეული კრიტიკული ნოტები გაისმის საქართველოს მიმართაც, რომელიც სომხეთს „რევერანსებს უკეთებს“.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ თამილა ნურიევას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:

რამდენად უღრუბლოა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთოებები მას შემდეგ, რაც თბილისმა ერევანს გარკვეული კომუნიკაციური რევერანსები გაუკეთა? ცხადია, ეჭვები არსებობს, თუმცა სამხედრო შეთანხმება მაინც გაფორმდა. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრთა შეხვედრის შემდეგ ბაქოში ვიზიტით ჩამოვიდა თვით პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ფრიად წარმომადგენლობითი დელეგაციით, რაც იმას მოწმობს, რომ საქართველო ცდილობს აზერბაიჯანს შეშფოთების მცირე ღრუბლებიც კი გაუფანტოს და ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობას ცისკაბადონი სუფთა იყოს.

უეჭველია, რომ თბილისი-ბაქოს ურთიერთობებში ბოლო დროს ბზარები ერევნის პოლიტიკის წყალობით გაჩნდა: სომხეთს ხომ რეგიონში თავისი ექსპანსიონისტური კურსის გაგრძელება სურს და ამ მიზნით ის დროებით მოკავშირეებს ეძებს. სომხეთმა იუდას როლის შესრულებისთვის საქართველო ამოირჩია. რამდენად გაუმართლებს ერევანს იმედები სატრასპორტო დერეფნების თაობაზე, რომლებიც ჩვენს ზურგში მტრულ დარტყმას ნიშნავს, ამას მომავალი გვიჩვენებს. ამასთან, დასანანია, რომ ამაში საქართველოც არის ჩართული, რომლისთვისაც აზერბაიჯანს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.

საერთოდ კი ამ კითხვის დასმა - რატომ გადაწყვიტა საქართველომ სომხეთისადმი დახმარება - სრულიად საფუძვლიანია. ქართულმა მხარემ ძალიან კარგად უწყის სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ, კერძოდ, ჯავახეთის საკითხში, რომ არაფერი ვთქვათ სასულიერო საეკლესიო მემკვიდრეობის, კულტურის ძეგლების მიმართ და ა.შ. გარდა ამისა, საქართველოს აღებული აქვს მოკავშირეობის ვალდებულება აზერბაიჯანის მიმართ, რომელსაც თბილისი ვერ უარყოფს.

სომხეთის მიმართ საქართველოს კეთილი დამოკიდებულება ორი ასპექტით შეიძლება იახსნას: პირველი - ოფიციალურ თბილისს სურს თავი მოაწონოს ევროპის ახალ მმართველებს, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთისაგან დისტანცირებული საქართველო თავის კისერს მეორე პატრონს - ევროპას უშვერს. შესაბამისად, ამ დროს არანაირ სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, არჩევანის თავისუფლებაზე და სხვა დემოკრატიულ ატრიბუტებზე ლაპარაკი ზედმეტია; მეორე - ქართული მხარე აზერბაიჯანის ინტერესებს განგებ ღიად ღალატობს, რითაც მას სურს ხაზი გაუსვას საკუთარ დამოუკიდებლობას აზერბაიჯანის გეოეკონომიკური ინტერესებისაგან, რომელიც აგრესორის ალაგმვისკენაა მიმართული. მაგრამ ეს ყველაფერი არანაირად არ ჯდება არც აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის სტრუქუტურაში, არც იმ ერთობლივ მოქმედებაში, რომლებიც გრანდიოზული რეგიონული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. არადა, სწორედ ამ პროექტებით არის სამხრეთ კავკასია მჭიდროდ დაკავშირებული გლობალურ სქემასთან, რომლის საფუძველზე საქართველო მომავალს იმედით უყურებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა